მოტა: 100%-იანი იტალიელი ვარ

ორშაბათიდან მოყოლებული იტალიის ეროვნული ნაკრები გერმანიასთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება. თუმცა, მზადება ამას ნაკლებად ეთქმის, რადგან “აძურა” დორტმუნდში გასამართ თამაშამდე მხოლოდ ორი დღით ადრე შეიკრიბა. ტრადიციულად, იტალიის ნაკრები ფლორენციაში მდებარე “კოვერჩიანოს” საწვრთნელ ბაზაზე ემზადება, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, საამისო დრო ამჯერად უბრალოდ არ იყო. “აძურა” პირდაპირ გერმანიაში გაემგზავრა და როგორც ჩეზარე პრანდელი აცხადებს, თამაშამდე მხოლოდ სამ ვარჯიშს ჩაატარებს. ჟურნალიასტთა განსაკუთრებულ ყურადღებას დებიუტანტები იწვევენ, მათ შორის “იუვენტუსის” თავდამსხმელი ალესანდრო მატრი. მოვუსმინოთ ახალგაზრდა ფორვარდს, რომლის ცხოვრებაშიც ამ ზამთარს ძალიან ბევრი რამ შეიცვალა:

“ის, რაც ბოლო კვირეებში ჩემს თავს ხდება, ნამდვილი სასწაულია. ეს ზღაპარია, რომელიც მინდა ძალიან დიდ ხანს გაგრძელდეს. ათიოდე დღის წინ ტურინის “იუვენტუსში” ამოვყავი თავი, სადაც შესანიშნავად მიმიღეს, რასაც ეროვნულ ნაკრებში გამოძახება მოჰყვა. “სკუადრა აძურაში” თამაშზე მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო და ხანდახან საკუთარ თავს ვეკითხები, ნუთუ ეს მართლა მოხდა? – დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩეზარე პრანდელის, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და ყველაფერს ვიღონებ, რომ გაცემული ავანსები გავამართლო. იმედი მაქვს, გერმანიასთან თამაში მომიწევს, მაგრამ ასეც რომ არ მოხდეს, უკვე ბედნიერი ვარ, რომ ნაკრებში მიწვევა მივიღე – ეს რაღაც ახლის დასაწყისია”.

მას შემდეგ, რაც ალესანდრო მატრი “იუვენტუსში” გადავიდა, იტალიაში ერთი ამბავია ატეხილი – “ბიანკონერის” გულშემატკივრები ამტკიცებენ, რომ მატრი ჯამპაოლო პაცინიზე მაგარი ფორვარდია, რასაც რა თქმა უნდა “ინტერისტები” არ ეთანხმებიან. დავაში ჟურნალისტებიც კი ჩაერთვნენ და ამ თემას ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სპორტული გადაცემაც კი მიეძღვნა. მატრი ამ საკითხზე დიპლომატიურად საუბრობს:

“პაცინი სულ სხვა სტილის ფორვარდია და არ მიმაჩნია სწორად, როდესაც ჩვენი შედარება ხდება. ის ტიპური ცენტრფორვარდია და ბრწყინვალედ აგვირგვინებს შეტევებს, მე კი უკნიდან თამაშიც მიყვარს და რაც მთავარია, მეხერხება. მთავარი კი ის არის, რომ ნაკრებში ერთად ვასპარეზობთ და იმედია, ძლიერ ტანდემს შევქმნით. ჯამპაოლოსთან ვმეგობრობ, შესანიშნავი ადამიანია და მიხარია, რომ “სკუადრა აძურაში” ერთად მოგვიწევს თამაში. პაცინი ეროვნული გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, მთავარი ეს არის და ვფიქრობ, ეს “იუვენტუსის” ქომაგებსაც უნდა ახარებდეთ”.

სანამ სანაკრებო თემას განვაგრძობდეთ, კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით მოვუსმინოთ “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ახლადგამომცხვარ თავდამსხმელს: “რა თქმა უნდა, არ მესიამოვნა, როდესაც სარდინიაში მისტვინეს და რბილად რომ ვთქვათ, ცივად შემხვდნენ. “კალიარისთვის” ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო და დღემდე ამ გუნდის გულშემატკივრად ვრჩები. თუმცა, არ შემეძლო “იუვენტუსში” გადასვლაზე უარი მეთქვა, რადგან გრანდში თამაშზე ბავშვობიდან ვიცნებობდი. დიდი მიზნები მაქვს დასახული და მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში “კალიარიში” ნამდვილად ვერ ვიასპარეზებდი – იმედია, სარდინიელი გულშემატკივრები ამას ადრე თუ გვიან გააცნობიერებენ. იქნებ, ერთ მშვენიერ დღეს დავბრუნდე კიდეც მშობლიურ გუნდში, ამას ნამდვილად არ გამოვრიცხავ”.

ყურადღება არც ჩეზარე პრანდელის აკლია, რომელმაც თავის კომენტარში დიდი დრო ანტონიო კასანოზე საუბარს დაუთმო: “გერმანელებს ძალიან დიდი მოტივაცია აქვთ, რადგან მათ კარგად ახსოვთ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამართული პაექრობა. მას შემდეგ იტალიის ნაკრებში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, პრაქტიკულად მთელი შემადგენლობა და გვსურს დავამტკიცოთ, რომ ამ თაობასაც შეუძლია დიდი გამარჯვებების მოპოვება. მიმაჩნია, რომ იოახიმ ლიოვს ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები ჰყავს მსოფლიოს მასშტავით და მათთან გასვლაზე თამაში ნამდვილად წაგვადგება. თუმცა, ამ პაექრობის მხოლოდ მოსამზადებელ ჭრილში განხილვა არ შეიძლება, რადგან იტალიისა და გერმანიის დაპირისპირება ყოველთვის პრინციპულ ხასიათს ატარებდა და ასეა ახლაც. იქნება თუ არა ძირითადში კასანო? – ამას თამაშის დღეს გაიგებთ და კარგი იქნება თუ შემადგენლობაზე აღარ დამისვავთ კითხვებს. ანტონიოსთან პერსონალურად არ მისაუბრია, რადგან რაც სათქმელი იყო, უკვე ითქვა. კარგად იცის, რომ შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს და მუხლჩაუხრელად უნდა იშრომოს. მასზე მთელი იტალია უდიდეს იმედებს ამყარებს და მჯერა, რომ ეს ბოლომდე აქვს გაცნობიერებული”.

ბედნიერია ტიაგო მოტა, რომელიც ასევე პირველად გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში და როგორც თავად აცხადებს, ერთი სული აქვს როდის მოირგებს ცისფერ მაისურს: “ამ განცდას ვერაფერი შეედრება, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მეორედ დავიბადე. ბავშვობიდან ვოცნებობ ნაკრებში თამაშზე და უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ჩეზარე პრანდელიმ შრომა დამიფასა. ოღონდ, არ იფიქროთ ბრაზილიის ეროვნულ გუნდზე ვოცნებობდი, არამც და არამც – თავიდანვე იტალიის ღირსების დაცვა მსურდა, რადგან მამაჩემი მუდმივად იმას მიმეორებდა, რომ ჩვენ იტალიელები ვარ. დიახ, ბრაზილიაში დავიბადე, მაგრამ განა აქვს მნიშვნელობა ადამიანი სად დაიბადება? – ჩემი აზრით, ეს მეათე ხარისხოვანია. 100%-იანი იტალიელი ვარ, დედითაც და მამითაც და ყოველთვის მიკვირს როდესაც ჩემზე როგორც ნატურალიზებულ ფეხბურთელზე, ისე წერენ. იმედი მაქვს, გერმანიასთან თამაში მომიწევს და ვპირდები გულშემატკივარს, რომ თავს არ დავზოგავ”.

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...