"ეკიპის" მოწინავე: ძალიან გულდასაწყვეტი
"პარი სენ-ჟერმენი" "სიტისთან" დუელში ბევრმა გამოკვეთილ ფავორიტად შერაცხა, თან, მანჩესტერელები დაპირისპირებას არც ისე კარგ ფორმაში შეხვდნენ. თუმცა, "პარკ დე პრენსზე" გამართულმა თამაშმა გამოაჩინა, რომ საქმე ასე მარტივადაც არ არის. სანახაობრივ და მშვენიერ შეხვედრაში პარიზელები უფრო აქტიურობდნენ, მაგრამ შეცდომებსაც უშვებდნენ. უამისობა არც სტუმართა თამაშში იყო.

- პსჟ-სიტი 2:2 - პსჟ ფავორიტი აღარ არის [VIDEO]

ასეა თუ ისე, 2:2 ინგლისელებისთვის გაცილებით მისაღები ანგარიშია და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პირველად მყოფი "სიტი" ნახევარფინალთან ძალიან ახლოსაა. თანაც, საპასუხო შეხვედრაში ფრანგული კლუბის მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი რამდენიმე ძირითად ფეხბურთელს ვერ დაიხმარს, მაგრამ ის "ეტიჰადზე" დიდ ბრძოლას გვპირდება.

"ეს კარგი შედეგი არ არის. არ ვიცი, ნერვიულობის ბრალი იყო თუ რამე სხვის, მაგრამ ბევრ შეცდომას ვუშვებდით. განსაკუთრებით, "სიტის" მეორე გოლისას დაშვებულ შეცდომებზე მწყდება გული. ყველამ ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს საგარეო შეხვედრაში გატანილ გოლებს. სტატისტიკას რომ დავხედოთ, ის თამაში ვითამაშეთ, როგორსაც ვგეგმავდით, მაგრამ შეცდომები დავუშვით და "სიტის" კალიბრის კლუბთან ეს დაუშვებელია.

ზლატანმა დღეს ყველაფერი მოახერხა. მან პენალტი გააცუდა, ასევე, კარგი შანსი ვერ გამოიყენა და, როდესაც ყველამ იფიქრა, რომ მისი საღამო არ იყო, გატანა შეძლო! ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საშინაო შეხვედრაში ვუშვებთ, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ გასვლაზეც შეგვიძლია გატანა. ასე რომ, თუ იმავე სტილში ვითამაშებთ, ოღონდ შეცდომების გარეშე, შემდეგ ეტაპზე გასვლას შევძლებთ.

ტრავმირებული მარკო ვერატი და ხავიერ პასტორე არც საპასუხო მატჩში გვეყოლებიან. გარდა ამისა, დისკვალიფიკაციის გამო დავიდ ლუისი და ბლეზ მატუიდიც დაგვაკლდებიან. თუმცა, ვფიქრობ, რომ მიზნის მიღწევა შეგვიძლია. ეს რთული იქნება, მაგრამ შესაძლებელია" - განაცხადა ლორან ბლანმა.

"ყველაფერი წინ არის და გამარჯვებული მანჩესტერში გამოვლინდება, მაგრამ 2:2 ჩვენთვის კარგი ანგარიშია. პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომის მსგავსის უფლება საკუთარ თავს არ უნდა მივცეთ, მით უმეტეს, თუ მოგება გვსურდა. მოგება კი ნამდვილად გვინდოდა, ეს ჩვენი სტილი და მიდგომაა.

ადვილი არ არის, ასეთ კარგ გუნდს საგარეო მატჩში ორი გოლი გაუტანო, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, ორივე გუნდს მშვენიერი შანსი აქვს. წინ კიდევ 90 წუთია და ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ, თუ ნახევარფინალში მოხვედრა გვსურს. ახლა პსჟ-ის ჯერია, გვესტუმროს და ჩვენს მოედანზე ითამაშოს.

ამ გუნდმა იცის, როდის, რა და როგორ გააკეთოს და სასურველ შედეგს როგორ მიაღწიოს. ამიტომაც ყურადღებით უნდა ვიყოთ და დაცვაში თამაში გავაუმჯობესოთ, რამდენიმე უხეში შეცდომა დავუშვით" - თქვა "ქალაქელთა" ჩილელმა თავკაცმა მანუელ პელეგრინიმ.

ფრაზა

ჯო ჰარტი: "ჩვენ "სიტის" ისტორიას ვწერთ და გაჩერება არ გვსურს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"მათი დამარცხება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი" - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
იბრაჰიმოვიჩი: აშშ-ს მუნდიალის მოგება შეუძლია
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო