სიტის ბადეში თევზები კიდევ გაებმებიან

“მანჩესტერ სიტის” გარემარბ შონ რაიტ-ფილიპსს კლუბი უკანასკნელ შანსს მისცემს ძირითად გუნდში დასამკვიდრებლად. ამისთვის მას ძალზე “მარტივი” დავალება მისცეს: სათანადოდ უნდა შეცვალოს ტრავმირებული ადამ ჯონსონი. მიმდინარე სეზონში შონი პრაქტიკულად მიჯაჭვულია სათადარიგოთა სკამს. მას კარიერის სხვა კლუბში გაგრძელება სურდა, თუმცა “ქალაქელებმა” მის ტრანსფერზე უარი თქვეს, რადგან იმ პერიოდისთვის ჯონსონი უკვე სერიოზულად იყო დაშავებული. რობერტო მანჩინის თანაშემწე დევიდ პლატი აცხადებს, რომ ვინგერის გაშვებაზე სამწვრთნელო შტაბმა შეგნებულად თქვა უარი, რათა ამით გუნდისთვის დამატებითი პრობლემები არ შეექმნათ. ბოლო ტურის შეხვედრაში რაიტ-ფილიპსმა შეცვლაზე ითამაშა “ვესტ ბრომვიჩთან” და სიმართლე ითქვას, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. მანჩინი კიდევ გეგმავს ფეხბურთელისთვის სათამაშო დროის გამოყოფას. ამის შესახებ მან “სქაი სპორტსს” განუცხადა: “მას შეუძლია ადამ ჯონსონის სრულფასოვანი შემცვლელი გახდეს. სამწუხაროა, რომ ჩემს გუნდში არსებული არნახული კონკურენციის გამო იანვრამდე რაიტ-ფილიპსი ხშირად რჩებოდა განაცხადს მიღმა. თუმცა ახლა თავდადებით მუშაობს და აშკარაა, რომ მას შეუძლია გუნდს სისწრაფე და შემტევი პოტენციალი შემატოს. ჩვენ არც ისეთი სულელები ვართ, რომ ვერ გავისიგრძეგანოთ, რა დახმარება შეუძლია მას გაუწიოს გუნდს სეზონის ბოლომდე”.

26 წლის შვეიცარიელი ნახევარმცველი გიოქჰან ინლერი 2007 წლიდან “უდინეზეში” ასპარეზობს. იტალიური პრესის ცნობით, მისით რამდენიმე სერიოზული ევროპული კლუბია დაინტერესებული. დიდი შანსია, ზაფხულში ფრიულელებმა ერთ-ერთი ლიდერი დაკარგონ კიდეც. ლაპარაკია “ნაპოლის”, “ინტერის”, “ჰამბურგის”, “ვოლფსბურგისა” და “მანჩესტერ სიტის” ინტერესზე. თუკი საქმე უხვ სატრანსფერო წინადადებაზე მიდგება, გამარჯვებულის ვინაობას ალბათ ფეხბურთით დაინტერესებული პატარა ბავშვიც გამოიცნობს - გააჩნია რამდენად დაჟინებით მოითხოვს ფეხბურთელის შეძენას “სიტის” თავკაცი რობერტო მანჩინი.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"