"სკუადრა აძურას", ალბათ, ფაბიო კაპელო გაწვრთნის
ესპანეთთან მატჩის წინ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ჟურნალისტებს შეხვდა და აქტუალურ თემებზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. მატჩი გუშინ გაიმართა და მას აღარ შევეხებით, თუმცა კონტემ სხვა არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

რატომ მივდივარ ნაკრებიდან?

იტალიის ნაკრებში მუშაობა უდიდესი პატივია და არასდროს მინანია, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. იყო ქვეყნის მთავარი გუნდის მესაჭე, ეს ნებისმიერი მწვრთნელის ოცნებაა და გამონაკლისი არც მე ვარ.

თუმცა, იყო გარკვეული ფაქტორები, რის გამოც ნაკრებს ვტოვებ და ამაზეც გულახდილად ვისაუბრებ.

როდესაც ფედერკალჩოს წინადადებას დავთანხმდი, შემპირდნენ, რომ ბევრი სამუშაო მექნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ გარდა მატჩებისა, გვექნებოდა ორი სანაკრებო შეკრება და ისიც მითხრეს, რომ ამისთვის სერია A-ს კლუბები მზად იყვნენ. რეალობა სხვაგვარი გამოდგა და სიმართლე გითხრათ, დროის დიდი ნაწილი უსაქმოდ გავატარე. ეს არის რეალობა, რომელთანაც გამიჭირდა შეგუება და საბოლოოდ, წასვლის გადაწყვეტილება მივიღე.

თუმცა, ჯერ "სკუადრა აძურას" მწვრთნელი ვარ, წინ უაღრესად მნიშვნელოვანი ტურნირი გველოდება და არავინ იფიქროს, რომ ჩემი გადაწყვეტილება გუნდზე ცუდად იმოქმედებს. ჩვენ ერთ მუშტად შეკრული გუნდი გვყავს, რომელიც პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული.

ვგრძნობთ, რომ ჩვენ უკან იტალიაა

გულშემატკივართა მხარდაჭერა ფეხბურთელებისთვის უმნიშვნელოვანესია და იმედი მაქვს, საფრანგეთში ქომაგობა არ მოგვაკლდება. ვგრძნობ, რომ ჩვენ უკან იტალიაა და ეს განცდა ევროპის ჩემპიონატზე ასჯერ უფრო გამძაფრდება. უდიდესი პასუხისმგებლობა მაკისრია, ეს კარგად მაქვს გააზრებული და რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ.

რა შანსები გვაქვს ევროპის ჩემპიონატზე? - იტალია ყოფილა დიდი საფეხბურთო ფორუმების ფავორიტი, მაგრამ ვერაფრისთვის მიუღწევია და ყოფილა შემთხვევები, როდესაც მოლოდინი დაბალი იყო, შედეგი კი ტრიუმფალური. შეგვიძლია, რომ უმაღლესი მიზნისთვის ვიბრძოლოთ და თავს ნამდვილად არ დავზოგავთ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

შემადგენლობა

წინ ორი თამაში გვაქვს, რამაც მომცა საშუალება, რომ 28 ფეხბურთელი გამომეძახებინა. ამ დროისთვის, გამოკვეთილია 13-14 ფეხბურთელი, რომელთა წაყვანას ევროპის ჩემპიონატზე ვგეგმავ, დანარჩენი კი გამოჩნდება. ჩვენი შემადგენლობა უნდა იყოს კარგად დაბალანსებული, რგოლები კი თანაბრად ძლიერი. ძიების პროცესი გრძელდება, ყველაფერი კი მაისის ბოლოს გადაწყდება.

ჯუზეპე როსიმ უნდა დაამტკიცოს, რომ ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის ღირსია, ამისთვის კი გოლების რეგულარულად გატანაა საჭირო. ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ უპირატესობა იმ ფეხბურთელებს მიანიჭებათ, რომლებმაც შესარჩევ ეტაპზე ითამაშეს, მაგრამ თუ რომელიმე ფეხბურთელი კარგად ათამაშდა და სანაკრებო დონე დააკმაყოფილა, მისთვის კარი ყოველთვის ღია იქნება.

ბევრს საუბრობენ დანიელე დე როსიზე, რომელიც ასევე რჩება თვალთახედვის არეში და თუ მაისში ოპტიმალურ ფორმაში იქნება, ისიც მოხვდება სიაში. იგივე შემიძლია ვთქვა ანდრეა პირლოზე, რომელიც შორს არის, თუმცა მასაც ვადევნებთ თვალს.

ახალი ფავორიტი: კაპელო

მიუხედავად იმისა, რომ წინ ევროპის ჩემპიონატია, აქტიურად მიმდინარეობს ანტონიო კონტეს შემცვლელის ძიების პროცესი. როგორც "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, ახალი ფავორიტი ფაბიო კაპელოა, რომელიც ბოლოს რუსეთის ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა, დღეს კი სრულიად თავისუფალია.

ბოლო ხანს, აქტიურად მუსირებდა სხვადასხვა კანდიდატის გვარები, მათ შორის: რობერტო დონადონი, ვალტერ მაძარი, ალბერტო ძაკერონი, ჯამპიერო ვენტურა, ჯამპიერო გასპერინი და ა.შ.

თუ ავტორიტეტულ გამოცემას ვენდობით, ფედერკალჩოს მესვეურები მაინც სარისკოდ მიიჩნევენ ისეთი მწვრთნელის დანიშვნას, რომელსაც სხვადასხვა კლუბში მეტ-ნაკლები წარმატებით უმუშავია, მაგრამ დიდი გამარჯვებებისთვის არასდროს მიუღწევია.

სწორედ ამიტომ გამოიკვეთა ახალი ფავორიტი - ფაბიო კაპელო, რომელიც უკვე 69 წლისაა. თითქოს სამწვრთნელო კარიერის საუკეთესო წლები უკან მოიტოვა, მაგრამ მაინც კაპელოა და ზურგს უდიდესი გამოცდილება, წარმატებები და ტიტულები უმაგრებს. საგულისხმოა, რომ კაპელოს თანაშემწედ ფაბიო კანავაროს მოიაზრებენ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გამოთქვა ეროვნულ ნაკრებში მუშაობის სურვილი და შემდეგი განაცხადა:

"იტალიის ნაკრებში მუშაობა დიდი გამოწვევაა, რომელსაც სიამოვნებით მივიღებდი და ვნახოთ, მომეცემა თუ არა ამის შესაძლებლობა. ვფიქრობ, უკვე მაქვს იმდენი გამოცდილება, რომ საპასუხისმგებლო საქმეს მოვეკიდო. წავიკითხე, რომ შესაძლოა ფაბიო კაპელოს ან მარჩელო ლიპის ასისტენტობა შემომთავაზონ. უდიდეს მწვრთნელებთან თანამშრომლობა მხოლოდ პატივია ჩემთვის, თუმცა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
"როდესაც "მილანში" მუშაობ, ტიტულისთვის უნდა იბრძოლო" - ამორიმმა "როსონერის" ფანები დააიმედა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
"როდესაც "მილანში" მუშაობ, ტიტულისთვის უნდა იბრძოლო" - ამორიმმა "როსონერის" ფანები დააიმედა
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
ფილიპ კოსტიჩი კარიერას ერედივიონში განაგრძობს
კვლავ სერია A-ში - დანიელ მალდინი "კალიარის" ღირსებას დაიცავს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
სარეკორდო შენაძენი - ტრაფორდი პრემიერ ლიგის მორიგ გუნდში გადავიდა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
ქართველებისთვის ნაცნობ ვან'ტ სხიპს ყაზახეთის ნაკრები ჩააბარეს
პსჟ საფრანგეთის ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს
მიქაუტაძის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლა უფრო რეალური ხდება - რაზე ესაუბრა ქართველი კატალონიელთა მთავარ მწვრთნელს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
[VIDEO] "მე ასე გეუბნები!" - დე ლაურენტისისა და კონტეს გიჟური პრესკონფერენცია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
კაპელო: კრიშტიანოს არ აქვს მესის, მარადონას და რონალდოს გენია
კაპელო: "ატალანტას" გაუმართლა, რომ მხოლოდ ექვსი გოლი გაუშვა
რუსული ტოტალიზატორის ელჩობა ძვირად დაუჯდა - იტალიის ნაკრებს პირლოს არ ჩააბარებენ
ვინ შეცვლის ალეგრის "მილანში" - 2 კანდიდატი უკვე დასახელდა
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
"დღევანდელი მსაჯობა მაფიაა" - კაპელოს მკაცრი კრიტიკა და შესაძლო გამოსავალი
"არ დაგვავიწყდეს, რომ სპალეტის გუნდი გადმოიბარა, რომელსაც..." - კაპელო გატუზოს გაშვების წინააღმდეგია
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
"ნაპოლიში" ასეთი არ ყოფილა" - კაპელომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს პირლო ჩაუდგება სათავეში
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს