გიორგი ყიფიანის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის I ჯგუფში ბოლო შეხვედრას საბერძნეთის თანატოლთა ნაკრებთან გამართავს
დღეს, 29 მარტს, საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის I ჯგუფში ბოლო შეხვედრას საბერძნეთის თანატოლთა გუნდთან გამართავს.

მატჩი ესპანეთის ქალაქ კარტაიაში თბილისის დროით 19:00 სთ-ზე დაიწყება. პარალელურად დაიწყება ჯგუფის მეორე თამაში, რომელშიც ერთმანეთს ესპანელი და ინგლისელი 19-წლამდელები დაუპირისპირდებიან.

სამწუხაროდ, გიორგი ყიფიანის გუნდი უკანასკნელი თამაშის წინ უშანსოდაა - ქართველი 19-წლამდელები, ბერძნებთან გამარჯვების მიუხედავად, ჯგუფიდან გასვლას ვეღარ შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა ინგლისთან დათმო (1:2), შემდეგ კი ესპანეთთან ფრედ (1:1) ითამაშა.

ბოლო ტურის წინ ჯგუფს 4-4 ქულით ესპანეთი და ინგლისი ლიდერობენ, მაგრამ მასპინძლებს ბურთების სხვაობაში უპირატესობა აქვთ და ბოლო შეხვედრაში ფრე აწყობთ. საქართველომ კი, საბერძნეთის მსგავსად, მხოლოდ ქულა მოაგროვა და ბოლო ტურში აღარაფერი აინტერესებს, გარდა პრესტიჟისა და ქვეყნის ღირსებისა. საქმე ისაა, რომ ჯგუფიდან მხოლოდ ერთი გუნდი გადის...

მაგრამ ბოლო შეხვედრის ღირსეულად ჩატარება და მოგება პრესტიჟის საქმეა. არის იმისი თეორიული შანსიც, რომ ჯგუფში მეორე ადგილი დავიკავოთ - მწვრთნელსაც და ფეხბურთელებსაც ეს სამომავლოდ გამოადგებათ. საამისოდ, ინგლისმა ესპანეთი უნდა დაამარცხოს, ჩვენ კი საბერძნეთს მოვუგოთ და ბურთების სხვაობით ვაჯობოთ.

ბოლო-ბოლო, ეს 19-წლამდელთა რეიტინგის ასაწევად გამოდგება...

საქართველო

მეკარეები: ოთო გოშაძე, გიორგი ჩოჩიშვილი (ორივე - საბურთალო);

მცველები: რომან ჩაჩუა, ირაკლი კომახიძე (ორივე - შუქურა), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), გიორგი ახალაძე (სამტრედია);

ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი, რატი არდაზიშვილი, შერმადინ ართმელაძე (ყველა - ლოკომოტივი), სანდრო ალთუნაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი (ორივე - საბურთალო), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა);

თავდამსხმელები: გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი), გურამ გოშთელიანი (საბურთალო), ბექა მიქელთაძე (დინამო თბ).

მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი.

საბერძნეთი

მეკარეები: ელეფტერიოს ასტრასი (პანიონისი), პანაიოტის ნტუნისი (აეკ);

მცველები: სტეფანოს ევანგელუ (პანათინაიკოსი), ეფსტრატიოს სვარნასი, იოანის ვიდალისი (ორივე - აეკ), სავას ტოპალიდისი (პაოკ), ალექსანდროს კატრანისი (ატრომიტოსი);

ნახევარმცველები: ათანასიოს ანდრუსტოსი, კონსტანტინოს მაგარიტისი, გეორგიოს მანჰატისი, დიმიტრიოს ნიკოლაუ (ყველა - ოლიმპიაკოსი), კონსტანტინოს გალანოპულოსი (აეკ), ემანუელ პატრალისი (პაოკ), ვასილეოს ანგელოპულოსი (პანათინაიკოსი);

თავდამსხმელები: ლაზაროს ლამპრუ (პანათინაიკოსი), სტეფანოს რეიკაკოსი (ატრომიტოსი), ანტონიოს სტახოპულოსი (ტვენტე, ჰოლანდია), რაფაელ მელისოპულოსი (ქსანტი).

მწვრთნელი: იანის გუმასი.

ევროპის ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. I ჯგუფი. ბოლო ტური

საქართველო-საბერძნეთი 19:00

ესპანეთი-ინგლისი 19:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 2 1 1 0 3-1 4

2. ინგლისი 2 1 1 0 3-2 4

3. საქართველო 2 0 1 1 2-3 1

4. საბერძნეთი 2 0 1 1 1-3 1.

irakli apkhaidzrs
ირაკლი, ყიფიანს ისრაელის გუნდები დგესაც ეპაჟებიან იმიტომ, რომ იქაც კარგი შედეგები ქონდა. რატომ უცხოელი,იმიტომ რომ არ არის ქართველი? ყიფიანს იმხელა გამოცდილება აქვს, ბევრ უვცხოელა შეშურდება! მაპატიეთ, მაგრამ ვინც ანტი აზრებს წერთ, მგონია სპეციალურად აკეთებთ. რაღაცაზე ან ვიღაცაზე განაწყენებული ხალხი ხართ! ყოფოს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ დიდი გულშემატკივარი ვარ და ბებრმა ადამიანმა, ვინც ბეხბურთში კარგად ერკვევა იცის, მისი პროფესიონალიზმის და თავდადებია ამბავი!
irakli Apkhaidze
ამ პოლემიკაში არ ჩავებმები, მარა მგონია რომ ზუსტად ასაკობრივ ნაკრებებში გვჭირდება კარგი უცხოელი მწვრტნელები, რომ ეს ბავშვები ევროპულად მომწყემსოს, :))) თორე ეროვნულში რომ კაცს გამოუძახებ იმას ვეღარ გაზრდი
avtors!
თქვენ ვის გულშემატკივრობთ ბატონო ავტორო? ტექსტი არ არის ქართული გულშემატკივრის!!!
simartles
ვკითXულობ შენს კომენტარს და ზუსტად ვიცი, რომ რაღაც ბოღმით ხარ! მწრვრთნელი ჭირდებათო- გიორგი ყოფიანი ზუსტადაც ის ღირსეული მწვრთNელია, რომელიც მაგ ბიჭEბს და საერთოდ ქართულ ფეხბურთს სჭირდება! ესპანეთთან უკვე დაამტკიცა! გეყობათ ამდენი გესლი! წარმატებები ყიფოს და ბიჭებს! მაგრები ხართ!!!
სიმართლე
ამ ბიჭების ნახევარს ვიცნობ ბავშვობიდან და დარწმუნებული ვარ მათ შესაძლებლობებში,ამ ბიჭებს შეუძლიათ თამაში,მათ ჭირდებათ გამოცდილი და განათლებული მწვრთნელები რომ მიიტანონ ამ ბიჭებამდე და გააგებინონ ზუსტად წარმატება რაშია,როგორ უნდა ითამაშონ ფეხბურთი და რა არის ამისთვის საჭირო,თითქმის ყველამ იცის ბურთი,..წარმატებები ბიჭებს
Naveriani
აუცილებლად უნდა მოუგოთ..არარის საბერძნეთი ამ ასაკში ჩვენი დამმარცხებელი...პირიქიდ..აუცილებლად უნდა დავამარცხოთ,უნდა მოინდომონ ბიჭებმა და შეძლებენ
U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
[VIDEO] U19. ევროშესარჩევის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები მონტენეგროს დაუზავდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება
რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...
გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო