ტურნირზე აგვისტოს ბოლომდე შესვენება გამოცხადდა
ეკვადორის ნაკრებმა, რომელმაც შესარჩევი ეტაპი ძალიან შთამბეჭდავად დაიწყო, ერთპიროვნული ლიდერობა დაკარგა. თუ წინა შეხვედრაში პარაგვაელებთან ეკვადორელებს არ გაუმართლათ და უპირატესობის მიუხედავად (მხოლოდ ნობოამ სამჯერ გაარტყა ბურთი ძელს) ქულას დასჯერდნენ, ამჯერად ისინი აშკარად დაიჩაგრნენ.

კოლუმბია ნელ-ნელა ფერზე მოდის და მასპინძლებმა დამსახურებულად იმარჯვეს. გმირად "მილანის" კარლოს ბაკა იქცა, რომელმაც ორი კოხტა გოლი შეაგდო. ბომბარდირ ფელიპე კაისედოს არყოფნა ეკვადორისთვის, ცხადია, დიდი დანაკლისია.

იხილეთ ვიდეო

პერუსთან ჭიდილი ადვილი რომ არ იქნებოდა, გამოცდილმა ოსკარ ტაბარესმა მშვენივრად იცოდა და მისმა ურუგვაიმ ფრთხილად ითამაშა, შედეგზე. სასურველ გამარჯვებას "სენტენარიოზე" იქაურებმა მიაღწიეს კიდეც. ლუის სუარესმა დაბრუნება გოლით აღნიშნა, ამჯერად კი საგოლე პასით გამოირჩა და შეხვედრის ერთადერთი ბურთი ედინსონ კავანის გაატანინა. არგენტინელი რიკარდო გარეკა პერუელებს ჯეფესონ ფარფანის გარეშე სათანადოდ ვერ ერეკება და მის ბიჭებს წინა ხაზზე ცოტა ფანტაზია აკლდათ.

იხილეთ ვიდეო

ვენესუელასთან შეხვედრაში ჩილე აგებდა, მაგრამ პიცის შეგირდებმა ყველაფერს თავისი ადგილი მაინც უპრობლემოდ მიუჩინეს. მაურისიო პინილიამ და არტურო ვიდალმა ორ-ორი გოლი დაინაწილეს, ალექსის სანჩესი კი ორი საგოლე გადაცემით დაკმაყოფილდა. ჩილე არგენტინასთან მარცხით განაწყენებული გახლდათ და ჯავრი საბრალო ვენესუელელებზე იყარა.

არგენტინამ დაგეგმილი გამარჯვება მშვიდად მოიპოვა კორდობაში "ესტადიო მარიო ალბერტო კემპესზე" - 2:0. საინტერესოა, რომ "რივერ პლეიტის" 29 წლის მცველ გაბრიელ ივან მერკადოს ზედიზედ ორი შეხვედრაა, გააქვს. მეორე ბურთი ლეო მესიმ შეაგდო პენალტით. ეს მისი 50-ე გოლი იყო ნაკრების მაისურით და 499 ბურთი მთელ კარიერაში. მესის 6 გოლი აკლია, რომ გაბრიელ ომარ ბატისტუტას გაუთანაბრდეს -"ფიორენტინასა" და "რომას" ყოფილ ფორვარდს "ალბისელესტეს" მაისურით 56 ბურთი აქვს გატანილი.

"ძალიან მიხარია, რომ 50-ე გოლი გავიტანე, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი მოგება იყო. თითოეული გამარჯვება შეთამაშებაში, ზრდასა და წინსვლაში გვეხმარება" - თქვა 28 წლის ლეომ.

იხილეთ ვიდეო

ბრაზილია კი ისევ შავ დღეშია და ამჟამად მსოფლიოს ჩემპიონატზე გამსვლელ ზონაში ისევ არ არის. ეს კი არა, "სელესაოს" ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ პარაგვაისთან რომ წაეგო, კარლოს დუნგა ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. არადა, 92-ე წუთამდე აგებდა...

პარაგვაიმ უკეთ დაიწყო და რამდენიმე გამოუყენებელი მომენტის მერე მაინც დაწინაურდა - შეცვლაზე შემოსულმა როკე სანტა კრუსმა ედგარ ბენიტესის ჩაწოდებისას ბურთი ეფექტურად გაატარა, ხოლო დარიო ლესკანომ ზუსტად დაარტყა და ბოლო ორ მატჩში მესამე გოლი შეაგდო. მეორე ტაიმის დებიუტში სხვაობა თავად ედგარ ბენიტესმა გაზარდა.

რამონ დიასის ბიჭებმა ანგარიშის შენახვა გადაწყვიტეს და ყველაფერი მშვიდად მიდიოდა, სანამ 79-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული ჰალკი შორიდან არ გაისვრიდა. ვილიარმა, როგორც შეძლო, ისე მოიგერია, ხოლო რიკარდო ოლივეირამ დამატებაზე გაიტანა, მას იქამდე ძელისთვისაც ჰქონდა ბურთი გარტყმული. 92-ე წუთზე კი პარაგვაელებს საჯარიმოში დანი ალვეში შეეპარათ, რომელმაც ტექნიკურად ითამაშა და ბევრი რომ პასს ელოდა, თავად დაარტყა შორეულ კუთხეში.

იმავე ალვეშის აქტიურობის წყალობით უკანასკნელ წამებზე ბრაზილიამ კინაღამ სულაც მოიგო, მაგრამ ეს უკვე არც ისე სამართლიანი იქნებოდა.

"ფეხბურთი ამითაცაა საინტერესო და მომხიბვლელი, რომ რთული სიტუაციებიდან გამოსვლა უნდა შეგეძლოს. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ადვილი ფინალურ ეტაპზე გასვლა არასდროს ყოფილა, განსაკუთრებით, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული.

ბურთთან ერთად როდესაც ვართ, ტექნიკური არსენალი უფრო უნდა გამოვაჩინოთ და გამოვიყენოთ, ხოლო უბურთოდ უფრო ფიზიკურად მძლავრი თამაში უნდა ვაჩვენოთ" - აღნიშნა დუნგამ.

იხილეთ ვიდეო

კოლუმბია-ეკვადორი 3:1

გოლები: 1:0 ბაკა (15), 2:0 პერესი (48), 3:0 ბაკა (67), 3:1 მ. აროიო (90)

კოლუმბია (4-2-3-1): ოსპინა - არიასი, საპატა, მურილიო, დიასი - ტორესი, პერესი (84. კუეალარი) - კარდონა, კუადრადო (85. მორენო), როდრიგესი - ბაკა (79. რამოსი)

ურუგვაი-პერუ 1:0

გოლი: 1:0 კავანი (53)

გოლები (4-4-2): მუსლერა - მ. პერეირა, ვიქტორინო, ა. კოატესი, პერეირა - სანჩესი (86. როლანი), არევალო, ვესინო (46. როდრიგესი), გონსალესი (80. ფუსილე) - კავანი, სუარესი

არგენტინა-ბოლივია 2:0

გოლები: 1:0 მერკადო (20), 2:0 მესი (30-პენ.)

არგენტინა (4-3-3): რომერო - მარკადო, დემიკელისი, პინოლა, როხო - ბილია, მასკერანო, ბანეგა (84. ა. ფერნანდესი) - დი მარია (31. კორეა), მესი, იგუაინი (77. აგუერო)

ვენესუელა-ჩილე 1:4

გოლები: 1:0 ოტერო (9), 1:1 პინილია (33), 1:2 პინილია (52), 1:3 ვიდალი (72), 1:4 ვიდალი (90+2)

ჩილე (4-3-3): ერერა - ისლა, მედელი, ხარა, ბოსეჟური - სილვა, გუტიერესი, ვიდალი - სანჩესი, ორელიანა (87. მენა), პინილია (80. პინილია)

პარაგვაი-ბრაზილია 2:2

გოლები: 1:0 ლესკანო (40), 2:0 ბენიტესი (49), 2:1 რიკარდო ოლივეირა (79), 2:2 დანი ალვეში (90+2)

ბრაზილია (4-3-3): ალისონი - დ. ალვეში, მირანდა, ჟილი, ფილიპე ლუიში - ლუის გუსტავო (70. ლიმა), ფერნანდინიო (46. ჰალკი), რენატო აუგუსტო - ვილიანი, რიკარდო ოლივეირა (80. ჟონასი), დუგლას კოშტა

თ მ ფ წ ბ ქ

1. ურუგვაი 6 4 1 1 12-4 13

2. ეკვადორი 6 4 1 1 12-7 13

3. არგენტინა 6 3 2 1 6-4 11

4. ჩილე 6 3 1 2 12-10 10

5. კოლუმბია 6 3 1 2 9-8 10

6. ბრაზილია 6 2 3 1 11-8 9

7. პარაგვაი 6 2 3 1 7-6 9

8. პერუ 6 1 1 4 6-12 4

9. ბოლივია 6 1 0 5 7-13 3

10. ვენესუელა 6 0 1 5 7-17 1

ბომბარდირები: 4 - ფელიპე კაისედო (ეკვადორი), დარიო ლესკანო (პარაგვაი); 3 - კარლოს ბაკა (კოლუმბია), ედინსონ კავანი (ურუგვაი), ჯეფერსონ ფარფანი (პერუ), დიეგო გოდინი (ურუგვაი), ალექსის სანჩესი (ჩილე), ედუარდო ვარგასი (ჩილე), არტურო ვიდალი (ჩილე).

მომდევნო ტური

28 აგვისტო:

არგენტინა-ურუგვაი, ბოლივია-პერუ, კოლუმბია-ვენესუელა, ეკვადორი-ბრაზილია, პარაგვაი-ჩილე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია