მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე "დალასი" 8 ქულით აგებდა, მაგრამ დასკვნით ეპიზოდში მასპინძლებმა შედეგიანად ითამაშეს
"დალას მავერიკსმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მეტოქე აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი სუსტი წარმომადგენელი "ნიუ იორკი" გახლდათ, თუმცა დალასელებს ახლა ისე უჭირთ, რომ ამ უკანასკნელის დამარცხებაც დიდ ძალიასხმევად უჯდებათ.

მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე "დალასი" 8 ქულით აგებდა, მაგრამ დასკვნით ეპიზოდში მასპინძლებმა შედეგიანად ითამაშეს და ჯეი-ჯეი ბარეას წინამძღოლობით გამარჯვებამდე მივიდნენ - 91:89.

ტეხასელთა დამაწინაურებელი ბურთი მატჩის დასრულებამდე 49 წამით ადრე ბარეამ ჩააგდო, რომელიც 26 ქულით "დალასის" ბომბარდირი გახდა.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ქართველი ცენტრი მოედანზე 19 წუთით გამოჩნდა და საკმაოდ შედეგიანი იყო. ზაზამ 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ ფაჩულიას ანგარიშზე 6 ქულა, 9 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაგროვდა. დირკ ნოვიცკიმ 33 წუთში 11 ქულა მიითვალა, რომელმაც თამაშიდან განხორციელებული 23 სროლიდან მხოლოდ 5 ჩააგდო.

37 მოგებითა და 38 მარცხით "დალასი" ანალოგიური შედეგის მქონე "ჰიუსტონთან" დასავლეთ კონფერენციიდან პლეი ოფში გამსვლელ უკანასკნელ, მე-8 ადგილს იყოფს. მორიგი მატჩი ტეხასელებს 2 აპრილს, დეტროიტში "პისტონსთან" ელით.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
[PHOTO] ჩარტერული რეისი და საჩუქრები დონჩიჩისგან - ლუკამ "ლეიკერსი" სლოვენიაში დაპატიჟა
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ