ნაკრები, აწმყო და პერსპექტივა - ინტერვიუ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძესთან
ფოტოზე: ილიას ზუროსი და მიხეილ გაბრიჩიძე

კალათბურთი დინამიკური სპორტია, მოვლენები მოედნის მიღმაც სწრაფად ვითარდება, განსაკუთრებით, ბოლო დროს, ქართულ კალათბურთში. დაინიშნა ნაკრების ახალი მწვრთნელი - ილიას ზუროსი, მუშავდება ეროვნული გუნდის მოსამზადებელი ეტაპის გეგმა, დასასრულს უახლოვდება სუპერლიგის რეგულარული ეტაპი...

ამ და სხვა საკითხებზე სალაპარაკოდ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, მიხეილ გაბრიჩიძეს, ვესტუმრეთ.

ინტერვიუ ილიას ზუროსითა და მისი გეგმებით დავიწყეთ.

საქართველოს ნაკრები

- იგი საქართველოში ორჯერ იყო ჩამოსული. დაესწრო ეროვნული ჩემპიონატისა და ვითიბი ლიგის მატჩებს. მოინიშნა რამდენიმე კალათბურთელის გვარი, რომელთა შორის ისეთებიც არიან, ვინც ნაკრების კანდიდატებად აქამდე არ მოიაზრებოდნენ.

მან ჩვენთან საუბარშიც აღნიშნა, რომ შანსს ყველას მისცემს ვინც საქართველოს ნაკრებისთვის მზად იქნება.

- თბილისში კიდევ როდის აპირებს ჩამოსვლას?

- საქართველოს ჩემპიონატის პლეი ოფი რომ დაიწყება, ილიას ზუროსი აქ იქნება. იგი ასევე აკვირდება უცხოეთში მოთამაშე საქართველოს ნაკრების წევრებსა და ახალგაზრდა, პერსპექტიულ მოთამაშეებს. ზუროსი მათაც შეხვდება.

როგორც თავად განაცხადა, საქართველოს ნაკრები პერსპექტივაზე ორიენტირებული ძლიერი გუნდი უნდა იყოს. მოგეხსენებათ, ჩვენს ნაკრებში საკმარისად არიან 30 წელს მიტანებული და გადაცილებული კალათბურთელები, რომლებიც მომავალში ახალგაზრდებმა უნდა ჩაანაცვლონ. ისინი გუნდთან უკვე ადაპტირებულები უნდა იყვნენ, რათა დონე შენარჩუნდეს.

- ეროვნული გუნდის მოსამზადებელი გეგმა როდის დამტკიცდება?

- აპრილის დასაწყისში. ძირითადი მონახაზი უკვე გვაქვს, მაგრამ გრაფიკს საბოლოო სახე არ მიუღია. გარკვეულია, რომ მოსამზადებელ ეტაპზე 8-10 საკონტროლო მატჩს ჩავატარებთ. მათ შორის სამს თბილისში - მერიის თასზე.

- ვინ ჩამოვა ამ ტურნირზე სათამაშოდ?

- მაკედონია, ჰოლანდია და რუსეთი. ასევე გადაწყდა, რომ ერთ შეხვედრას რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად გავმართავთ.

სტუმრები

- ბოლო დღეებში საქართველოს ფიბა-ს ორი წარმომადგენელი ეწვია...

- ვუმასპინძლეთ ფიბა-ევროპის საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსს ლუბომირ მანდიჩს. მისი ვიზიტის მიზანი ჩვენი ინფრასტრუქტურის ინსპექტირება იყო.

მოგეხსენებათ, საქართველო პირველად უმასპინძლებს ფიბა-ს შეჯიბრებას 18-წლამდე ქალთა შორის. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და გვინდა მაქსიმალურად კარგად ჩავატაროთ.

- რამდენად კმაყოფილი დარჩა არენებითა და მზადებით?

- მოინახულა ვერის ბაღისა და ახალი სპორტის სასახლის დარბაზები. 18-წლამდე ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები სწორედ ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება. კმაყოფილი დარჩა ინფრაქტრუქტურის ხარისხითაც და მზადების დონითაც. შენიშვნები თითქმის არ ჰქონია.

ლუბომირ მანდიჩს ასევე 4-საათიანი სამუშაო შეხვედრა ჰქონდა კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან. მან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ახალი სისტემა დაწვრილებით გაგვაცნო. ევრობასკეტი 2017-ის შემდეგ ხომ მთლიანად იცვლება საშეჯიბრო სისტემა - ევროპის ჩემპიონატები 2-ის ნაცვლად 4 წელიწადში ერთხელ ჩატარდება, შუალედში კი მსოფლიოს ჩემპიონატი და ოლიმპიადა ჩაენაცვლება.

- მანდიჩის ვიზიტს ლუბომირ კოტლებას ჩამოსვლა მოჰყვა...

- იგი დიდი ხნის განმავლობაში ფიბა-ში სპორტულ დირექტორად მუშაობდა. ახლა ფიბა-ს გენერალური მდივნის მრჩეველია. ეს ორგანიზაცია მალე აამოქმედებს პროგრამას, რომელიც ფედერაციების ტექნიკურ დახმარებას მოიცავს. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში ფიბა-ს მაღალჩინოსნები ეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის მდგომარეობას, საზღვრავენ რა სჭირდებათ, რამდენად პოპულარულია ქვეყანაში კალათბურთი და რა არის საჭირო შემდგომი განვითარებისთვის.

ლუბომირ კოტლებასთან ერთად შევხვდით სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდიას, ასევე ვესტუმრეთ ოლიმპიურ კომიტეტს, სადაც გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა გვიმასპინძლა.

ბასკეთი

- ახლახან დაბრუნდით ესპანეთიდან, სადაც ქართული საკალათბურთო ლეგიონი ნელ-ნელა იზრდება.

- "ბასკონიასთან" ერთად ვახორციელებთ პროგრამას, რომელიც ქართულ კალათბურთს აუცილებლად წაადგება. ბასკურ გუნდში რამდენიმე ქართველი ვარჯიშობს. ვესაუბრეთ მათ ხელმძღვანელებს, რომლებიც ჩვენი ყმაწვილების მონდომებით კმაყოფილები არიან. იქ ჩვენს ბავშვებს სულ სხვა დამოკიდებულება აქვთ საქმესთან, თითქოს მენტალიტეტს იცვლიან, მაღალი დონის პროფესიონალებად ყალიბდებიან.

- ლუკა ბულაშვილმა ესპანეთის 18-წლამდელთა ჩემპიონატში 50 ქულა რომ ჩააგდო, თქვენს იქ ყოფნას ხომ არ დაემთხვა?

- არა, ის თამაში არ მინახავს. ახალგაზრდული ასაკის მოთამაშეთაგან ბულაშვილი და ნიკოლოზ დარბაიძე არიან. მათზეც დიდ იმედებს ამყარებენ, ისევე როგორც თორნიკე შენგელიაზე.

- თორნიკე ოპერაციის შემდეგ როგორ არის?

- იქ რომ ვიყავი, ყავარჯნებით დადიოდა. უკვე მეორე კვირაა, რაც მადრიდის კლინიკაში გადის რეაბილიტაციის კურსს. თორნიკე მწყობრში ერთ თვეში იქნება, თუმცა ფორმაში შესასვლელად და დაკარგულის ასანაზღაურებლად დრო არის საჭირო.

სუპერლიგა

- საქართველოს ჩემპიონატის ახალი ფორმატის თანახმად, რეგულარული ეტაპის შემდეგ ჩემპიონობისთვის ბრძოლას მხოლოდ 4 გუნდი აგრძელებს (8-დან). თავიდანვე საინტერესო იყო, რამდენად გაამართლებდა ასეთი სისტემა.

- დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ გაამართლა. რეგულარული ჩემპიონატი ძალიან დაძაბულად მიმდინარეობს. თავად განსაჯეთ: თითქმის ყოველ ტურში ფიქსირდება ოვერტაიმი. ერთ ტურში, ოთხი მატჩიდან სამში დაინიშნა დამატებითი დრო. სწორედ ახალმა სისტემამ გუნდის მესვეურები აიძულა, თავიდანვე დაეჭირათ თადარიგი და შეეკრიბათ ძლიერი შემადგენლობა.

პლეი ოფში ჩემპიონატი კიდევ უფრო საინტერესო გახდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიო
წარმატებებს ვუსურვებ. ისე, სახელმწიფოს რატომღაც ფეხბურთი ძალიან წინ ყავს დაყენებული. მის ფონზე კალათბურთს ბევრად ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. შედეგები კი პირიქით, კალათბურთი ყველაზე წარმატებული გუნდური სპორტია საქართველოში.
გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს
შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება [PHOTO]
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი პაატა გურასპაულია
პაატა გურასპაული: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი წარმატებული იყოს
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
მიხეილ გაბრიჩიძე არჩევნების შემდეგ: პაატას გვერდში დგომა სჭირდება
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
ლუკა ბულაშვილმა "ინოვა ჩეფს" 26 ქულა ჩაუგდო და გუნდში საუკეთესო იყო
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ლუკა ბულაშვილმა ესპანეთის EBA ლიგაში 30 ქულა ჩააგდო
ლუკა ბულაშვილის 20 ქულა და გამარჯვება კონკურენტ გუნდთან შეხვედრაში
მწვრთნელთა ლიცენზირების პროგრამის მეორე ეტაპის სემინარები თბილისში დასრულდა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საგანგებო განცხადება
კახა შენგელია: სჯობს, ფედერაციის ხელმძღვანელობამ წასვლის ფორმა დროულად შეარჩიოს!
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
რას აძლევს საქართველოს "ბასკონიასთან" გაფორმებული კონტრაქტი?
თორნიკე შენგელია: თვალს ვეღარ დავხუჭავ - ეს არის უპატივცემულობა კალათბურთის მიმართ...
ახალგაზრდულ ევროპირველობებზე ჩვენი მეტოქეები გამოვლინდა
ესპანეთის EBA ლიგაში 20 წლის ლუკა ბულაშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა და გუნდს მოაგებინა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ლუკა ბულაშვილის 21 ქულა და იოლი გამარჯვება "როსალიასთან"
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
ანდრონიკაშვილი სასტარტოში გამოჩნდა, ბულაშვილის გუნდმა კი კონკურენტს მოუგო
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
"ბასკონიას" სპეციალისტები თბილისში პერსპექტიული კალათბურთელების აღმოსაჩენად ჩამოვიდნენ
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და "სასკი ბასკონიას" შორის გაფორმებული კონტრაქტი [PDF]
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?