ემოციური დაპირისპირებები ევროპალიგაზე
* ევროპალიგის ფინალი 18 მაისს ბაზელში გაიმართება.

* "სევილია" ევროპალიგის მოქმედი ჩემპიონია.

* გათამაშების ბომბარდირებს სათავეში არიც ადურისი უდგას (8 გოლი).

შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ ბაზელში ტრიუმფი არც "ლივერპულს" დასცალდეს და არც "დორტმუნდს", მაგრამ ერთი რამ უდავოა - დღის მთავარი დაპირისპირება მათია... იურგენ კლოპის გამო.

კლოპმა არ იცის...

"ლივერპულის" ამჟამინდელი თავკაცი იურგენ კლოპი გაცილებით მეტს ნიშნავს "დორტმუნდის" ფანებისთვის, ვიდრე მორიგი მეტოქის მორიგი მწვრთნელი. 2008-15 წლებში "დორტმუნდის" წარმატებებს სწორედ "კლოპო" ჭედდა.

მან "ბორუსიას" ბუნდესლიგა ორჯერ მოაგებინა, ერთხელ კი გერმანიის თასიც. მან ერთხელ გერმანული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიყვანა - 2013 წელს "უემბლიზე". კლოპის გუნდს ბოლო წუთებზე არიენ რობენის გოლით აჯობა "ბაიერნმა" - 2:1. გერმანელი ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ მათი გზები ასე მალე გადაიკვეთებოდა.

"იურგენ კლოპის დერბი" - ასე შეარქვეს ამ დაპირისპირებას. ხოლო უეფა-ს ოფიციალურმა საიტმა ორიგინალობა გამოიჩინა და კენჭისყრის მერე ეს წყვილი "ელ კლოპიკოდ" მონათლა. თავად კლოპი ამბობს, რომ თავის ახალ გუნდს იმ საოცარ გარემოს გააცნობს, რომელშიც მისი ყოფილი გუნდი თამაშობს.

ის "ლივერპულის" ფეხბურთელებს "დიდებული ქალაქის" გაცნობასაც უპირებს. მოკლედ, კლოპი "ბორუსიასა" და დორტმუნდის ქება-დიდებაშია და ალალად ამბობს, რომ არ იცის, რა ელის დორტმუნდში და როგორ შეხვდება თავად ტრიბუნების რეაქციებს.

"ასეთ ისტორიებს მხოლოდ ფეხბურთი წერს", - აცხადებს კლოპი და მართალიცაა.

"დორტმუნდი" და "ლივერპული" აქამდე სამჯერ შეხვდნენ ევროთასებზე - თითო მოგება, ფრე და წაგება. ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში, რა თქმა უნდა, 1966 წლის ევროპის თასების თასის ფინალი იყო გლაზგოში. ვილი მულტჰაუპის "დორტმუნდმა" 2:1 დაამარცხა ბილ შენკლის "ლივერპული".

დიდი ხნის პაუზის მერე ეს გუნდები 2001 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადაეყარნენ ერთმანეთს. ინგლისში 0:0 დასრულდა, გერმანიაში 2:0 "ლივერპულის" სასარგებლოდ, რომელსაც ნაოპერაციები ჟერარ ულიე ვერ გაჰყვა.

"დორტმუნდი" ევროპალიგაზე მაგრად თამაშობს, გუნდმა შინ 7 შეხვედრიდან 6 მოიგო. რაც პლეი ოფი დაიწყო, "დორტმუნდმა" ოთხივე შეხვედრა მოიგო და თან, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. გერმანული კლუბის ნახევარმცველ ნური შაჰინს "ლივერპულში" უთამაშია - 2012/13 წლების სეზონში 5 თვე იჯარით გაატარა "ნისლიან ალბიონზე".

შეგახსენებთ, რომ "დორტმუნდს" თომას ტუხელი წვრთნის, რომელმაც ის ჯერ "მაინცში" (კლოპი 2008-ში წავიდა, ის 2009-ში მივიდა) შეცვალა, შემდეგ "ბორუსიაში". მომდევნო გაჩერება "ლივერპულია"?

საკადრო პრობლემები უფრო იურგენ კლოპის გუნდს აწუხებს, რომელსაც რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს დაშავებული. "დორტმუნდი" შესანიშნავ ფორმაშია - 2016 წლის 16 მატჩში გერმანული გუნდი დაუმარცხებელია.

თომას ტუხელი (დორტმუნდი): "თუ ჩვენი ფანები იურგენ კლოპს თბილად არ დახვდებიან, ეს ჩემთვის უსიამოვნო სიურპრიზი იქნება. იურგენმა დიდი სამუშაო გასწია ამ კლუბისთვის და დაიმსახურა, რომ "მტრის" რანგშიც თბილად დავხვდეთ. კლოპი ძალიან კარგი მწვრთნელია, ერთ-ერთი საუკეთესო, ვინც ვიცი. მისთვის ეს შეხვედრები სპეციალური იქნება.

სწორედ იურგენის წყალობით, "ლივერპული" კვირიდან კვირამდე უმატებს. მეტოქე პრესინგს თამაშობს, მას ჰყავს მაღალი კლასის ფეხბურთელები. მოკლედ, ძალიან რთული მატჩები გველის წინ. ჩვენი საუკეთესო თვისებები უნდა გამოვავლინოთ, თუკი შემდეგ ეტაპზე გასვლა გვსურს".

ფერნანდო ლორენტეს დერბი

ესპანური დერბია ევროპალიგის მეოთხედფინალშიც (ისევე, როგორც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში). დავაზუსტებთ, ბილბაოში ბასკურ-ანდალუსიური დაპირისპირება გველის.

"ბილბაო" ბასკი სპეციალისტის, უნაი ემერის "სევილიას" მასპინძლობს. ევროპალიგის ბომბარდირთა დავას 8 გოლით სწორედ "ბილბაოს" ფორვარდი არიც ადურისი ლიდერობს, რომელმაც ფურორი მოახდინა და 35 წლის ასაკში დაიმსახურა ნაკრებში მიწვევა. ადურისს აქვს შანსი, "ფურია როხას" ევრო 2016-ზე გაჰყვეს.

მაგრამ ამ დაპირისპირებაში ყურადღების ცენტრში სულ სხვა თავდამსხმელია - "სევილიაში" ხომ "ბილბაოს" ყოფილი ვარსკვლავი - "მეფე ლომი", როგორც მას ეძახდნენ, ფერნანდო ლორენტე თამაშობს.

"ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო, რომ ის გუნდი შეგვხვდა, სადაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, მაგრამ ეს კარგია. "ბილბაოში" ცხოვრების შესანიშნავი 17 წელიწადი გავატარე. ამიტომაც მის წინააღმდეგ თამაში ძნელიც იქნება ჩემთვის და უცნაურიც. რა თქმა უნდა, თამაშით ყველაფერს გავიღებ "სევილიასთვის", - განაცხადა ლორენტემ.

ტოპ-ფორმაში

კიდევ ერთი ესპანური კლუბი - "ვილიარეალი" - ჩეხურ "სპარტას" მასპინძლობს. "ყვითელი წყალქვეშა ნავი" ლა ლიგაშიც ყოჩაღობს და ევროასპარეზზეც, რაც უთუოდ მწვრთნელ მარსელინოს დამსახურებაა. ჩემპიონატში "ვილიარეალი" მყარად არის მეოთხე ადგილზე და თუ სასწაული არ მოხდა, ჩემპიონთა ლიგის საგზურიც გარანტირებული აქვს.

ევროპალიგის ამ სეზონში კი მარსელინოს გუნდმა შინ არათუ ყველა შეხვედრა მოიგო, არამედ გოლიც კი არ გაუშვია. "სპარტაც" დიდებულ ფორმაშია, შინაც და ევროპაშიც. 12 მატჩია, "სპარტა" ევროპალიგაზე არ დამარცხებულა. შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში ჩეხებმა "ლაციოს" კუდით ქვა ასროლინეს.

"შესაძლოა, ჩვენ ფავორიტები ვართ, მაგრამ "სპარტა" არ არის სუსტი მეტოქე. ამ შემთხვევაში ის ევროპალიგის მეოთხედფინალში ვერ მოხვდებოდა. ხანდახან ვივიწყებთ ხოლმე, რას მივაღწიეთ უკვე ამ სეზონში, თითქოს, ეს ასეც უნდა ყოფილიყო", - განაცხადა მარსელინომ პრესკონფერენციაზე.

ლიგის შემორჩენილი დესანტი

2011 წლის ევროპალიგის ფინალისტი "ბრაგა" უკრაინულ "შახტართან" გაარკვევს კიდევ ერთი ნახევარფინალისტის ვინაობას. ეს ორი გუნდი ერთმანეთს 2010/11 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე გადაეყარა. მაშინ მირჩა ლუჩესკუს "შახტარმა" იოლად იმარჯვა - პორტუგალიაში 3:0, უკრაინაში - 2:0.

დომინგოს პასიენსიას გუნდმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ასპარეზობა ევროპალიგაზე განაგრძო, სადაც ფინალს უწია. "ბრაგამ" ამ სეზონში ევროპალიგაზე შინ 5 მატჩიდან 4 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. "შახტარი" ამ ტურნირზე ჩემპიონთა ლიგიდან გადმოვიდა.

იმ 8 კლუბიდან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგიდან "ჩამოლაბორანტდნენ", მხოლოდ "შახტარი" და "სევილია" რჩებიან ბრძოლაში. "სევილია", მოგეხსენებათ, მოქმედი ჩემპიონია.

ხუთშაბათი. 7 აპრილი

დორტმუნდი-ლივერპული 23:05

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: სუბოტიჩი, გიუნდოგანი (?) - ფირმინო (?), გომესი, ინგსი, ლუკასი, როსიტერი, შკრტელი (?)

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი (4-5-1): ბიურკი - პიშჩეკი, ჰუმელსი, სოკრატისი, შმელცერი - ვაიგლი, შაჰინი, კაგავა, მხითარიანი, როისი - ობამეიანგი

ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, ლოვრენი, სახო, მორენო - ჰენდერსონი, ჯანი, მილნერი - კოუტინიო, სტარიჯი, ფირმინო

მსაჯი: კარლოს ველასკო (ესპანეთი)

ბილბაო-სევილია 23:05

დისკვალიფიკაცია: რ. გარსია (ბილ)

ტრავმა: ლაპორტი, მერინო - კონოპლიანკა (?), ნ'ზონზი (?)

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

ბრაგა-შახტარი 23:05

დისკვალიფიკაცია: ფრედი, კუჩერი (შახტ)

ტრავმა: კრისლანი (?), რუი ფონტე, ჟოსუე, ალანი - აზევედუ, რაკიცკი (?), შევჩუკი (?), ტაისონი (?)

მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)

ვილიარეალი-სპარტა 23:05

დისკვალიფიკაცია: რუკავინა (ვილ)

ტრავმა: ჯონათან დოს სანტოსი, მუსაჩო, ბონერა - ვახა, ზაჰუსტელი, ირაჩეკი, ბიჩიკი (?), ჰოლეკი (?)

მსაჯი: ოვიდიუ ჰაცეგანი (რუმინეთი)

საპასუხო მატჩები - 14 აპრილს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
თუ კლოპი "რეალში" დაინიშნება - გერმანელი "ბლანკოსს" ორი ფეხბურთელის გაყიდვას მოსთხოვს
კაცი ქალთა გუნდში - როგორ დასაჯა "სპარტამ" ფეხბურთელები
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ფერნანდო ლორენტე შეიძლება "იუვენტუსში" დაბრუნდეს
"ბარსელონა" ფერნანდო ლორენტეს გადაბირებას ცდილობს
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
შახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს
როგორ შეხვდნენ გასახდელში ბილბაო-ბარსელონას მატჩის გმირს [VIDEO]
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
პრაღის "სპარტას" ყოფილმა ფეხბურთელმა თავი მოიკლა
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
5 ფაქტი - რატომ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ტოტენჰემი" და არა "სიტი"
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
ფერნანდო ლორენტე: ბევრი მომიგია, მაგრამ ეს მომენტი...
მუნდიალი 2018. შესარჩევი ციკლის ფაქტები და ციფრები. ევროთავსატეხი: როგორ დავამარცხოთ იტალია
39 წლის არიც ადურისმა კარიერა დაასრულა
ადურისი კარიერას თასის ფინალის შემდეგ დაასრულებს
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
ევროპა ლიგა. V ტური: ოდიშარიას და სილაგაძის "რიგასი" "პაოკთან" დამარცხდა
სავარაუდო ტრანსფერი: წავა გურამ კაშია "ვიტესიდან" პრაღის "სპარტაში"?
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
ევროპალიგა. IV ტური: გიორგი ქვილითაიას გოლმა "რაპიდს" შანსი დაუტოვა [VIDEO]
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
ევროპალიგა 2015/16. ციფრებში: 6,5 მილიონი ბონუსი ფინალის მოგებისთვის
ლეგენდები მიდიან. "ლივერპულში" დიდი წმენდა იწყება - მამარდაშვილი ძირითადი მეკარე იქნება
ტომაშ როსიცკი პრაღის "სპარტას" სპორტულ დირექტორად დანიშნეს
გამორჩეული ოდიშიარია და "რიგასის" საპატიო ფრე "ანდერლეხტთან" [VIDEO]
"ლივერპული" კაპიტნის გარეშე რჩება? - ვან დეიკთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ბრაგასთან" ქულები დაკარგა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
გურამ კაშიას "ვიტესმა" რუსი მცველი ვიაჩესლავ კარავაევი შეიძინა
[VIDEO] ალისონის კარგი მატჩი და "ლივერპულის" გამარჯვება - "ბაიერნმაც" მოიგო და "ბარსელონამაც"
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა - "ლივერპულმა" "ფულჰემს" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ფულჰემთან" მატჩში?
ფერნანდო ლორენტე "ნაპოლიში" გადავიდა
რუსებს ოკუპირებულ დონეცკში ახალი "შახტარის" შექმნა უნდათ
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე და "სპორტინგის" ხელიდან გაშვებული გამარჯვება
ანტონიო კონტეს "ინტერში" სამი ესპანელი ფეხბურთელის მიყვანა სურს