როი ჰოჯსონს არჩევანი დიდი აქვს
ევრო 2016-ის შესარჩევ ეტაპზე ინგლისმა ყველა მატჩი მოიგო და თანაც, ძალიან შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. "ლომები" არც ამხანაგურ თამაშებში გამოიყურებოდნენ ცუდად და როი ჰოჯსონის ამ ფორმაციის ნაკრებს ფანები იმედით უყურებენ. ინგლისელებს ხვალ "ოლიმპიაშტადიონზე" გერმანიასთან აქვთ სპარინგი, 29 მარტს კი "უემბლიზე" ჰოლანდიას დაუხვდებიან.

მეკარეები

ინგლისის ნაკრების პირველმა მეკარე ჯო ჰარტმა მანჩესტერულ დერბიში ტრავმა მიიღო, რომელიც არც ისე მსუბუქი გამოდგა. ყოველ შემთხვევაში, როი ჰოჯსონი უახლოესი ორი სანაკრებო ამხანაგურისთვის მას ვეღარ გამოიყენებს. "სიტის" გოლკიპერის ნაცვლად როი ჰოჯსონმა ნაკრებში ტომ ჰიტონი დააბრუნა. შესაბამისად, "ბარნლის" კარის დარაჯი ისევ ერთადერთი ქვედალიგელია განაცხადში.

თავის მხრივ, ეს შანსია ჯეკ ბატლენდისთვის, რომელიც მეორე ნომრად მოიაზრებოდა, მაგრამ "სტოკის" მეკარეს ბოლო თვეებში კონკურენტად არ ჰყავდა "საუთჰემპტონის" ფრეიზერ ფორსტერი, რომელიც მომჯობინდა და ერთი კარგი სერიის გამოცხობაც მოასწრო. ასე რომ, საინტერესოა, როგორ გაანაწილებს მათ შორის სათამაშო დროს მისტერ როი.

ტრავმა მოიშუშა ბენ ფოსტერმაც, მაგრამ არც მისი და არც რობერტ გრინის ადგილი ნაკრებში ამ ეტაპზე აღარ არის.

მცველები

ძალიან საინტერესოა, რომ ნაკრებში მოხვდნენ "ტოტენჰემის" ფლანგის მცველები, როგორც კაილ უოკერი, ასევე დენი როუზი. ეს უკანასკნელი თავის შანსებს სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ "ტოტენჰემის" კარგმა სეზონმა და პირადად მისმა მშვენიერმა თამაშმა უკვალოდ არ ჩაიარა. ერთი ესაა, რაიან ბერტრანის სახით სერიოზული კონკურენტი ჰყავს. კაილ უოკერს კი ნათანიელ კლაინთან მოუწევს ჭიდილი. ლუკ შოუ ტრავმირებულია, კირან გიბსი კი ჰოჯსონს აღარ გახსენებია.

ტრავმაა ფილ ჯონსის არყოფნის მიზეზიც. სამაგიეროდ, "მანჩესტერიდან" კრის სმოლინგია, რომლის პროგრესიც აშკარაა. დაცვის ცენტრში ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან ევერტონელები - გამოცდილი ფილ ჯაგიელკა და ახალგაზრდა ჯონ სტოუნსი. სტოუნსი და ჯაგიელკა იდეალურ ფორმაში არ არიან. არც ნაკრების ვიცე-კაპიტანი გარი კეჰილი გამოგვრჩეს, "ჩელსის" ფეხბურთელიც პოსტზეა.

ნახევარმცველები

მანჩესტერულ დერბიში რაჰიმ სტერლინგიც დაშავდა და სამწუხაროდ, სერიოზულად. ექიმებმა მას 6-8-კვირიანი უქმობა გამოუწერეს. ასე რომ, ამხანაგური მატჩები კი არა, ახლა სტერლინგს საფიქრალი ის აქვს, რა კონდიციაში შეხვდება ის ევრო 2016-ს და რა თვალით შეხედავს მას ჰოჯსონი.

რასაკვირველია, მთავარი თემა დენი დრინკვოტერის განაცხადში გამოჩენაა. ვინ იფიქრებდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ დაწუნებულ, ყველასგან ჩამოწერილ და ქვედალიგებმოვლილ ნახევარმცველს 26 წლის ასაკში ინგლისის ნაკრებში ვიხილავდით. თუმცა "ლესტერმა" ეს შესაძლებელი გახადა.

"მელიებისგან" განსხვავებით, ისევ მძიმე და არცთუ შთამბეჭდავი სეზონი აქვს "ლივერპულს", მაგრამ მერსისაიდულმა კლუბმა ნაკრებში მაინც მთელი ბატალიონი გადასხა. აგერ, ნახევარდაცვაში სამ ლივერპულელს ვხედავთ - ადამ ლალანას, ჯორდან ჰენდერსონსა და ჯეიმს მილნერს.

ორი ახალგაზრდა წარმომადგენელი ჰყავს "ტოტენჰემს" - დელე ალი და ერიკ დაიერი. თავის დროზე, ინგლისურ საფეხბურთო სამყაროში დელე ალისავით შემოჭრილი როს ბარკლი ცუდ სეზონს არ ატარებს და ისიც ჰოჯსონის ერთ-ერთი ფავორიტია, ფანებისაც.

ჯეკ უილშირს, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენსა და ფაბიან დელფს, სტერლინგისა არ იყოს, ტრავმები აქვთ. ჯონჯო შელვის არეული პერიოდი დაუდგა. მანჩესტერელების, მაიკლ კერიკისა და ჯესი ლინგარდის მოწვევა ჰოჯსონმა ახლა საჭიროდ აღარ ჩათვალა.

თავდასხმა

წინა ხაზზე ჰოჯსონის საქმე კიდევ უფრო რთულადაა. იმიტომ კი არა, რომ ფეხბურთელები არ ჰყავს, პირიქით... ძალიან ბევრი ჰყავს. ეს, ერთი მხრივ, კარგია და მეორე მხრივ... ინგლისის ნაკრების თავკაცმა ძალიან კარგად უნდა იფიქროს და არჩევანი ყურადღებით გააკეთოს, თორემ იქაური პრესისა და ფანების ამბავი კარგად იცით. ერთი არასწორი ნაბიჯი და...

ჩარლი ოსტინი და დენი ინგსი ტრავმირებულნი არიან და ისედაც ვიღას ახსოვს ისინი. დაშავებულია კაპიტანი უეინ რუნიც, რომელიც აუცილებლად დაიბრუნებს ნაკრებში ადგილს. აი, რას მოუხერხებს დანარჩენებს, ეს მხოლოდ როი ჰოჯსონმა იცისო, ვიტყოდით, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ, რომ მანაც არ იცის...

ჯეიმი ვარდი ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა და შეიძლება ნაკრების იღბლიან თილისმად იქცეს. ჰარი კეინი სტაბილურად გატანას აგრძელებს და აგერ, ვარდისაც გადაასწრო ბომბარდირთა დავაში. კეინმა უკვე მოახერხა 8 სანაკრებო შეხვედრის ჩატარება და 3 გოლის გატანა. თავიანთი ფანები ჰყავთ დენი უელბეკსა და დანიელ სტარიჯს. თავისი სიტყვის თქმა სურს თეო უოლკოტსაც... მოდი და, აირჩიე.

ჰოჯსონის კომენტარები

პოტენციალი

"ჩვენ მართლაც დიდი პოტენციალი გვაქვს, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ შთამბეჭდავად ჩატარებულმა მატჩებმა გამოაჩინა. იმედია, ამას უახლოეს ორ შეხვედრაშიც დავინახავთ. ასევე ამ ორ მატჩში მე უნდა გამიქარწყლდეს ყველა ეჭვი და კითხვის ნიშანი, რომელიც რამდენიმე პოზიციაზე და რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით არსებობს".

კლუბებთან ურთიერთობაზე

"მოთამაშეებს, რომლებსაც დიდი ფეხბურთელობა სურთ, ასეთ დატვირთვებთან გამკლავება უნდა შეეძლოთ. ჩვენ არც ის პრობლემა გვაქვს, რომ რომელიმე გუნდს არ სურდეს გამორჩეული ფეხბურთელების ნაკრებში გამოშვება".

უილშირსა და ოქსლეიდ-ჩემბერლენზე

"მე ფეხბურთელებზე ხშირად მწვრთნელებს ვესაუბრები მსგავს საკითხებზე. შესაბამისად, არსენ ვენგერს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ უილშირის სარეაბილიტაციო პერიოდი მშვენივრად მიდის და ჯეკი მალე უნდა დაბრუნდეს. წესითა და რიგით, აპრილში უნდა დაბრუნდეს ალექსიც და მას ექნება დრო, რომ შთაბეჭდილება მოახდინოს და ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების შანსი დაიტოვოს".

ძლიერ წინა ხაზზე

"ფურცელზე ყველაფერი მართლაც იდეალურად ჩანს, თუმცა ეს სულ სხვაა და ის სულ სხვა, რაც ხდება მას მერე, როდესაც მინდორზე გადიხარ და მატჩი იწყება. გერმანიასთან და ჰოლანდიასთან მომავალი შეხვედრები ჩვენთვის სერიოზული ტესტია. ჩვენ უამრავი ვარიანტი გვაქვს, დაახლოებით 6 თავდამსხმელი გვყავს და არაერთი სხვადასხვა ხერხითა თუ სტილით შეგვიძლია თამაში".

უელბეკის დაბრუნებაზე

"ის მშვენივრად გამოიყურება, მხნედ. დენი ძალიან შემართულია. ვენგერი ძალიან ბედნიერი იმით, რომ ის დაბრუნდა და ასე ათამაშდა. იმედი დავიტოვოთ, რომ ასევე გააგრძელებს".

სტარიჯზე

"ძალიან მაინტერესებს, ახლოდან კარგად ვნახო, როგორ არის დანიელი, როგორ ფორმაშია. მას ბოლო დროს ბევრი ტრავმა ჰქონდა და რეაბილიტაცია სჭირდება. მისდამი განსხვავებული რეჟიმი არ იქნება, სხვებთან ერთად ჩვეულებრივად ივარჯიშებს. ვიმედოვნებ, ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა".

დრინკვოტერზე

"დენი დრინკვოტერს ფანტასტიკური სეზონი აქვს იმ კლუბში, რომელსაც ასევე ფანტასტიკური სეზონი აქვს. ის აქ ყოფნას იმსახურებს".

შემადგენლობაზე

"ყველასთვის ძნელია საკუთარი ადგილის მოპოვება და დამკვიდრება ნაკრებში, თუმცა ყველას აქვს შანსი და დანარჩენი მათზეა დამოკიდებული. ჩვენ საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს, კარი კი ყველასთვის ღიაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

levan
ინგლისის ნაკრების და ზოგადად ინგლისური ფეხბურთის პრობლემა ყოველთვის იყო ძალების და შესაძლებლობების არარეალურად აღქმა, რასაც ინგლისური პრესა განსაკუთრებით უწყობდა და უწყობს ხელს. ყოველთვის გადამეტებუალდ აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს , არ შეიძლება სტერლინგს, სტარიჯს, უოკოტს და ასე შემდეგ ვარსკვლავები უწოდო და მათგან მინიმუმ მსოფლიო და ევროპის ფინალში თამაში მოითხოვო. ეს უარყოფითად მოქმედებს ინგლისურ ფეხბურთზე და ვეღარ ვითარდებიან. იტალიაში და გერმანიაში პრიიქითაა, სანამ მართლა რამე ღირებულს არ მიაღწევს ზედმეტად არასოდეს აქებენ ფეხბურთელს
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
"უოტფორდმა" საშველად 74 წლის მწვრთნელს უხმო
ვისენტე გუაიტა "კრისტალ პალასში" გადავიდა
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ჟოზე მოურინიო: ბოლომდე მჯეროდა გამარჯვების
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
TNT Sports-მა "ოქროს ბურთის" მთავარ პრეტენდენტად კეინი დაასახელა - კვარაცხელია მეოთხეა
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
როი ჰოჯსონი: მეოთხე გოლის ჩათვლა არ შეიძლებოდა, რადგან იქ აშკარად ხელით თამაში იყო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
Footballer HQ: "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ხვიჩა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება
მოულოდნელი დაბრუნება - 78 წლის ასაკში როი ჰოჯსონმა ინგლისური გუნდი ჩაიბარა
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
"მბაპე თუ იამალი? მე თავშეკავებულ ადამიანს ვირჩევ" - რუმენიგემ "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
რობერტო კარლოსი: ამ მწვრთნელმა ბოლო მომიღო, ფეხბურთის არაფერი ესმოდა
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა