ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

აშშ-ინგლისის ჯახი, ანუ სერ ალექს გველი უბეში

აშშ-ინგლისის ჯახი, ანუ სერ ალექს გველი უბეში

12 ივნისს, ინგლისის ნაკრები აშშ-ის ეროვნულ გუნდს ხვდება. და როგორ ფიქრობთ, ვინ ამზადებდა ამერიკელების თავკაცს ბობ ბრედლის ამ შეხვედრისთვის? როგორც თავად ამერიკელი ამბობს, ბევრი ადამიანი და მათ სორის "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი ალექს ფერგიუსონი

12 ივნისს, ინგლისის ნაკრები აშშ-ის ეროვნულ გუნდს ხვდება. და როგორ ფიქრობთ, ვინ ამზადებდა ამერიკელების თავკაცს ბობ ბრედლის ამ შეხვედრისთვის? როგორც თავად ამერიკელი ამბობს, ბევრი ადამიანი და მათ სორის "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი ალექს ფერგიუსონი. ბრედლი რამდენჯერმე გახლდათ ინგლისში, სადაც ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე მანჩესტერელთა ვარჯიშს დაესწრო და სერ ალექსისგანაც ბევრი სასარგებლო რჩევა მიიღო. ამერიკელთა თავკაცი ამბობს, რომ სწორედ ფერგიუსონისეული მოდელის მიხედვით შექმნა მან თავისი გუნდის სტრუქტურა. ამ სტრუქტურის მთავარი ელემენტი კი რეალიზმია. აუცილებელი პირობაა მწვრთნელი და მასთან ერთად გუნდიც ორი ფეხით მიწაზე იდგნენ.

ამერიკელთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, სისხლით ალბანელმა სუნილ გულათიმ მოახლოვებულ შეხვედრას ამერიკული ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი მატჩი უწოდა. ამ შეხვედრაში გამარჯვება კი აშშ-ის ნაკრებისტვის ზღაპრული შედეგი იქნება. ჯერ ერთი ის ქვეყანაში ფეხბურთის შემდგომ პოპულარიზაციას შეუწყობდა ხელს და მეორეც, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის მოპოვების საქმეში დამატებით როლს ითამაშებდა.

ბერდსლიმ კი დასძინა, რომ მას "ევერტონის" მწვრთნელმა დევიდ მოიესმაც დიდად შეუწყო ხელი. მოგეხსენებათ, ფერგიუსონის მსგავსად მოიესიც შოტლანდიელია, მაგრამ, მოდი, ნუ იფიქრებთ, რომ ინგლისელთა წინააღმდეგ სქოთების აჯანყებასთან გვაქვს საქმე. ეს რომ ასე არ არის იქიდანაც ჩანს, რომ თავის დროზე ბერდსლის თვით ინგლისელთა იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო უხსნიდა რაღაც-რაღაცებს. თუმცა, ეს დიდი ხნის წინათ იყო, როდესაც კაპელო ჯერ კიდევ "მილანს" რდგა სათავეში.

"რამდენჯერმე მომეცა "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარჯიშზე დასწრების შესანიშნავი საშუალება, - უთხრა ბრედლიმ ჟურნალისტებს, - მე ახლოდან გავეცანი ამ გუნდის ვარჯიშსა და თამაშს, მქონდა სერ ალექსთან ურთიერთობის საუცხოო შესაძლებლობა. საოცარია, როდესაც ხედავ, რომ უკლებლივ ყველაფერს, რაც კლუბში ხდება, ფერგიუსონი პირადად აკონტროლებს და აგვარებს. საერთოდაც, კარიერის განმავლობაში ბევრი დიდებული ადამიანი შემხვდა. ესენი იყვნენ მწვრთნელები, რომლებიც სიტყვას ფასს არ ადებდნენ. როდესაც მათთან ურთიერთობა მქონდა, ისინი გახსნილები იყვნენ. ამ ხალხმა ყველაფერი იცის ამერიკაში ფეხბურთის მდგომარეობის შესახებ. ბედნიერი ვარ მათ კლუბებში მისვლის და გამოცდილების გამდიდრების საშუალება რომ მომეცა. ამ ადამიანებთან ურთიერთობამ მე მაჩვენა, რომ წარმატების მიღწევის სხვადასხვა გზა არსებობს. როდესაც პრემიერლიგის მწვრთნელებთან ხარ და მათ მუშაობას აკვირდები, ხვდები, რომ ყოველგვარი თეორიული გაკვეთილი, როგორ უნდა იმუშაოს მწვრთნელმა გუნდთან სრულიად ზედმეტია. გასაოცარია, როდესაც სასადილოში შედიხარ და შემოდიან რაიან გიგზი, პოლ სქოულზი და მათთან ერთად ახალგაზრდა მოთამაშეები. გასაოცარია რა ენერგიის ადამიანია სერ ალექსი. ის რომ გელაპარაკება, საკუთარი მსფლმხედველობის ჩამოყალიბება გიადვილდება. ერთხელ იცით რა მკითხა? პრესტონის უნივერსიტეტი, სადაც გუნდს ვწვრთნიდი, შოტლანდიელის დაარსებული თუ არისო. გამაოცა სერ ალექსის წიგნების თაროების დათვალიერებამ. იქ ამერიკის ბევრი პრეზიდენტის წიგნი დავინახე".

ამერიკელთა ვარსკვლავმა, "ევერტონში" ნათამაშევმა ლანდონ დონოვანმა კი მოურიდებლად მიანიშნა შოტლანდიელებისა და ინგლისელების დაპირისპირებაზე და თქვა, რომ მისი ყოფილი თავკაცი შოტლანდიელია და ამიტომ ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ, ამერიკელებისკენ იქნება.

ილია ბაბუნაშვილი

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა