დიდიე დეშამის თამამი გადაწყვეტილებები
ევროპის 2016 წლის მასპინძელ საფრანგეთს ძალიან სიმპათიური ნაკრები ჰყავს და ბევრის აზრით, "მამლები" ამ საშინაო ტურნირზეც იტყვიან თავიანთ სიტყვას.

დიდიე დეშამს მოსაფიქრებელიც უხვად აქვს და ახლაც რამდენიმე ისეთ ფეხბურთელს არ ან ვერ დაუძახა, რომელთა განცხადში არყოფნაც ბევრ ფანს არ მოსწონს. დღეს, 25 მარტს ფრანგები "ამსტერდამ არენაზე" ჰოლანდიას ხვდებიან, ხოლო 29 მარტს ისინი პარიზში რუსეთს უმასპინძლებენ.

მეკარეები

დიდიე დეშამს ამ პოზიციაზე პრობლემა ნამდვილად არ აქვს. უგო ლორისი ზესაიმედო გოლკიპერია და მეორე ნომრად "მამლებს" გამოცდილი სტივ მანდანდა ჰყავთ. მესამე ნომერი "რენის" ბენუა კოსტელია, რომელსაც იმედი აქვს, რომ ნაკრებში დებიუტი ექნება, მაგრამ ამის დიდი შანსი არ აქვს. ალფონს არეოლა "ვილიარეალში" შესანიშნავ სეზონს ატარებს, მაგრამ ახლა ტრავმირებულია, ხოლო სტეფან რუფიეს ადგილი დეშამმა ვერ დაინახა.

მცველები

დაცვის ხაზი, ძირითადად, გამოცდილი ვეტერანებითაა დაკომპლექტებული, თუმცა აქ ვხვდებით 22 წლის რაფაელ ვარანსაც და მის თანატოლ ლუკა დინსაც. მამადუ სახოც არ არის ასაკოვანი, მხოლოდ 26 წლისაა, მაგრამ უკვე ბევრი აქვს გამოვლილი. დანარჩენებიდან ერთი ლორენ კოშელნია 30-ის, სხვები კი - უფროსები.

საინტერესოა, რომ ნაკრებში მოხვდა "ლიონის" კრისტოფ ჟალე, რომელიც დაცვაში ლიგა 1-ის ერთადერთი წარმომადგენელია. აქვე ვხედავთ ჟერემი მატიოს, რომელსაც "მამლების" მაისურა აქამდე მხოლოდ 4-ჯერ მოურგია. ბაქარი სანია და პატრის ევრა კი ყველაზე გამოცდილები არიან.

ნახევარმცველები

ნ’გოლო კანტე "მამლების" ახალწვეულია. "ლესტერის" შუახაზელი იმდენად დამაჯერებლად გამოიყურება, რომ მას უკვე შეარქვეს "ახალი მაკელელე". თუმცა თავად 24 წლის საყრდენი მის კუმირად ლასანა დიარას ასახელებს, რომელსაც მეორე ახალგაზრდობა დაეწყო და ისიც გამოძახებულია. კანტეს დებიუტის გარდა, ყველა ელოდება დიმიტრი პაიეს თამაშსაც. 28 წლის გამთამაშებელმა ნაკრებში დაბრუნება და ახალი შანსი ნამდვილად დაიმსახურა "ვესტ ჰემში" დიდებული თამაშით.

რასაკვირველია, გამოძახებულნი არიან ბლეზ მატუიდი და პოლ პოგბაც. აქვე ვხვდებით "ნიუკასლის" მუსა სისოკოს. ერთი სიტყვით, ნახევარდაცვაში დიდი კონკურენციაა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ჯოშუა გილავოგის, მაქსიმ გონალონის და ჟოფრუა კონდოგბიასთვის სივრცე, უბრალოდ, აღარ დარჩა. მორგან შნედერლენის ადგილი კანტემ აითვისა. რაც შეეხებათ მატიო ვალბუენასა და ატემ ბენ არფას, მათზე დაკვირვებას დიდი აგრძელებს და ამ ორი კრეატიული ფეხბურთელიდან მინიმუმ ერთს შანსს მისცემს. უნდა ვახსენოთ ფრანკ რიბერიც, რომელსაც იდეაში ნაკრებში დაბრუნება სურს, მაგრამ ახლა დიდია გაბუტული.

თავდამსხმელები

წინა ხაზზე ნაკრებს საფრანგეთის ჩემპიონატიდან წარმომადგენელი არ ჰყავს. ეს იმიტომ, რომ ალექსანდრ ლაკაზეტისა და ნაბილ ფეკირის მოწვევა დეშამმა საჭიროდ აღარ ჩათვალა.

ის, რომ ქარიმ ბენზემა გაურკვეველი ვადითაა დისკვალიფიცირებული, მშვენივრად მოგეხსენებათ და საფრანგეთში ახლა აქტიურად მიდის დავა-კამათი, უნდა დააბრუნონ თუ არა იგი. ფანები ორ ბანაკად იყოფიან, ზოგი ბენზემას სასწრაფოდ დაბრუნებას ითხოვს, ზოგიც - პირიქით.

ცენტრფორვარდის პოზიციაზე დეშამს ოლივიე ჟირუ და მექსიკიდან გამოწვეული ანდრე-პიერ ჟინიაკი ჰყავს. მათ გარდა, ის სამ ახალგაზრდა და მრავალმხრივ შემტევს შორის ირჩევს - მადრიდის "ატლეტიკოს" 25 წლის ანტუან გრიზმანს, "მანჩესტერ იუნაიტედის" 20 წლის ანტონი მარსიალსა და შესაშურ ფორმაში მყოფ 19 წლის კინგსლი კომანს შორის.

დეშამის კომენტარები

კანტეზე

"ის სრულყოფილი ნახევარმცველია. მას კარგად ეხერხება პოზიციის შერჩევა, ართმევაზე თამაში, ბურთის ატანა... ნ’გოლო მრავალმხრივია. თანაც, წარმოიდგინეთ, ინგლისის ჩემპიონატში, სადაც ფეხბურთელებს არანორმალური ენერგია სჭირდებათ, შეტევებში მონაწილეობის მისაღებადაც იცლის და ამასაც კი ახერხებს. კანტე "კაენშიც" არ გახლდათ ცუდი და მე მას მაშინაც ვაკვირდებოდი, მაგრამ ახლა გაცილებით დიდი ეფექტი მოახდინა და უფრო გაიზარდა, უფრო შთამბეჭდავია. იმიტომ, რომ "ლესტერზე" ვსაუბრობთ, რომელიც პრემიერლიგას ლიდერობს".

შნედერლენზე

"ეს არ ნიშნავს, რომ მე მორგანს არ ვენდობი და არ მჯერა მისი, პირიქით, ვიცი, რა შეუძლია. უბრალოდ, ამ ეტაპზე ნ’გოლოს გამოჩენა მნიშვნელოვანია, მას კარგად უნდა დავაკვირდე. ყველაფერი უნდა გავაანალიზო, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებებს მივიღებ".

რატომ არ არის ბენ არფა

"მე რთული გადაწყვეტილებების მიღება მიწევს. ახლა დიმიტრი პაიე რომ არ გამომეძახებინა, ამას რაიმე სხვა მიზეზი უნდა ჰქონოდა და არა მისი თამაშის გამო. დიმიტრი ნაკრებს დაუბრუნდა, რადგან თავის კლუბში დიდებულად გამოიყურება და იმსახურებს, რომ ახლა ისევ ჩვენთან ერთად იყოს. დანარჩენი მოგვიანებით გამოჩნდება".

ვალბუენაზე

"ჩვენ ყველას ვაკვირდებით. ზოგი ტრავმირებულია, ზოგი ახლად მომჯობინებული და ფორმაში არ არის. შესაბამისად, ნაკრებში ამ ეტაპზე ისინი არიან, ვინც სრულ მზადყოფნაშია და უკეთეს ფორმაშია. იმედია, მატიოც შევა ოპტიმალურ ფორმაში".

ბენზემაზე

"ამ თემაზე საუბარი უკვე დამღლელი და მომაბეზრებელია. აქ მე ვიღებ გადაწყვეტილებას და მე ვირჩევ. შესაბამისად, მე ავირჩევ და გადავწყვეტ. ორი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას - ფედერაციის პრეზიდენტი და მე".

რიბერიზე

"მიხარია, რომ ფრანკი ისევ იღიმის და თამაშით სიამოვნების მიღებას აგრძელებს. ჟინი არასდროს აკლდა და ხალისიც დაუბრუნდა. მან ზედიზედ ითამაშა და "იუვენტუსთან" კარგი იყო. ვხედავ, რომ მისმა სიტყვებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია, მაგრამ მეორე მხრიდანაც შევხედოთ სიტუაციას და რეალობას თვალი გავუსწოროთ - მისი სეზონი "ბაიერნში" მძიმე გამოდის, დიდი სათამაშო დრო არ ჰქონია... ამიტომ მოვლენებს წინ ნუ გავასწრებთ და ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, საუკეთესო შემადგენლობა მოვიხმე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

666
arabul zanguri (kaigagebit)nakrebia..erti tu ori csli prangiyavt da chempionatisdroc egenic agareyoleba...amatmaro warmishobisdamixedvit itamashon maroko an aljiri minimum otxeulshi sheva msoplioze...saprzngeti ubrslod teritoriulad hsvia ukvr elebia
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
ადვოკატი - ბენზემაზე: ნუთუ ის ერთადერთია, რომელიც 1795 წელს დაწერილ სიმღერას ("მარსელიეზას") არ მღერის?
ბენზემამ "რეალი" დატოვა და საუდის არაბეთში გაემგზავრება
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
"რეალმა" ბენზემას კონტრაქტი უკანასკნელად გაუგრძელა
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ
39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
"ჩელსიმ" ბენზემას დამატება არ მოისურვა
ბენზემა ზღაპრული შეთავაზების სანაცვლოდ საუდის არაბეთში გადაბარგებას აპირებს
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
დეშამი: ბევრი მბაპეს დიქტატორად მიიჩნევს
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
საფრანგეთში ბენზემასთვის მოქალაქეობის და "ოქროს ბურთის" ჩამორთმევა მოითხოვეს
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს