ფორმულა 1-ის გრან პრის პარალელურად
ფორმულა 1-ის ეტაპის პარალელურად, მოტოგრანპრიში გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი - არგენტინის გრანპრი, რომელსაც დრამატული ფინიში ჰქონდა.

"დუკატის" პილოტებს ეს რბოლა დიდი ხანი დაამახსოვრდებათ: ბოლო წრეზე ამ გუნდის ორი პილოტი უმიზნებდა პოდიუმს, მაგრამ, საბოლოოდ, ვერც ერთი იქ ვერ მოხვდა.

ანდრეა იანონე არ შეურიგდა მესამე ადგილს და აგრესიულად შეუტია ანდრეა დოვიციოზოს, რამაც ორივეს წაქცევა გამოიწვია.

შედეგი ის იყო, რომ მათ არც მეორე და არც მესამე ადგილი არ შეხვდათ და თან, იანონეს მომდევნო ეტაპის სტარტზე სამი პოზიციით უკან დაწევენ. აღსანიშნავია, დოვიციოზოს მონდომება, რომელმაც ხელით მიიყვანა მოტოციკლი ფინიშამდე და მე-13 ადგილი დაიკავა.

გამარჯვება "ჰონდას" პილოტმა მარკ მარკესმა მოიპოვა. "დუკატის" კატასტროფამ კი პოდიუმისკენ გზა გაუხსნა ვალენტინო როსისა ("იამაჰა") და დანი პედროსას ("ჰონდა"). მოქმედი ჩემპიონი და პირველი ეტაპის მომგები ხორხე ლორენსო ფინიშამდე ვერ მივიდა.

ორი ეტაპის შემდეგ, საერთო ჩათვლას სათავეში ჩაუდგა მარკ მარკესი, რომელსაც 41 ქულა აქვს. 33 ქულით მეორეა როსი, მესამე - პედროსა (27 ქულა) და მეოთხე - ლორენსო (25).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა