"დიდი სლემის" ორგზის ჩემპიონმა, ყოფილმა პირველმა ჩოგანმა გაზეთ "კვირის პალიტრას" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა
მსოფლიოს პირველ ჩოგნებს შორის მარატ საფინი ყველაზე ტანმაღალია (193 სმ). გარდა ამისა, ის და დინარა საფინა უნიკალური და-ძმაა - ორივე მათგანი ფლობდა მსოფლიოს პირველი ჩოგნის ტიტულს!

"დიდი სლემის" ორგზის ჩემპიონმა მარატ საფინმა პროფესიული კარიერა 2009 წელს დაასრულა, 2011 წლიდან კი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატია. თუ გაინტერესებთ, რას ფიქრობს ძველ და თანამედროვე ჩოგბურთელებზე, ჩამოვა თუ არა ზაფხულში საქართველოში და რატომ ვერ მიაღწია მეტ წარმატებას მისმა მეგობარმა ირაკლი ლაბაძემ, მარატ საფინთან ექსკლუზიური ინტერვიუ წაიკითხეთ:

- მართალია, რომ პროფესიულ ჩოგბურთში მეგობრობა არ იციან?

- ჩოგბურთი არის ორთაბრძოლა, სადაც მეგობრებსაც ებრძვი. ურთიერთობა, რა თქმა უნდა, აქვთ, მაგრამ ჩოგბურთი ინდივიდუალური სახეობაა, სადაც ყველას თავისი გუნდი ჰყავს და ნამდვილი მეგობრობა იქ იშვიათია.

- მაგრამ თქვენ ხომ გყავდათ ჩოგბურთელი მეგობრები?

- რა თქმა უნდა, ჟენია კაფელნიკოვი, ირაკლი ლაბაძე... სხვებთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა. რუსებთან თავისთავად, ასევე ესპანელებსა და ფრანგებთანაც... ჩოგბურთელებიდან ყველაზე ახლო მეგობრად მაინც ლაბაძეს დავასახელებ, რომელსაც 9 წლის ასაკიდან ვიცნობ...

- ირაკლიმ მიამბო, მოსკოვში ახალი ჩასული ვიყავი და მარატთან ერთად ღამის კლუბში მისულს იმდენი ქართველი გამომეცნაურა, საფინმა გაკვირვებულმა მკითხა, კი მაგრამ, მოსკოვში მე ვცხოვრობ თუ შენო? გახსოვთ ეს ამბავი?

- ერთად 90-იანი წლების დასაწყისში ვთამაშობდით. მერე ირაკლი გერმანიაში წავიდა, მე - ესპანეთში და მხოლოდ ტურნირებზე ვხვდებოდით ერთმანეთს. ყოველთვის სასიამოვნოა ძველი მეგობრების ნახვა, ვისაც ბავშვობიდან იცნობ, ვისიც თვალდახუჭულს გესმის... ეს განსხვავებული ურთიერთობაა, მხიარული და ცოცხალი.

- მისი შესაძლებლობები ბავშვობიდან იცით. რატომ ვერ მიაღწია ლაბაძემ მეტს?

- იმიტომ, რომ ზედმეტად ნიჭიერი იყო - ეს იყო მისი მთავარი პრობლემა! ნაკლებად ნიჭიერი რომ ყოფილიყო, სხვა შედეგები ექნებოდა. დამიჯერეთ, ერთ-ერთი უნიჭიერესი მოთამაშე იყო მსოფლიოში - ფედერერის დონის, თუ მეტი არა!

- ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი?

- "ცხელი" ბიჭი იყო კორტზე... პრინციპში, კორტს მიღმაც (იცინის).

- გავიგე, რომ ზაფხულში გეგმავთ საქართველოში ჩამოსვლას...

- ბევრჯერ შემეშალა ხელი, მაგრამ ამ ზაფხულს აუცილებლად ჩამოვალ! თქვენებური სამზარეულო, განსაკუთრებით კი - ხინკალი ისე მიყვარს, მოსკოვის ქართულ რესტორნებს ხშირად ვსტუმრობ.

ქართველები კეთილი, სტუმართმოყვარე ხალხი ხართ. საოცარი ღვინო გაქვთ, უგემრიელესი კერძების მომზადებაც იცით და ცხოვრებაც - ამას ვერავინ წაგართმევთ!

- მაგრამ რუსეთში მოდური აღარ არის ქართველებზე თბილად ლაპარაკი...

- არა, რატომ? სამწუხაროდ, საზოგადოებაში არასწორი აზრია გავრცელებული, თითქოს ცუდი ურთიერთობა გვაქვს. სინამდვილეში, მოსკოვში უამრავი ქართველია, რუსები და ქართველები პატივისცემით ეპყრობიან ერთმანეთს. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა უკეთესი დამოკიდებულება ყოფილიყო, მაგრამ ექსტრემალური არაფერი ხდება...

- ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს?!

- მინდა ქართველ ხალხს ვუსურვო, ძველებურად მოსიყვარულე და სტუმართმოყვარე ერად დარჩეს! კიდევ, ვისურვებდი, ირაკლი ლაბაძე მალე ვნახო საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის სათავეში, რაც დიდი პლუსი იქნებოდა ქართული ჩოგბურთისთვის.

- თუმცა ლაბაძეს არც ისე ხშირად ეკითხებიან აზრს ქართულ ჩოგბურთზე...

- ეს დიდი შეცდომაა. არა მგონია, საქართველოში ნახოთ ვინმე, ირაკლიზე კარგად ერკვეოდეს ჩოგბურთში. მისი გამოუყენებლობა დაუშვებელია!

იხილეთ სტატია სრულად

რატი შელეგია

გაზეთი "კვირის პალიტრა"

glaxuna
და რუს ხალხს მთელი სამყარო გისურვებთ : ბოლო-ბოლო შ ი შ ე ბ ი დაძლიოთ ...უპირატესად თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მიმართ და ღ ი რ ს ე უ ლ ერად ჩამოყალიბდეთ, ანუ სამართლიანნი და კეთილსინდისიერი და მერე ნამდვილად მეგობრები გეყოლებათ!
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ალექსანდრე მეტრეველი: ლიტვა განსაკუთრებით წყვილებშია ძლიერი
ქართული ისტორია! - ნიკოლოზ ბასილაშვილის გზა დიდ წარმატებამდე
ნიკოლოზ ბასილაშვილი: ძალიან მენატრება საქართველო, მიყვარს სამშობლო და მომწონს იქ ყოფნა
ირაკლი ლაბაძე: ქართული ჩოგბურთი უკეთეს მომავალს იმსახურებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი - პირველი ქართველი ჩოგბურთელი ვაჟი ლაბაძის შემდეგ ტოპ-50-ში?
აგასი ჩემი კერპი იყო, მასთან გამარჯვება არ დამავიწყდება - ინტერვიუ ირაკლი ლაბაძესთან
დევისის თასი: საქართველოს ნაკრების მეტოქე ლიტველთა შემადგენლობა ცნობილია