ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პრანდელის არჩევანი

პრანდელის არჩევანი

4-4-2 თუ სამი ფორვარდი?

ტრადიციულად, იტალიის ნაკრების მწვრთნელები შემადგენლობას თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ასახელებენ და ასე მოხდა ამჯერადაც. ვინც არ იცის, ვამცნობთ, რომ 9 თებერვალს "სკუადრა აძურას" გერმანიის ეროვნულ გუნდთან უწევს ამხანაგური მატჩის გამართვა და თანაც დორტმუნდში, იქ, სადაც მსოფლიოს 2006 წლის ჩემ,პიონატის ნახევარფინალური მატჩი სწორედ ამ გუნდებს შორის გაიმართა. საერთოდ, იტალია-გერმანიის დაპირისპირება ყოველთვის პრინციპულია და მასზე, როგორც ამხანაგურზე საუბარი, გაუმართლებელიც კი არის. ორი ყველაზე ტიტულოვანი ევროპული საფეხბურთო ქვეყანა, რომელთა ჯახი მართლაც რომ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. კიდევ ერთხელ გავეცნოთ ჩეზარე პრანდელის მიერ დასახელებულ შემადგენლობას და შემდეგ განვავრცოთ თემა...

მეკარეები: ბუფონი (იუვენტუსი), სირიგუ (პალერმო), ვივიანო (ბოლონია).

მცველები: ასტორი (კალიარი), ბონუჩი (იუვენტუსი), კიელინი (იუვენტუსი), კასანი (პალერმო), კრიშიტო (ჯენოა), მაჯო (ნაპოლი), რანოკია (ინტერი).

ნახევარმცველები: აკვილანი (იუვენტუსი), დე როსი (რომა), ჯოვინკო (პარმა), მაური (ლაციო), მონტოლივო (ფიორენტინა), ტიაგო მოტა (ინტერი), ნოჩერინო (პალერმო), პალომბო (სამპდორია).

თავდამსხმელები: ბორიელო (რომა), კასანო (მილანი), მატრი (კალიარი), პაცინი (ინტერი), როსი (ვილიარეალი).

პირველი, რამაც იტალიის ნაკრების გულშემატკივრები გააკვირვა, კლაუდიო მარკიზიოს განაცხადს მიღმა დარჩენა გახლავთ. ბევრმა მოასწრო და უკვე გააკრიტიკა კიდეც ამის გამო პრანდელი, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, სულ ტყუილად. "სკუადრა აძურას" სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პრესისთვის საგანგებო განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ მარკიზიოს სერია A-ს უკანასკნელი ტურის პაექრობაში მიკროტრავმა მიუღია, რის გამოც მისი გერმანიის ნაკრებთან თამაში გამოირიცხა. არადა, პრანდელის კლაუდიოს დიდი იმედი ჰქონდა და ძირითადი შემადგენლობისთვის მოიაზრებდა. აქვე ვთქვათ იმის შესახებაც, რომ ტრავმის გამო "აძურას" კიდევ ორი ფეხბურთელი დააკლდა: ანდრეა პირლო და ფედერიკო ბალცარეტი. პირველი სტაჟიანი "აძურელია", მეორემ კი მიმდინარე სეზონში შესანიშნავი ასპარეზობით დაიმსახურა ნაკრებში მიწვევა და კარგი შანსი აქვს, დამკვიდრდეს კიდეც. პრანდელიმ "კალიარის" უკანახაზელ დავიდე ასტორისაც მიაქცია ყურადღება და სამატჩო განაცხადში შეიყვანა.

საინტერესოდ გამოიყურება თავდასხმის ხაზი, სადაც ერთი დებიუტანტია: ალესანდრო მატრი. "იუვენტუსში" გადაბარგებულმა ფორვარდმა გასულ ტურში ორი გოლი გაუტანა ყოფილ გუნდს და სანაკრებო მიწვევაც მიიღო. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ განაცხადში "პარმას" შემტევი ნახევარმცველი სებასტიან ჯოვინკო მოხვდა. სება უნივერსალია, ნახევარდაცვის სიღრმიდანაც შეუძლია თამაში და წინა ხაზზეც, ცენტრშიც და ფლანგზეც - ვნახოთ, რა პოზიციას შეურჩევს მას იტალიის ეროვნული გუნდის თავკაცი.

იტალიელ ჟურნალისტებს ძალიან უჭირთ იმაზე საუბარი თუ რა ტაქტიკით შეიძლება ითამაშოს "სკუადრა აძურამ". პრანდელის გარემარბებით თამაში უყვარს და გამოძახებულ შემადგენლობასაც სწორედ 4-3-3-სკენ მივყავართ. ცენტფორვარდის პოზიციაზე ჯამპაოლო პაცინის, ალესანდრო მატრის და მარკო ბორიელოს შეუძლიათ თამაში, თუმცა უპირატესობა მაინც "ინტერისტას" ენიჭება. ფლანგიდან ალბათ ანტონიო კასანო და ჯუზეპე როსი შეუტევენ, თუმცა გარემარბად ჯოვინკოს და იგივე მატრისაც შეუძლიათ თამაში. არც ის არის გამორიცხული, რომ "აძურამ" 4-4-2-ით იასპარეზოს, რადგან გერმანიასთან გასვლაზე ზეშემტევი ტაქტიკით თამაშით აშკარად სარისკო საქმეა. მაგალითად, სიმონე პეპე რომ მოხვედრილიყო განაცხადში, 4-3-3-ზე თამამად ჩამოვიდოდით ფსონს, რადგან "იუვენტინოს" გარემარბის პოზიციიდან შეუძლია ნახევარმცველებს დაეხმაროს და ამით გუნდის თამაში დააბალანსოს. თუმცა, პეპე ამჯერად განაცხადს მიღმა დარჩა, რაც იმის მაუწყებელია, რომ ან 4-4-2-ს აირჩევს პრანდელი, ანაც თავიდანვე შეუტევს, თანაც დიდი ძალებით.

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია

ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...