22 წლის ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) კბილებით იცავს კომუსუბის ტიტულს

22 წლის ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) კბილებით იცავს კომუსუბის ტიტულს, რომელიც კარიერაში პირველად ნაგოიას ბაშოს წინ მიიღო. ტოჩინოშინს ცუდი სტარტი ჰქონდა და ახლა თითქმის გამოუვალი მდგომარეობის გამოსწორება უწევს - ლევანს ბაშოზე მხოლოდ ერთი წაგების უფლებაღა აქვს. გუშინ ტოჩინოშინის მეტოქე გოლიათი ბულგარელი კოტოოშუ იყო, რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდა ნაგოიაში. კოტოოშუ ძალიან მაღალი, ღონიერი და მოხერხებულია, სხვა გზა არ იყო და ლევანმა ხერხს მიმართა, დაჯახებამდე წამით ადრე ოდნავ მარცხნივ გადახტა და გვერდიდან შეუტია ოძეკის, რომელმაც "აზრზე მოსვლა" ვერ მოასწრო და ოშიდაშით დამარცხდა. ტოჩინოშინის ბალანსი ჯერ კიდევ უარყოფითია - 3-6. დღეს ქართველი კომუსუბი მონღოლ ასასეკირიუს შეხვდება. "წითელი ურჩხული" პირველი მაეგაშირაა, თუმცა საშინლად ასპარეზობს (1-8). თუკი ტოჩინოშინი იმარჯვებს ეს მისთვის საიუბილეო, მე-100 მოგება იქნება ელიტაში. აქამდე ტოჩინოშინი და ასასეკირიუ 5-ჯერ შეერკინნენ ერთმანეთს, ქართველი 2:3-ს აგებს.

საქმე გაირთულეს ქართველმა მაეგაშირებმა, აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) შოტენროს შეტევა ვერ გაითვალა, მან კი ცაციათი სუკუინაგეს ილეთი შეასრულა და 202-კილოიანი ქართველი დოჰიოს ცენტრში დააგდო. გაგამარუს 4-5 ბალანსი აქვს და დღეს ნაგოიაში ბეჭდაუდებელ ჰომაშოს შეხვდება. გაგამარუ ცაცია ჰომაშოს კარიერაში პირველად დაეჭიდება.

კოკაიმ (ლევან ცაგურია) ზედიზედ მე-4 მარცხი იწვნია, "შავმა ზღვამ" შეძლო ტამაასუკას დიჰიოს კიდემდე გაყვანა, იქ კი მეტოქის კონტრშეტევა გაეპარა. კოკაის 4-5 ბალანსი აქვს, დღეს ის მე-15 მაეგაშირა ჰოკუტორიკის (5-4) შეხვდება. ეს რიკიშიები ერთმანეთს 14-ჯერ შეხვდნენ, "შავი ზღვა" გამარჯვებული მხოლოდ 5-ჯერ გამოვიდა დოჰიოდან.

ორი დაუმარცხებელი სუმოისტის ბრძოლაში დიდმა მონღოლმა ჰაკუჰომ იმარჯვა, იოკოძუნამ 24 წლის წერო-ურჩხული კაკურიუ იორიკირით დაამარცხა. ჰაკუჰომ ზედიზედ 41-ე ბრძოლა მოიგო. ბაშოს 9-9 მოგებით ჰაკუჰო და მე-13 მაეგაშირა ჰომაშო ლიდერობენ. ჩემპიონობისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ შეუძლიათ კაკურიუს (8 მოგება) და კოტოოშუს (7).

ივლისის ბაშო. 11-25 ივლისი. ნაგოია (იაპონია)

IX დღე: ჰაკუჰო-კაკურიუ (იორიკირი), ბარუტო-კაიო (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ტოკიტენკუ (იორიკირი), ტოჩინოშინი-კოტოოშუ (ოშიდაში), არანი-კისენოსატო (იორიკირი), კიტატაიკი-კოტოშოგიკუ (იორიკირი), ასასეკირიუ-ჰაკუბა (შიტატენაგე), ვაკანოსატო-ტოჩიოძანი (ჰატაკიკომი), ამინიშიკი-ტოკუსეგავა (იორიკირი), კიოკუტენჰო-იოშიკაძე (იორიკირი), შიმოტორი-ბუშუიამა (იორიკირი), ტოსაიუტაკა-კაკიძოე (იორიტაოში), ჰომაშო-მოკონამი (ოშიტაოში), კიმურაიამა-ტაკეკაძე (ცუკიოტოში), ტაკამისაკარი-ტამავაში (იორიტაოში), შოტენრო-გაგამარუ (სუკუინაგე), ტამაასუკა-კოკაი (შიტატენაგე), ჰოკუტორიკი-ტამანოშიმა (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა

9-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰომაშო (მაეგაშირა 13).

8-1: კაკურიუ (მ 6).

7-2: კოტოოშუ (ოძეკი).

6-3: კაიო (ოძეკი), ბარუტო (ოძეკი), კისენოსატო (სეკივაკე), ტაკამისაკარი (მ 11)... 4-5: გაგამარუ (მ 12), კოკაი (მ 12)... 3-6: ტოჩინოშინი (კომუსუბი).

X დღე

ქართველთა მეტოქეები: ტოჩინოშინი-ასასეკირიუ, გაგამარუ-ჰომაშო, კოკაი-ჰოკუტორიკი.

ფოტოზე: ტოჩინოშინის გამარჯვება

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო