დღის მატჩები და სტატისტიკა
თუ ამ ზაფხულს კევინ დურანტი მაინც გადაწყვეტს "ოკლაჰომას" დატოვებას, დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ რასელ უესტბრუკი, ადრე თუ გვიან, დაამხობს ოსკარ რობერტსონის რეკორდს სამმაგი დუბლების რაოდენობით.

გუშინ, "ოკლაჰომას" გამთამაშებელმა "ჰიუსტონთან" მატჩში 21 ქულა, 15 შედეგიანი პასი და 13 მოხსნა დააგროვა. ეს იყო უესტბრუკის ზედიზედ მესამე და სეზონში მე-15 სამმაგი დუბლი.

გარდა ამისა, ის გახდა მესამე მოთამაშე ბოლო 40 წლის განმავლობაში, ვინც ექვსი სამმაგი დუბლი მიითვალა ერთი კალენდარული თვის განმავლობაში. მანამდე ეს შეძლეს მხოლოდ მაიკლ ჯორდანმა 1989 წლის აპრილში (7) და ლარი ბერდმა 1986 წლის თებერვალში (6).

ამით უესტბრუკის მიღწევები არ მთავრდება. მან კარიერაში მესამედ შეასრულა ზედიზედ სამი ტრიპლ-დაბლი. ასეთი რამ, ისტორიაში მხოლოდ სამ კალათბურთელს გაუკეთებია: მეჯიქ ჯონსონს (ოთხი ასეთი სერია), უილტ ჩემბერლენსა (6) და ოსკარ რობერტსონს (13).

უესტბრუკი ლიდერია ამ სეზონში სამმაგი დუბლების რაოდენობით - ოთხით უსწრებს "გოლდენ სტეიტის" ფორვარდს დრეიმონდ გრინს. ბოლო 27 წლის განმავლობაში, სეზონში მინიმუმ 15 ტრიპლ-დაბლის შესრულება მხოლოდ მეჯიქ ჯონსონმა (17) და მაიკლ ჯორდანმა (15) შეძლეს.

თავისი მიღწევები აქვს "ოკლაჰომას" მეორე ვარსკვლავს კევინ დურანტს. მან "როკეტსის" წინააღმდეგ 23 ქულა დააგროვა და 56-მდე აიყვანა მატჩების სერია, რომელშიც მინიმუმ 20 ქულას აგროვებდა. მისთვის ეს პირადი რეკორდის გამეორებაა. მოქმედ კალათბურთელებს შორის, ანალოგიური მიღწევა აქვს მხოლოდ კობი ბრაიანტს, რომელმაც 2005 წლის სექტემბრიდან 2006 წლის ნოემბრამდე, ზედიზედ 63 მატჩში დააგროვა მინიმუმ 20 ქულა.

აბსოლუტური რეკორდი კი უილტ ჩემბერლენს ეკუთვნის, რომლის სერია 80 მატჩს უდრიდა.

კობი 50 შეუკვეთეს

გუშინ, "მემფისთან" მოგებული მატჩის შემდეგ, "ლეიკერსის" მცველს კობი ბრაიანტს Inside The NBA-ის სტუდიაში ჩართვა ჰქონდა.

ბრაიანტის ყოფილმა თანაგუნდელმა შაკილ ო'ნილმა კალიფორნიელთა მცველს გამოწვევა ესროლა - თხოვა კობის კარიერის ბოლო მატჩში 50 ქულა დააგროვოს.

"კობი, შენს ბოლო მატჩზე დიდი ზეიმი იქნება. ბევრი ჩვენთაგანი იქ ვიქნებით. შეგიძლია ერთ რამეს დაგვპირდე?

მინდა, რომ იმ მატჩში 50 ქულა დააგროვო. შეძლებ? ეს შენი ბოლო მატჩია, ბოლო საშინაო შეხვედრა "სტეიპლში". ჩააგდებ ჩვენთვის 50 ქულას?" - თქვა შაკმა.

ბრაიანტმა უპასუხა, რომ ვერ შეძლებს ამ თხოვნის შესრულებას.

ბრუკლინი-შარლოტი 100:105

14:25, 22:21, 28:21, 36:38

ბ: ლოპესი (29+9 მოხსნა+6 პასი), კილპატრიკი (25), ბოგდანოვიჩი (20), იანგი (10+8 მოხსნა).

შ: ბატუმი (23), ლინი (21), უოკერი (14), კამინსკი (14+7 მოხსნა), ჯეფერსონი (10).

ნიუ ორლეანი-მაიამი 99:113

21:35, 19:24, 33:27, 26:27

ნ-ო: ჰოლიდეი (24+6 პასი), ბებიტი (23), დაგლასი (14+9 მოხსნა), ფრეიზერი (11).

მ: უეიდი (25+7 მოხსნა), უაიტსაიდი (24+14 მოხსნა), დრაგიჩი (21+8 მოხსნა), სტაუდმაიერი (16+9 მოხსნა).

ოკლაჰომა-ჰიუსტონი 111:107

28:27, 27:29, 23:21, 33:30

ო: დურანტი (23+7 მოხსნა), უესტბრუკი (21+13 მოხსნა+15 პასი), უეიტერსი (17), იბაკა (15+8 მოხსნა), კანტერი (10+10 მოხსნა).

ჰ: ჰარდენი (24+7 მოხსნა+16 პასი), ბევერლი (16), ჰოვარდი (16+13 მოხსნა), არიზა (13+8 მოხსნა), ბიზლი (11).

ლეიკერსი-მემფისი 107:100

25:25, 23:22, 33:31, 26:22

ლ: კლარკსონი (22), ბრაიანტი (20), ბასი (18), უილიამსი (13), რენდლი (13+14 მოხსნა), რასელი (11).

მ: ალენი (27), რენდოლფი (16), სტივენსონი (16).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
ჯა მორანტი - გვერდით, ლეგენდებთან?
რეგულარული: ჰარდენი "ხიპიშობს", "დალასმა" "მილუოკის" 18-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა [VIDEO]
NBA. რეგულარული: ჰარდენსა და უესტბრუკს ვერ აჩერებენ [VIDEO]
NBA. რეგულარული: დონჩიჩის მორიგი მიღწევა, მხსნელი ლებრონი და უიღბლო უესტრბუკი [VIDEO]
NBA. რეგულარული: ლოს-ანჯელესში "კლიპერსმა" იმარჯვა, "უორიორსი" "ჰიუსტონს" მოერია [VIDEO]