დღის მატჩები და სტატისტიკა
"გოლდენ სტეიტი" აგრძელებს რეკორდების დამყარებას. გუშინ, "მეომრებმა" საკუთარ მოედანზე "ფილადელფია" დაამარცხეს. ეს იყო მათი 66-ე მოგება 73 მატჩში, რაც აქამდე NBA-ის არც ერთ გუნდს არ გაუკეთებია. გარდა ამისა, "გოლდენ სტეიტმა" გაიმეორა 1995-97 წლების "ჩიკაგოს" უნიკალური მიღწევა - ზედიზედ ორ სეზონში შეძლო 66 გამარჯვების მოპოვება. რეგულარულის ბოლომდე დარჩენილ ცხრა მატჩში "გოლდენ სტეიტმა" შვიდი უნდა მოიგოს, რათა "ჩიკაგოს" "მუდმივი" რეკორდი გააუმჯობესოს - სეზონში 72 მოგება.

გუშინ, "უორიორზმა" კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა - სეზონში ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობით. "ფილადელფიასთან" მატჩის შემდეგ, ჩემპიონატის ლიდერს 952 ზუსტი შორეული ტყორცნა დაუგროვდა.

ბოლო მატჩებში გუნდის ლიდერობა იტვირთა კლეი ტომპსონმა. მცველმა ზედიზედ ორ მატჩში დააგროვა მინიმუმ 40 ქულა და ჯამში 16 სამქულიანი ჩააგდო. სეზონში ტომპსონს 253 გამოყენებული სამქულიანი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ თანაგუნდელ სტივენ კარის ჩამორჩება.

ამასობაში, დრეიმონდ გრინმა დაახლოებით ორთვიანი პაუზის შემდეგ, მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა. მან 13 ქულა, 11 მოხსნა და 11 პასი მიითვალა. შესაძლოა, მოკრძალებული სტატისტიკაა, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ ფორვარდმა თამაშიდან მხოლოდ შვიდჯერ ისროლა. გრინისთვის ეს მე-12 სამმაგი დუბლია სეზონში.

გუშინ, დასავლეთ კონფერენციაში გაირკვა მეოთხე გუნდი, რომელიც პლეი ოფში ითამაშებს. "დენვერის" დამარცხების შემდეგ, "ლოს ანჯელეს კლიპერსი" შეუერთდა "გოლდენ სტეიტს", "სან ანტონიოსა" და "ოკლაჰომას". კალიფორნიელები ზედიზედ მეხუთედ ითამაშებენ პლეი ოფში.

ასევე გაირკვა, რომ პლეი ოფში მოხვედრის შანსები გაუშვეს ხელიდან: "ორლანდომ", "მილუოკიმ" და "ნიუ იორკმა". "მეჯიქი" ზედიზედ მეოთხედ ვერ ხვდება აღმოსავლეთის რვა საუკეთესო გუნდს შორის, "მილუოკიმ" შარშან, პირველ რაუნდში წააგო "ჩიკაგოსთან", ხოლო "ნიუ იორკი" ბოლო 15 წელიწადში მეთერთმეტედ გამოტოვებს პლეი ოფს.

ნოვიცკის დამრგვალება უნდა

"დალას მავერიქსის" მძიმე ფორვარდი დირკ ნოვიცკი მზად არის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 2017-18 წლების სეზონის ჩათვლით დარჩეს, რათა კარიერის საერთო ხანგრძლივობა 20 წლამდე აიყვანოს. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, გერმანელმა დაადასტურა კონტრაქტში არსებული პუნქტის ამოქმედება და 2016-17 წლების სეზონისთვის ხელშეკრულების გახანგრძლივება.

"როცა სამწლიან კონტრაქტს ვაფორმებდი, ჩემი მიზანი იყო მისი სრულად გამომუშავება. მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ, 39 წლის ვიქნები. სიმართლე გითხრათ, 20 წელი NBA-ში - შესანიშნავად ჟღერს. შემდეგი წელი ჩემთვის მე-19 იქნება, ასე რომ, შესაძლოა, მისი დასრულების შემდეგ, კიდევ ერთი წლით გავაგრძელო კონტრაქტი. მაგრამ ჯერ უნდა მოვიცადო და ყველაფერი გადავწყვიტო მაშინ, როცა ამის დრო მოვა", - მოჰყავს ნოვიცკის სიტყვები ESPN-ს.

კლიპერსი-დენვერი 105:90

31:26, 21:22, 25:12, 28:30

კ: ჯორდანი (16+16 მოხსნა+6 დაფარება), პოლი (14+9 პასი), კროუფორდი (14), გრინი (13), ჯონსონი (13+3 ჩაჭრა), რედიკი (12).

დ: ნურკიჩი (19), ოგასტინი (18+10 პასი), ბარტონი (13), ჰარისი (11), ლოვერნი (10), არტური (6+12 მოხსნა).

ინდიანა-ჰიუსტონი 104:101

30:24, 27:23, 24:32, 23:22

ი: ჯორჯი (25+11 მოხსნა), ელისი (23+7 პასი), მაინმი (19+11 მოხსნა), მაილზი (10).

ჰ: ჰარდენი (34+8 მოხსნა+8 პასი), არიზა (14), ჰოვარდი (11+10 მოხსნა).

საკრამენტო-დალასი 133:111

25:20, 38:26, 39:33, 31:32

ს: კოული-სტაინი (21+7 მოხსნა), კაზინსი (20+12 მოხსნა), კოლისონი (17), მაკლემორი (14), კარი (14), რონდო (11+11 პასი), კასპი (10), კუფოსი (10).

დ: ფელტონი (15), ბარეა (14), ნოვიცკი (14), მატიუზი (12), ლი (12), ჰარისი (11), ანდერსონი (11), პაუელი (11).

გ. სტეიტი-ფილადელფია 117:105

32:31, 39:24, 25:24, 21:26

გ-ს: ტომპსონი (40), კარი (20+8 პასი), სპეიტსი (17), გრინი (13+11 მოხსნა+11 პასი), ბარნსი (10).

ფ: ლენდრი (22+8 მოხსნა), სმიტი (20+10 პასი), კოვინგტონი (16+11 მოხსნა), კენანი (15), ბრენდი (10).

ლეიკერსი-ვაშინგტონი 88:101

27:24, 17:26, 15:27, 29:24

ლ: რასელი (22), ბრაიანტი (17), რენდლი (14), უილიამსი (11).

ვ: უოლი (22+13 პასი), გორტატი (16+10 მოხსნა), პორტერი (14), ჰიქსონი (14), სეშენსი (11), ნენე (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
ნოვიცკი იჯდა და ამაყად უყურებდა ლუკას თამაშს... [VIDEO]
"თუ გნებავთ, ნოვიცკის ჰკითხეთ, დონჩიჩი მასზე უკეთესია" - კუბანის უცნაური განცხადება
დირკ ნოვიცკიზე წინ! დონჩიჩი რეკორდს რეკორდზე ამყარებს
NBA-ს ლეგენდა: მადლობა ყველა ქართველს ჩემი თბილად მიღებისთვის [VIDEO]
ლუკა დონჩიჩი: გასულ სეზონში დაცვაში გვიჭირდა, რადგან დაცვაში დირკი გვყავდა