თარგამაძე მოედანს შეიძლება ორ თვეში დაუბრუნდეს
უკრაინის I ლიგის "გორნიაკის" მცველი არტემ ტერეხოვი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელმაც 15 მარტს "ოლექსანდრიასთან" ტესტ-მატჩში დავით თარგამაძეს ფეხი მოსტეხა.

მაშინ ქართველ ფეხბურთელს სასწრაფოდ გაუკეთეს ოპერაცია ქალაქის კლინიკაში, ხოლო მეორე დღეს კიევში გადაიყვანეს.

ტერეხოვმა საჯაროდ მოუხადა ბოდიში თარგამაძეს ტრავმის მიყენებისთვის:

"ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. მინდა თარგამაძეს ბოდიში მოვუხადო. მე ვარ დამნაშავე, დავით, შენ რომ მძიმე ტრავმა მიიღე, მაგრამ მინდა იცოდე, რომ ეს განგებ არ გამიკეთებია. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ", - განაცხადა ტერეხოვმა.

კრივოიროგელთა კლუბის ოფიციალური საიტის მეშვეობით ტერეხოვმა შემდეგი დაამატა: "ეს ამბავი ჩემთვის ორმაგად დასანანია, რადგან დავითს კარგად ვიცნობ, "ილიჩევეცში" ერთად ვთამაშობდით და მას მერეც კარგი ურთიერთობა გვქონდა.

შენ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი ხარ, დავით. დარწმუნებული ვარ, რომ კარიერაში ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გაქვს. კიდევ ბევრჯერ დაწყვეტ გულს მეტოქე გუნდის მეკარეებს და გაახარებ ფანებს. გამაგრდი, მე შენთვის ვლოცულობ".

"ოლექსანდრიას" თავკაცი ვლადიმირ შარანი იმედს არ კარგავს, რომ თარგამაძე 2 თვეში ჩადგება მწყობრში.

"დავითი კიევში მკურნალობს. მისმა ოპერაციამ კარგად ჩაიარა. იმედი გვაქვს, რომ ორ თვეში მწყობრში იქნება. დამეთანხმებით, ასეთი რამის ნახვა ამხანაგურ შეხვედრაში ძალიან საშიშია. ჩვენ ყველანი შოკირებულები ვართ", - განაცხადა შარანმა სატელევიზიო ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ თარგამაძე დონეცკის "შახტარის" საკუთრებაა და "ოლექსანდრიაში" იჯარით თამაშობს.

Georgiano
აი ძმაო კაი კაცი. დავით გამოჯანმრთელება!
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ჯაბა ლიპარტია "არსენალში" ჩაირიცხა
ვლადიმირ შარანი: იმედი მაქვს, დავით თარგამაძე შემდეგ სეზონშიც ჩვენთან იქნება
ქართველი თავისუფალი აგენტები და ჩემპიონატები სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა
დავით თარგამაძე "ოლეკსანდრიას" ფანებმა 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?
"რუსეთი ევრო 2020-ზე ყველაზე სასიამოვნო იმედგაცრუებაა" - აცხადებს უკრაინელი მწვრთნელი
დავით თარგამაძე "ოლექსანდრიაში" აღარ დარჩება
საქართველოს თასი. 1/16-ფინალი: კაცნაკლულმა "სამტრედიამ" "დილას" სძლია, შენგელიამ "დინამოში" პოკერი გაიფორმა
"ოლეკსანდრიას" მწვრთნელი ჭანტურიშვილზე: პოტენციალი აქვს, მაგრამ ფიზიკურად...
დავით თარგამაძე ბოლნისის "სიონის" ფეხბურთელი გახდა
დავით თარგამაძეს მოტეხილ ფეხზე დამატებითი გამოკვლევა სჭირდება
შესაძლოა, დავით თარგამაძე უკრაინის პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"ოლეკსანდრიას" მწვრთნელი: თარგამაძის თამაშით მაინც კმაყოფილი ვარ
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
დავით თარგამაძის "ოლექსანდრია" შეკრებას თურქეთში გაივლის
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს