სარაგოსას ერთ-ერთ მოედანს ესპანეთის ნაკრების სახელწოდება "ლა როხა" (La Roja) ანუ ”წითელი გუნდი” დაერქვა
სარაგოსას ერთ-ერთ მოედანს სახელი ესპანეთის ნაკრების პატივსაცემად დაერქვა, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. მოედნის საზეიმოდ გახსნა 7 თებერვალს შედგა. მოედანს "ლა როხა" (La Roja) ეწოდა. ამ მეტსახელს, რომელიც "წითელ გუნდს" ნიშნავს, ესპანეთის ნაკრები ატარებს.

მოედანი სპორტულ არენა Principe Felipe Arena-სთან (იქ საკალათბურთო და ხელბურთის მატჩები ტარდება) ახლოს მდებარეობს. მომავალში იქვე საფეხბურთო სტადიონი აშენდება.

ესპანეთის ნაკრებმა 2008 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო და ფინალში გერმანია დაამარცხა. 2010 წელს ესპანელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ჰოლანდია დაამარცხეს. გასულ კვირას ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ მეფე ხუან კარლოსისგან მარკიზის ტიტული მიიღო.

სარაგოსაში რამდენიმე ქუჩას პოპულარული ფილმების და ვიდეოთამაშების სახელი ჰქვია. მაგალითად, ქალაქში არის მარიოს სუპერძმების პროსპექტი.

მომზადებულია Heraldo de Aragon-ის მიხედვით

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"