ურუგვაიმ ბრაზილიასთან ქულა გადაარჩინა
სამხრეთ ამერიკაში მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. ტურში ორი ცენტრალური შეხვედრა იყო, თუმცა სხვა მატჩებიც დაძაბულად წარიმართა. საკმარისია, აღინიშნოს, რომ ხუთიდან სამ შემთხვევაში მატჩების ბედი ბოლო წუთზე გაირკვა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში ოთხი საუკეთესო ნაკრები გაემგზავრება, ხოლო მეხუთეს გადათამაშება ელის. საოცარია, მაგრამ ეკვადორის ნაკრებმა მხოლოდ მეხუთე ტურში დაკარგა ქულები და ახლა ტურნირზე ერთი უდანაკარგო გუნდიც აღარ დარჩა.

ტურის მთავარი დაპირისპირება რესიფეში გაიმართა, სადაც 45 ათასამდე მაყურებელმა ჯერ გაიხარა, შემდეგ კი გული დაწყდა. ბრაზილიელებმა პირველივე წუთზე გაუტანეს ურუგვაელებს. ეს ვილიანის პასით დუგლას კოშტამ მოახერხა ახლო მანძილიდან, შემდეგ კი რენატო აუგუსტომ ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე თავისი მეორე გოლი გაიტანა. მაგრამ ურუგვაელებიც არ დარჩნენ ვალში - ედინსონ კავანიმ პირველივე ტაიმში გაქვითა, მეორის დასაწყისში კი ლუის სუარესმა დაადუმა რესიფეს სტადიონი - 2:2.

სუარესმა პირობა შეასრულა და გოლი თავის ფიზიოთერაპევტს უძღვნა, რომლის წყალობითაც მან 2014 წლის მუნდიალი არ გამოტოვა. ვალტერ ფერეირა ახლახან გარდაიცვალა მძიმე დაავადების შემდეგ.

სხვათა შორის, შესვენებისას გამეორებაზე გამოჩნდა, რომ "ბარსელონაში" თანაგუნდელები და მეგობრები - სუარესი და ნეიმარი რაღაცაზე სერიოზულად კამათობდნენ. მატჩის შემდეგ სუარესმა იხუმრა, ჩვენ ვკამათობდით იმაზე, თუ ვინ გადაიხდიდა ჰამბურგერების თანხას, თუ მატჩი ფრედ დასრულდებოდა. როგორც ჩანს, თანხა უნდა გავიყოთო.

ნეიმარმა ამ შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო და მომდევნო მატჩს პარაგვაის ნაკრების წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. ეს ამბავი ნამდვილად არ დაწყვეტდა გულს "ბარსელონას" ხელმძღვანელობას.

დუნგა (ბრაზილია): "კარგად დავიწყეთ პირველი ტაიმი, კარგად ვიყენებდით თავისუფალ სივრცეს. მეორე ტაიმში უფრო სტატიკურები ვიყავით, მოძრაობა შევამცირეთ. მოკლედ, მატჩის ერთ ნახევარში ბრაზილია თამაშობდა ფეხბურთს, მეორეში - ურუგვაი. რას იზამ, ძნელია ისეთი ფორვარდების წინააღმდეგ თამაში, როგორებიც სუარესი და კავანი არიან".

ოსკარ ტაბარესი (ურუგვაი): "სუარესმა სამი საოცარი მომენტი შექმნა და ერთი გოლიც გაიტანა. ის არასოდეს ნებდება და ნებისმიერ სიტუაციაში ბურთისთვის იბრძვის. ვიძახდი, რომ ჩვენი გაძლიერება მისი დაბრუნება იქნებოდა და ასეც მოხდა. ჩვენი გუნდი არის სუარესი და კიდევ 10 ფეხბურთელი. ის ძალიან მნიშვნელოვანია ნაკრებისთვის".

იხილეთ ვიდეო

არგენტინასთან მატჩი კლაუდიო ბრავოსთვის მეასე იყო სანაკრებო კარიერაში. "ბარსას" მეკარეს იუბილე 1:2 მარცხით ჩაუმწარდა. მასპინძლები და კოპა ამერიკის გამარჯვებულები კოპას ფინალის რემატჩში ფელიპე გუტიერესის გოლით იგებდნენ, მაგრამ ჯერ ევერ ბანეგას პასით ანხელ დი მარიამ გაათანაბრა, შემდეგ კი სტუმართა მარჯვენა მცველმა გაბრიელ მერკადომ ბრავოს გაუტანა და არგენტინას სამი ქულა მოუპოვა.

ლიონელ მესი (არგენტინა): "ჩილეს ნაკრები ნებისმიერ ფასად უნდა დაგვემარცხებინა. არგენტინის ნაკრები 100%-ით იხარჯება. ასე იყო ამჯერადაც, ჩვენ ძლიერ გუნდს მოვუგეთ. ძალიან მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს სატურნირო მდგომარეობას".

იხილეთ ვიდეო

სამხ. ამერიკა. V ტური

ბოლივია-კოლუმბია 2:3

გოლები: 0:1 ხ. როდრიგესი (9), 0:2 ბაკა (40), 1:2 არსე (49-პენ), 2:2 ჩუმაჩერო (62), 2:3 კარდონა (91)

ეკვადორი-პარაგვაი 2:2

გოლები: 1:0 ე. ვალენსია (20), 1:1 ლესკანო (38), 1:2 ლესკანო (59), 2:2 მენა (92)

ჩილე-არგენტინა 1:2

გოლები: 1:0 ფ. გუტიერესი (10), 1:1 დი მარია (20), 1:2 მერკადო (25)

ჩილე (4-2-3-1): ბრავო - ისლა, მედელი, ხარა, მენა - მ. დიასი (21. რაბელიო), ფ. გუტიერესი - ორელიანა, მ. ფერნანდესი (7. ფ. სილვა), ბოსეჟური - ა. სანჩესი

არგენტინა (4-3-3): რომერო - მერკადო, ოტამენდი, მორი, როხო - ბილია, კრანევიტერი, ბანეგა (73. ა. ფერნანდესი) - მესი, აგუერო (66. იგუაინი), დი მარია (80. ლავეცი)

პერუ-ვენესუელა 2:2

გოლები: 0:1 ოტერო (32-პენ), 0:2 ვილანუევა (57), 1:2 გერერო (61), 2:2 რუიდიასი (94)

ბრაზილია-ურუგვაი 2:2

გოლები: 1:0 დ. კოშტა (1), 2:0 აუგუსტო (25), 2:1 კავანი (30), 2:2 ლ. სუარესი (48)

ბრაზილია (4-1-4-1): ალისონი - დ. ალვეში, მირანდა, დ. ლუისი, ფილიპე ლუიში - ლ. გუსტავო - ვილიანი (85. ლიმა), ფერნანდინიო (67. კოუტინიო), აუგუსტო, დ. კოშტა (78. ოლივეირა) - ნეიმარი

ურუგვაი (4-4-2): მუსლერა - ფუსილე, ვიქტორინო, კოატესი, ა. პერეირა - კ. სანჩესი (81. სტუანი), ვესინო, არევალო, კ. როდრიგესი (46. ა. გონსალესი) - ლ. სუარესი, კავანი

თ მ ფ წ ბ ქ

1. ეკვადორი 5 4 1 0 11-4 13

2. ურუგვაი 5 3 1 1 11-4 10

3. ბრაზილია 5 2 2 1 9-6 8

4. პარაგვაი 5 2 2 1 5-4 8

5. არგენტინა 5 2 2 1 4-4 8

6. ჩილე 5 2 1 2 8-9 7

7. კოლუმბია 5 2 1 2 6-7 7

8. პერუ 5 1 1 3 6-11 4

9. ბოლივია 5 1 0 4 7-11 3

10. ვენესუელა 5 0 1 4 6-13 1

ბომბარდირები: 4 - კაისედო (ეკვადორი); 3 - ფარფანი (პერუ), გოდინი (ურუგვაი), ლესკანო (პარაგვაი), ა. სანჩესი (ჩილე), ე. ვარგასი (ჩილე).

მომდევნო ტური

29 მარტი:

კოლუმბია-ეკვადორი, ურუგვაი-პერუ, არგენტინა-ბოლივია, ვენესუელა-ჩილე, პარაგვაი-ბრაზილია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
მესი ნაკრების ბომბარდირი გახდა - არგენტინა ფრეს დასჯერდა [VIDEO]
[VIDEOS] ჰიუსტონში ისტორია დაიწერა - კაბო ვერდე პლეი-ოფში ითამაშებს!
[VIDEO] ბიელსამ ჟურნალისტი მაგრად შეაშინა
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ფეხბურთისგან ასე დავიტანჯებოდი. ბოდიშს ვიხდი" - მუსლერა
არტურო ვიდალი: მსაჯმა თამაში გააფუჭა
სკანდალი - ლეო მესი დაჯილდოებაზე არ გავიდა და აცხადებს, რომ არგენტინა ფინალში არ გაუშვეს
ტელეკომპანიამ არგენტინის ნაკრების მოძულეთა სიმბოლური გუნდი შეადგინა
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა
"მადლობა ღმერთო, რომ არგენტინელი ვარ" - მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
[VIDEO] ლენინის მაგარი გოლი - კაბო ვერდე აღარ ხუმრობს - ურუგვაის ფრედ ეთამაშა
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
[PHOTO] ნეიმარმა იტირა, გამოიტირა და დარდი კაზინოში გაიქარვა
[VIDEO] არაუხომ ურუგვაის ნაკრები საუდის არაბეთთან მარცხისგან იხსნა
ფიოლერი: არგენტინის მსგავსად მოთამაშე გუნდი არ მჭირდება - ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს
მესი ნაკრებთან ერთად ბუენოს-აირესში არ გაემგზავრა
ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
"არგენტინის ნაკრები წარმოადგენდა ამაზრზენი ფენის აგრესიულ ნაწილს" - ესპანელი მწერალი
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
"ყველა თეთრია - ჩვენი ნაკრებისადმი სიძულივილი ამითაა გამოწვეული" - არგენტინელი პოლიტიკოსი
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
ჩილესა და კოლუმბიის ომი, გადმოტანილი მოედანზე [VIDEO]
1973 წ. სსრკ-ს ნაკრები მუნდიალს მიღმა ფიფას ინგლისელმა ხელმძღვანელმა დატოვა, საბჭოელებმა არ ითამაშეს სტადიონზე, სადაც კონც. ბანაკი იყო [VIDEO]
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
რა დროს ფეხბურთია, როდესაც ორგიაა - ვიდალი თანანაკრებელებთან ერთად გაერთო