დღეს უდინეში იტალია-ესპანეთია

დღეს, ჩვენი დროით 23:45 საათზე, მნიშვნელოვანი ამხანაგური მატჩია - განახლებულ "ფრიულიზე" იტალიის ნაკრები ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს მასპინძლობს. ბელგიაში განვითარებული მოვლენების გამო უსაფრთხოების ზომები უდინეშიც გამკაცრებულია.

მატჩში, ანტონიო კონტესა და ვისენტე დელ ბოსკეს დუელის გარდა, სხვა საინტერესო დუელიც შეიძლება ვიხილოთ - მაგალითად, ორი ლეგენდარული მეკარის დაპირისპირება - ჯანლუიჯი ბუფონი იკერ კასილიასის წინააღმდეგ.

ეს მათი მეცხრე დაპირისპირება იქნება საერთაშორისო არენაზე და ესპანელი გაცილებით წინ არის. კასილიასმა მხოლოდ ერთხელ წააგო ბუფონთან დუელი წინა რვა დაპირისპირებაში. ეს 2011 წელს, ბარიში ამხანაგურ შეხვედრაში მოხდა.

მიუხედავად ამისა, ორი ლეგენდიდან უფრო მაღალი განწყობით მატჩს ჯიჯი ხვდება, რადგან მან ახლახან დაამყარა იტალიის რეკორდი "მშრალ სერიაში", ის ისევ უმაღლეს დონეზე თამაშობს და ყველა აქებს. კასილიასი კი... "რეალიდან" წასულს "პორტუშიც" აკრიტიკებენ და ეროვნულ ნაკრებშიც უკვე სარეზერვო მეკარედ ითვლება, დავიდ დე ხეა მართლაც ფანტასტიკურ ფორმაშია.

იკერი, ალბათ, ევრო 2016-ს სათადარიგოთა სკამზე გაატარებს. ეს ბუფონს არ ემუქრება. ის კი არა, ჯიჯი სერიოზულად გეგმავს, რომ საერთაშორისო კარიერას 2018 წლის მუნდიალამდე გააგრძელებს და 40 წლის ასაკში დაიცავს იტალიის ღირსებას რუსეთში გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატზე!

არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ესპანეთის ნაკრების ცენტრალურ მცველებს, ჟერარდ პიკესა და სერხიო რამოსს ერთმანეთი არ უყვართ. იმის გამო, რომ ისინი ერთმანეთისადმი დაპირისპირებულ გუნდებში თამაშობენ, მათ ხშირად გაუცვლიათ არცთუ სასიამოვნო სიტყვები.

ყოველთვის სიფრთხილით ეკიდებოდნენ მათ ტანდემს ამის გამო, მაგრამ ფაქტია, პიკე და რამოსი მოედანზე წყენას ყოველთვის ივიწყებენ და ერთმანეთს ბრწყინვალედ უგებენ. მას მერე, რაც კარლეს პუიოლმა სანაკრებო კარიერა დაასრულა (2012 წელს), პიკესა და რამოსის წყვილი თითქმის შეუცვლელია "ფურია როხაში".

"როცა რამოსი და პიკე მშვიდად არიან, საკუთარი ძალებისა სჯერათ და მოტივირებულნიც არიან, ეს მთელი გუნდისთვის გადამდებია. ეს დუეტი ესპანეთის ნაკრების ხერხემალია, დაცვაში ბრწყინვალე თამაშის და არა მარტო ამის გამო. თუ ისინი ვერ მოქმედებენ გუნდურად, ეს ნაკრებს ძალიან აზარალებს", - განაცხადა დელ ბოსკემ და ამის ყველაზე ნათელი მაგალითი 2014 წლის მუნდიალია, როცა პიკე და რამოსი შორს იყვნენ საუკეთესო ფორმისგან.

ტერორიზმი და "ფურია როხა"

ბუნებრივია, ტერორიზმის თემას ვერ ავცდებით. ამაზე პრესკონფერენციაზე პედრო როდრიგესმა და მიკელ სან ხოსემ ილაპარაკეს.

პედრო: "ჩვენ გვსურს, ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატოთ ტერორიზმის მსხვერპლთა ოჯახებისადმი. ბუნებრივია, როცა ირგვლივ ასეთი რამ ხდება, მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრი არ გამოდის. იმედია, ევრო 2016-ზე ჩვენ კარგად დაცულები ვიქნებით. აუცილებელია, რომ მხოლოდ თამაშზე ვიფიქროთ და არა საფრთხეებზე. იმედია, ევროპის ჩემპიონატზე არ დაიძაბება სიტუაცია, რადგან ეს დიდებული ტურნირია და ის მშვიდობიანად უნდა ჩამთავრდეს".

სან ხოსე: "რაც მოხდა, საშინელებაა. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ ტერორიზმის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, მხოლოდ მომავალ თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი, მაგრამ მოგატყუებთ, თუ ვიტყვით, რომ საფრთხეებზე არ გვიფიქრია. იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ფეხბურთი იბატონებს".

იმედიანი პრეზიდენტი და მადლიერი დებიუტანტი

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანხელ მარია ვილიარი იმედს არ კარგავს, რომ ვისენტე დელ ბოსკე ევროპის ჩემპიონატის შემდეგაც ეროვნულ ნაკრებში დარჩება. არადა, დელ ბოსკემ უკვე ხმამაღლა განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერას ევროპის ჩემპიონატთან ერთად დაასრულებს. ფედერაცია ახალ მწვრთნელს ამ ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე, 18 ივლისს გამოაცხადებს.

ჩვენ უკვე ვწერდით, რომ ნაკრებს იტალიაში არ გაჰყოლია სერხიო ბუსკეტსი. "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხელის თითი მოიტეხა, თუმცა სანაკრებო შტაბში აცხადებენ, რომ ბუსკეტსი ამ ტრავმით გამოცხადდა ეროვნული ნაკრების შეკრებაზე. ასეა თუ ისე, დელ ბოსკემ აღარავინ დაიმატა ბუსკეტსის ნაცვლად. ამან კი სერხი რობერტოს შანსები ერთიორად გაზარდა.

"ბარსელონას" ახალგაზრდა უნივერსალი უდინეში პირველად მოირგებს "როხას" მაისურს და ეს შესაძლოა, პირველივე წუთებიდან მოხდეს.

"ყველა ასაკობრივ ნაკრებში მითამაშია, მაგრამ ეს მაინც ოცნების ახდენაა. დელ ბოსკემ მითხრა, რომ ჩემს ადგილს ნახევარდაცვაში ხედავს, თუმცა იქ ვითამაშებ, სადაც დამავალებს. ის, რომ ახლა ნაკრებში ვარ, 100%-ით ლუის ენრიკეს დამსახურებაა, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ", - განაცხადა სერხი რობერტომ.

"ამხანაგური მატჩები ძალიან კარგია, როგორც გუნდის მდგომარეობის შესაფასებლად, ისე, მომავალ მეტოქეებზე დასაკვირვებლად. ამ ორ ამხანაგურ თამაშში შევეცდები, ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი გამოვცადო. იტალიის ნაკრები სავსეა ძლიერი ფეხბურთელებით, თუმცა მათ აშკარად შეეტყობათ ვერატისა და მარკიზიოს არყოფნა.

იტალიის ნაკრებთან თამაშის დიდებული მოგონება გვაკავშირებს, იმ ფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრებმა თავისი ფორმის პიკს მიაღწია და ითამაშა დიდებულად", - განაცხადა მატჩის წინ ვისენტე დელ ბოსკემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
რატიშვილი რიგაში იკომისრებს
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
"უხერხული პოლიტიკური მცდელობა იყო" - ბუფონმა პირლოზე ისაუბრა
კასილიასმა უარყო, რომ გეია - მას ესპანელ მსახიობთან აქვს რომანი
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ზიდანი მეორე მწვრთნელია, რომელმაც "რეალს" ყველაზე მეტჯერ მოაგებინა
"თუმცა ის მაინც ფენომენალური გახლდათ..." - დელ ბოსკემ რონალდოზე ისაუბრა
"მესი ჯუჯაა ჰორმონებზე და კანალიზაციის ვირთხა, პიკე კი, მეძავის შვილი" - "ბარსას" ყოფილი იურისტის წერილი
რუსული ტოტალიზატორის ელჩობა ძვირად დაუჯდა - იტალიის ნაკრებს პირლოს არ ჩააბარებენ
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო
ტერ-შტეგენი ბრუნდება - "ბარსელონას" ლაზარეთი ნელ-ნელა ცარიელდება
იკერ კასილიასმა ინფარქტის გადატანის შემდეგ პირველად ივარჯიშა
"არსენალს" სერხი რობერტოს დამატება სურს
დელ ბოსკე: არ შეიძლება ჩინეთის იაფფასიან საქონელზე იყო დამოკიდებული
[VIDEO] უნაი სიმონმა და იერემი პინომ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს
ეპოქა დასრულდა - ნეტავ, რას ფიქრობს ბებია სელია ცაში?
სერხიო რამოსმა "სევილია" შეიძინა
დელ ბოსკემ ხავიზე ისაუბრა
კანავარო კასილიასს: შენ ესპანეთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდები, მე კი - "რეალის" მწვრთნელი
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
[PHOTO] ა, კაცი - კუკურელიას დე ლა ფუენტე უკვე ზედ ახატია
ვანდა ნარას ურთიერთობა იკარდის ყოფილ თანაგუნდელთან აქვს, პიკემ ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა - საფეხბურთო ვარსკვლავების პირადი ცხოვრების ამბები [PHOTO]
რამოსი, ინიესტა, მაკგრეგორი და სხვები - ლეგენდარულმა სპორტსმენებმა ილია თოფურია გაამხნევეს
პიკე კასილიასს: რამდენჯერ გამოგიღია ბურთი "კამპ ნოუზე" კარიდან...
უარი საჩუქარზე - იამალმა ჩეჩენი ბლოგერისგან "ბუგატი" არ მიიღო
გარიგება შედგა - სერხიო რამოსმა ლა ლიგის კლუბი იყიდა
"ეს ომია - ფეხბურთელები განებივრებულები არიან" - მოურინიომ კასილიასთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ერთ თვეში სექსი რამდენჯერ გაქვთ?" - პიკემ ამ კითხვას უპასუხა
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
სერხი რობერტო "კომოდან" წამოვიდა და თავისუფალი აგენტია
დელ ბოსკე: "რეალს" "ბაიერნთან" მცირე უპირატესობა აქვს
"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს
სერხი რობერტო "ბარსელონას" დატოვებს
"არგენტინის ნაკრები წარმოადგენდა ამაზრზენი ფენის აგრესიულ ნაწილს" - ესპანელი მწერალი
სერხი რობერტო სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს
"განსაკუთრებული" - პირველ ადგილზე, გვარდიოლა და ფერგიუსონი - მე-3-ზე... 21-ე საუკუნის საუკეთესო 10 მწვრთნელი გამოვლინდა
ცნობილია, ვინ იქნება "ბარსელონას" ახალი კაპიტანი სერხი რობერტოს წასვლის შემდეგ
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
კარიერის დასრულებიდან 2 თვის შემდეგ, შესაძლოა, ჟერარდ პიკე მოედანს დაუბრუნდეს
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
სერხიო რამოსი იამალის გამო მსოფლიო ჩემპიონატის გადატანას მოითხოვს
ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს პირლო ჩაუდგება სათავეში
ბოიან კრკიჩი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
პიკე: ასე ფეხბურთი უფრო საინტერესო გახდება
სარასგან სარასთან - კასილიასს ახალი გულისსწორი ჰყავს
დებიუტი პროფესიონალურ დონეზე - ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან