განრისხებული "შალკე" "დორტმუნდს" ელოდება, "ბაიერნი" შტუტგარტში მიდის
ბუნდესლიგის 29-ე ტურში რურის დერბის სახით დიდი მატჩი გველოდება, თუმცა უდიდესი ტრადიციების მქონე დერბი კვირასაა და მანამდეც არაერთი საინტერესო შეხვედრა გველოდება.

ტური დღეს "ჰანოვერის" ახალი მწვრთნელის, დანიელ შტენდელის დებიუტით იწყება, რომელსაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი გუნდი ბერლინში ჩაჰყავს. ხვალ, შაბათს, "აინტრახტისა" და "ჰოფენჰაიმის" ჯახის სახით კიდევ ერთი დამაინტრიგებელი მატჩია. ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის - ისევე, როგორც "ვერდერისა" და "აუგსბურგის" დაპირისპირება.

ბერლინის "ჰერტა" სეზონის აღმოჩენაა, სენსაციურად ასპარეზობს და ყველასათვის მოულოდნელად, სეზონის მიწურულს მესამე ადგილზეა, მაგრამ წინა ტურში დედაქალაქელებმა "გლადბახისგან" უმწარესი ალიყური მიიღეს - 0:5 დამარცხდნენ. თანაც, "გლადბახი" ის გუნდია, რომელიც "ჰერტას" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ეცილება.

საინტერესოა, როგორ ითამაშებენ ბერლინელები ასეთი მარცხის შემდეგ - მართალია, "ჰანოვერის" სახით სუსტი მეტოქე ჰყავთ, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ "წითლებს" კიდევ ერთხელ შეეცვალათ დამრიგებელი.

თომას შააფი, რომელიც ასევე ახალი დანიშნული იყო, მალევე დაითხოვეს, რადგან გუნდს მცირე პროგრესიც კი ვერ დაატყო და მის ნაცვლად დანიელ შტენდელი დანიშნეს, რომელიც აქამდე "ჰანოვერის" 19-წლამდელთა გუნდს თავკაცობდა.

ითქვა ისიც, რომ ეს უკანასკნელი "ჰანოვერს" სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს და თუ გუნდის გადარჩენას მოახერხებს, ხომ კარგი, თუ არა და, სავარაუდოდ, მეორე ბუნდესლიგაშიც ჩაჰყვება.

თუმცა "წითლების" გადარჩენა სასწაულის სფეროა - "ჰანოვერი" მე-17 ადგილზე მყოფ "აინტრახტს" 10 ქულით ჩამორჩება, სეზონის ფინიშამდე კი მხოლოდ 6 თამაშიღაა დარჩენილი.

სწორედ გადარჩენისთვის ბრძოლაა შაბათის მატჩი "აინტრახტსა" და "ჰოფენჰაიმს" შორის. ქულები ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდება. თავისი შინაარსით ასეთივე შეხვედრაა "ვერდერისა" და "აუგსბურგის" დაპირისპირებაც. ამ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა და წაგება არცერთისთვის არ შეიძლება.

"ბაიერნი" შტუტგარტში

"შტუტგარტი" გასავრდნ ზონას 6 ქულით უსწრებს, რაც შვაბებს ჯერჯერობით მშვიდად ყოფნის საშუალებას აძლევს, მაგრამ ეს არ არის ისეთი უპირატესობა, რომ შტუტგარტელებმა თავი სამშვიდობოს ჩათვალონ.

თანაც, ამ ტურში შვაბები თვით მიუნხენის "ბაიერნს" მასპინძლობენ - ბავარიულ გრანდთან კი ზედიზედ 11 შეხვედრა აქვთ წაგებული!

აქედან, ბოლო 4 შეხვედრაში "შტუტგარტმა" რეკორდმაისტერს ერთი გოლიც კი ვერ გაუტანა. "ბაიერნი" კი შტუტგარტიდან, რა თქმა უნდა, სამი ქულის წაღებას გეგმავს.

დიდი ომი გელზენკირხენში

"შალკეს" და "დორტმუნდის" დუელი ყოველთვის და ნებისმიერ სიტუაციაში უდიდესი მოვლენაა, ახლა კი განსაკუთრებით, რადგან გელზენკირხენულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა უნდა, დორტმუნდელებს კი ჯერ კიდევ აქვთ ჩემპიონობის შანსი.

ცხადია, "შალკეს" გულშემატკივრები იმაზე ოცნებობენ, რომ მოსისხლე მტერს ეს შანსი საკუთარ მოედანზე მოუსპონ. გელზენკირხენელები იმის გამოც არიან გამწარებულები, რომ "დორტმუნდი" "შალკეს" 23 ქულით უსწრებს - ამაზე დიდი სხვაობა კი, მას მერე, რაც 3-ქულიანი სისტემა დაინერგა, მხოლოდ ერთხელ იყო და ისიც 2010/2011 წლების სეზონში (25 ქულა).

დორტმუნდელები არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებენ - "ბორუსიას" 28 ტურის შემდეგ 67 ქულა აქამდე არასდროს ჰქონია. თომას ტუხელის გუნდს 11-მატჩიანი წაუგებელი სერიაც აქვს (9 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება).

პარასკევი. 8 აპრილი

ჰერტა-ჰანოვერი 22:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბრუქსი, ალაგუი, კურტი - ალბორნოსი, ანდრეასენი, კლაუსი, იამაგუჩი, ბენშოპი

ბოლო 6 მატჩი

+4=0-2 +1=0-5

ურთიერთშეხვედრები

სულ 39 მატჩი: +16=13-10 (58-48)

შაბათი. 9 აპრილი

ჰამბურგი-დარმშტადტი 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დრმიჩი, ოლიჩი - როზენტალი

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +0=5-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 5 მატჩი: +3=2-0 (13-6)

შტუტგარტი-ბაიერნი 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: გროსკროიტცი, სერეი დიე, გინჩეკი - ბადშტუბერი, ბენატია, ბოატენგი, რობენი

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 97 მატჩი: +17=20-60 (109-197)

ვერდერი-აუგსბურგი 17:30

დისკვალიფიკაცია: ჯილობოჯი - ფოილნერი, კოო

ტრავმა: ვოლფი, ცეტერერი, ბარგფრედე, ფრიტცი, იოჰანსონი, პისარო - კალსენ-ბრაკერი, ვერჰაეგი, მორავეკი, ჟი

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +0=3-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 9 მატჩი: +3=2-4 (12-16)

აინტრახტი-ჰოფენჰაიმი 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ანდერსონი, ფლუმი, მაიერი, მედოიევიჩი - შვეგლერი, ჰერდლინგი

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 13 მატჩი: +3=4-6 (16-18)

ინგოლშტადტი-გლადბახი 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ორტაგი, დანილო - ალვარო დომინგესი, ნ. შულცი

ბოლო 6 მატჩი

+1=4-1 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 1 მატჩი: +0=1-0 (0-0)

ვოლფსბურგი-მაინცი 20:30

დისკვალიფიკაცია: დრაქსლერი

ტრავმა: იუნგი, ბენდტნერი - სერდარი, სოტო, ბერგრეენი, მუტო

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 19 მატჩი: +8=5-6 (31-31)

კვირა. 10 აპრილი

შალკე-დორტმუნდი 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ჰიოვედესი, ნასტასიჩი, უჩიდა, გორეტცკა, ჰიოგერი - სუბოტიჩი

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +5=1-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 87 მატჩი: +30=25-32 (123-136)

კიოლნი-ლევერკუზენი 19:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: იოიჩი - ბიონიში, ჰილბერტი, პაპადოპულოსი, თოფრაქი, კამპლი, კრუსი

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 57 მატჩი: +14=22-21 (77-88)

ბომბარდირები: 25 - ლევანდოვსკი (ბაიერნი); 23 - ობამეიანგი (დორტმუნდი); 19 - მიულერი (ბაიერნი); 15 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი); 13 - კალუ (ჰერტა), რაფაელი (გლადბახი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "გლადბახს" დაუზავდა
"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "გლადბახს" მოუგო
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით
"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]
"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმმა" სახლში მარცხი განიცადა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ოფიციალურად: იურგენ კლინსმანი ბუნდესლიგას დაუბრუნდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა
სამაგალითო სოლიდარობა: "ჰერტას" ახალგაზრდულმა გუნმა თამაში რასიზმის გამო შეწყვიტა
ოლივერ გლასნერს "ბაიერი" დაუკავშირდა
"ქალს საბანკო რეკვიზიტები ვთხოვე, შემდეგ კი..." - აი, ასე იძია ბონიფასმა შური
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
Kicker: ნიკო კოვაჩი მომავალი სეზონიდან კვლავ ბუნდესლიგაში იმუშავებს
გოჩოლეიშვილის დებიუტი ბუნდესლიგაში - "ჰამბურგი" "გლადბახს" ფრედ ეთამაშა
ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
უკრაინის ნაკრების მცველი ბუნდესლიგის გუნდში გადადის
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
"ჰერტამ" ჯაკას სანაცვლოდ "არსენალს" კარგი თანხა შესთავაზა, ლონდონელები 5 მილიონით მეტს ითხოვენ
ასრულებს თუ არა კარიერას - ერიქსენმა უკრაინასთან უგონოდ მოედანზე დაცემის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო
კშიშტოპ პიონტეკი "ჰერტაში" გადადის - ის უკვე ბერლინშია
ოფიციალურად: იულიან ბრანდტი "აიაქსის" ფეხბურთელია
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია