ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. I მატჩის წინ
* მეოთხედფინალში მეტოქეები ლა ლიგაში, შესაბამისად, პირველ და მეორე ადგილებზე არიან და მათ შორის სხვაობა 6 ქულაა.

* "ბარსელონამ" შაბათს 39-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

* ორივე გუნდი საგარეო ფორმით ითამაშებს.

* ლიონელ მესიმ "ატლეტიკოსთან" 28 თამაშში 25 გოლი გაიტანა. არგენტინელმა სამჯერ შეასრულა ჰეთ თრიკი.

შაბათს "ბარსას" 39-მატჩიანი წაუგებელი სერია უხეშად შეაჩერეს და თან ეს მისმა მთავარმა მტერმა "რეალმა" გააკეთა. დღეს კატალონიურ გრანდს კიდევ ერთი უსიამოვნო სტუმარი ელის მადრიდიდან.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები უამრავჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ, ყველა შეჯიბრებაში "ბარსამ" და "ატლეტიკომ" 196-ჯერ ითამაშეს. "ბარსელონამ" 88-ჯერ მოიგო, "ატლეტიკომ" - 61-ჯერ.

ევროთასებზე ეს გუნდები მხოლოდ ორ მატჩში დაუპირისპირდნენ - 2014 წლის გაზაფხულზე ზუსტად ამ ეტაპზე მოხდა. პირველი მატჩი მაშინაც "კამპ ნოუზე" გაიმართა და დიეგოს გოლს ნეიმარმა უპასუხა - 1:1. საპასუხო მატჩი "ატლეტიკომ" კოკეს ერთადერთი გოლით მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

პრესკონფერენცია

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ატლეტიკოს" ხშირად ვხვდებით, მაგრამ ამ გუნდის თამაშის გაანალიზება ყოველ ჯერზეა საჭირო, რადგან მას შეუძლია სტილის შეცვლა. "ატლეტიკო" ტოპ-კლუბია, მტკიცედ განსაზღვრული საფეხბურთო ფილოსოფიით. "ატლეტიკო" პრესინგს თამაშობს და კონტრიერიშებზეა სახიფათო.

"რეალთან" თამაში 65 წუთის განმავლობაში კარგი იყო, შემდეგ კი შეცდომები დავუშვით. ახლა კლასიკო უკვე დავიწყებულია. ჩვენ ხომ რობოტები არ ვართ, რომ უშეცდომონი ვიყოთ. იმედი მაქვს, ეს მარცხი მოტივაციას შეგვმატებს "ატლეტიკოსთან" თამაშში. მეტოქეს წინ ორი საოცარი ფეხბურთელი ჰყავს, გრიზმანი და ტორესი. მათ უნდა ვუფრთხოდეთ".

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ორივე გუნდმა კარგად იცის ერთმანეთის ავ-კარგი. არა მგონია, რომელიმემ მეტოქეს სიურპრიზი შევთავაზოთ, ეს ძალიან ძნელი იქნება. ლუის ენრიკეს გუნდი შთამბეჭდავად თამაშობს. ჩვენ ყოველთვის საუკეთესო "ბარსას" ველით, ამიტომაც, არა მგონია, "რეალთან" მათმა წაგებამ ამ შეხვედრაზე რამენაირად იმოქმედოს. იმედია, "ბარსას" MSN-ს ჩვენგან კედელივით გაუვალი დაცვა დაუხვდება".

გასულ უქმეებზე

"ბარსელონა" შინ 1:2 დამარცხდა "რეალთან". ჟერარდ პიკემ 56-ე წუთზე გახსნა ანგარიში, მაგრამ "ბარსამ" უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, ბენზემამ და რონალდომ გაიტანეს და სტუმრებმა სენსაციურად იმარჯვეს ლიდერთან.

"ატლეტიკომ" ამ სეზონში პირველად შეძლო 5 გოლის გატანა თამაშში, სიმეონეს გუნდმა 5:1 გაანადგურა "ბეტისი". დუბლი შეასრულა ანტუან გრიზმანმა. თითო გოლი გაიტანეს ფერნანდო ტორესმა, ხუანფრანმა და თომას პარტიმ.

სამშაბათი. 5 აპრილი

ბარსელონა-ატლეტიკო 22:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: სანდრო, ადრიანო, მატიო, ა. ვიდალი - ტიაგო, ო. ტორესი (?), გამესი (?), ხიმენესი (?)

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დ. ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი

რეალი (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - გაბი, ს. ნიგესი, ა. ფერნანდესი, კოკე - გრიზმანი, ფ. ტორესი

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sake
ბოდიშს კი ვიხდი ფეხბურთის ფანებთან,გინდა რეალის იყოს და გინდა ბარსელონასი,მაგრამ......ოე,ოე romaaaa....p.s. rg მორიენტესი და დელბოსკეც არ დაგვავიწყდეს
soccer
ენრიკე მაგარი მოზგია, რეალთან ბარსელონა დადიოდა და მაინც მეტი მომენტი შექმნა ვიდრე რეალმა, ზოგი ზიდანის დიდ ტაქტიკოსობაზე ალაპარკდა არადა რა ითამაშა 75 წუთი რონალდოც დაცვაში იდგა, ბარსას რომ სდომოდა ბერნაბეუზე რაც მოხდა უარესს უზამდა, მხოლოდ რეალის გულშემატკივარი თუ იტყვის რამე ცუდს ბარსაზე თორე ნეიტრალური გულშემატკივრისთვის ბარსაზე მაგარ ფეხბურთს არცერთი თამაშობს, ნახევაფინალში თუ შეხვდნენ რეალი ბარსა აი იქ ვნახავთ დიდ ანგარიშებს ორივე თამაშში
გენადი კალანდაძე
ბარსა ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ სამეფო კლუბთან მიახლოებამდე ბევრი აკლია. ჯერ ლიგა უნდა მოიგოს 10-ჯერ, ესპანეთის პირველობა 32-ჯერ და .აშ
vetanxmebi mixos
მართლა მიაც-მააცვამს :D ამ სეზონში საკუთარ სტადიონზე კველამ გაარღვია რეალი, ატლეტიკომ, ვილიარეალმა და ბარსამ ხომ სულაც მო..ნა და 1-2ზე გამართლებულმა მოგებამ რას აგაფუათ ხალხო, შეხვდება ლიგაზე გადაუგდებს ისევ ბარსა :D
rg
გუნდი რომ რაულის და კასილასის დარ ლეგენდებს ასე ტრაკულად გააგდებ გუნდიდან, მასეთ ფარჩაკ გუნდს როგორ უნდა უქომაგო......
მიხო
roma...რას მიაცვავ-მაცვავ, როგორც კახეელემი იტყვიან ხოლმე!!!.
gela
ვეთანხმები გაკვირვებულს!!! რეალის მოგებას რომ სენსაციად ნათლავ,...
rg
ნუ პროფესოროფთ, ერთი გააცუა რეალმა გაკუებაც არიკო და აუარდათ თავში :D ძალიან კარგად იცით რომ ბარსა გაცილებით მაღალ დონეზეა ვიდრე რეალი და ერთი წაგებით არაფერი შეცვლილა, 1-2 მოიგო ხალხო არაფრისმომცემ თამაშში და ნუ დაგავიწყდათ სადაც დაიჭირა იქ რომ გადაკუზა რეალი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით :D
roma
ჩემო ენრიკე ეტყობა ცოტა გაგრილდი და მიწაზე დაეშვი,ასე იცის ტრაბახმა,რაც შეეხება ატლეტიკოს ის კიდევ უფრო მეტ პრობლემებს შეგიქმნის ვიდრე რეალი,ამ წყვილში შანსები 40-60ზეა ატლეტიკოს სასარგებლოდ,შენ და შენს ფეხბურთელებს კი გინდათ ელ-კლასიკოს დავიწყება,მაგრამ "ზურიკელას"უნდა,აი ეს არის მთავარი,ჩემი აზრით სულ მალე მყარად დაეშვები მიწაზე,ეს იმიტომ მოხდება,რომ მეტოქეებს არ აფასებ,გგონია მარტო შენ ხარ და შენი ქალამანი,მაგრამ რეალობა სულ სხვაა,მაშ ასე გაიმარჯვოს ძლიერმა და ღირსეულმა.
გაკვირვებული
რეალის მოგება არავისთან არ არის სენსაცია
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
გაბრაზებული მოურინიო დერბის წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე ფოტოებით მივიდა - მას სიმეონემ უპასუხა
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
"ყველა ვარიანტში, "ოქროს ბურთი" მას უნდა გადასცენ" - სიმეონეს თავისი ფავორიტი ჰყავს
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
გრიზმანის ევროპული კარიერა სრულდება - ფრანგი MLS-ს მიაშურებს
"ის ჩემი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია" - სიმეონემ ალვარესის მომავალზე ისაუბრა
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს