პრემიერლიგაში საინტერესო მწვრთნელთა კრებული იკრიბება
როგორც მოსალოდნელი იყო, ანტონიო კონტეს "ჩელსიში" მისვლის ამბავი ოფიციალურად დადასტურდა.

მხარეებმა შეთანხმების გასაჯაროება აღარ გადადეს და თან იტალიურ-ინგლისური პრესის ხელში, უკვე გასაიდუმლოებაც აღარ გამოდიოდა. 46 წლის სპეციალისტი ამჟამად იტალიის ნაკრებს თავკაცობს. იგი ევრო 2016-ზე თავის საქმეს მოილევს, "სკუადრა აძურადან" წავა და ლონდონელთა რიგებში გააგრძელებს საქმიანობს. ევრო 2016 კონტესთვის ყველაზე გვიან, 10 ივლისს დასრულდება, თუ იტალია ფინალში გავიდა.

"ჩელსის" ისტორიაში იტალიელი მწვრთნელები არ აკლია და კონტე მეხუთე გახდება ჯანლუკა ვიალის, კლაუდიო რანიერის, კარლო ანჩელოტისა და რობერტო დი მატეოს მერე.

მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიოს ნაცვლად "ლურჯების" თავკაცად დანიშნული გუს ჰიდინკი მშვენივრად მუშაობს და მის ხელში გუნდს პრემიერლიგაში არ წაუგია (ჰიდინკმა რეკორდი დაამყარა, პოსტზე დანიშვნიდან პირველი მატჩის მერე 14-მატჩიანი წაუგებელი სერია აქამდე პრემიერლიგაში არც ერთ მწვრთნელს არ ჰქონია), ჰიდინკი უნდა შეეგუოს, რომ ისევ დროებითი მწვრთნელის სტატუსი შემორჩა "სტემფორდ ბრიჯზე".

არადა, ფანების ნაწილი უკვე იმასაც ამბობდა, უფროსობას გუსისთვის შანსი რომ მიეცა, ურიგო არ იქნებოდაო.

"ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ და ერთადერთი, რაც მიმიზიდავდა, ისეთი გამორჩეული ვარიანტია, როგორიც "ჩელსის" მწვრთნელობა გახლავთ" - თქვა კონტემ.

"ძალიან გვიხარია, რომ მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ, ნიჭიერ და პერსპექტიულ სპეციალისტთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც სრულიად შეეფერება ჩვენს სამომავლო გეგმებსა და ამბიციებს" - აღნიშნა "ჩელსის" დირექტორმა მარინა გრანოვსკაიამ.

კონტეს მსგავსი ენერგიული ადამიანი ამ ასაკში ნაკრებისთვის ჯერ მართლაც ცოდო გახლდათ და მისთვის ადრე იყო წელიწადში დაახლოებით 7-8 მატჩით დაკმაყოფილება. თანაც, "სკუადრა აძურა" ახლა გარდამავალ პერიოდშია და გარკვეული პრობლემები აქვს.

კონტე კი, როგორც ტაქტიკოსი და სტრატეგიც, კარგია და პირველ რიგში, როგორც ენთუზიასტი და მუხტის მიმცემი, ისე გამოირჩევა. წარსულში "იუვენტუსის" ფეხბურთელს, რომელსაც ტურინელთა მაისურით 400-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, შემდეგ უკვე მწვრთნელის რანგში "ბებერი ქალბატონი" სერიოზული კრიზისიდან ჰყავს გამოყვანილი და ფეხზე დაყენებული.

მასიმილიანო ალეგრიმაც "კონტისიმეს" ნოვაციურ იდეებს დააშენა ახალი "იუვე" დიდწილად. სწორედ ანტონიომ დააბრუნა ავანგარდში 3-5-2 სქემა, რომლის გამოყენებაც ახლა უკვე ბევრმა გუნდმა და მწვრთნელმა განაახლა. ასე რომ, მას ნამდვილად შეუძლია "ჩელსის" ახალი სული შთაბეროს.

თუმცა მომთხოვნმა სპეციალისტმა, რომელიც მაშინაც კი უკმაყოფილოა, როდესაც მისი გუნდი იგებს და ფეხბურთელებს წვრილმან ხარვეზებზე საყვედურობს ხოლმე, თავადაც უნდა აუღოს ალღო პრემიერლიგას, რადგან ამიერიდან, ის სხვა სამყაროში მოხვდება და, როგორც გუნდი უნდა მოერგოს კონტეს, ასევე თავად "კონტისიმე" უნდა შეეგუოს "კუნძულს".

სტატისტიკა

* 1971/72 წლების სეზონიდან მოყოლებული, კონტეს სერია A-ში "იუვეს" მწვრთნელის რანგში ყველაზე მაღალი მოგებათა საშუალო პროცენტული მაჩვენებელი აქვს - 72,8%.

* მან "ბიანკონერის" თავკაცის პოსტზე 114 ჩემპიონატის მატჩიდან 83 მოიგო და მხოლოდ 7 წააგო.

* კონტეს "იუვენტუსმა" ზედიზედ 43 ტურში გაიტანა (2013 წლის თებერვალი-2014 წლის მარტი), რაც სერია A-ს რეკორდია.

* მან ტურინელებს სამივე სეზონში სკუდეტო მოაგებინა და 2013/14 წლების სეზონში ეს 102 ქულით, 38 მატჩიდან 33 მოგებით გააკეთა. ორივე ეს მაჩვენებელი ასევე სერია A-ს რეკორდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
შმეიხელი: არ მგონია, ინგლისში ედეგორის მსგავსი ფეხბურთელი იყოს
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
[VIDEO] "მე ასე გეუბნები!" - დე ლაურენტისისა და კონტეს გიჟური პრესკონფერენცია
რუსული ტოტალიზატორის ელჩობა ძვირად დაუჯდა - იტალიის ნაკრებს პირლოს არ ჩააბარებენ
ვინ შეცვლის ალეგრის "მილანში" - 2 კანდიდატი უკვე დასახელდა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს პირლო ჩაუდგება სათავეში
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს