პეტერ ზაიზენბახერმა 12-13 თებერვალს ბუდაპეშტში, მსოფლიოს თასზე წამსვლელი გუნდი დაასახელა
ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები გუშინ დილით დაბრუნდა საფრანგეთიდან, სადაც პარიზის "დიდ მუზარადზე" იჭიდავა და ამირან პაპინაშვილის (60) მიერ მოპოვებული ერთი ბრინჯაო გამოაყოლა ხელს, საღამოს კი პეტერ ზაიზენბახერმა 12-13 თებერვალს ბუდაპეშტში, მსოფლიოს თასზე წამსვლელი გუნდი დაასახელა: ბეთქილ შუკვანი (60), ალექსანდრე იაკობაშვილი (66), ზებედა რეხვიაშვილი (73), დავით კარბელაშვილი (81), ლაშა გურული, საბა გავაშელიშვილი (90), ნოდარ მეტრეველი (+100).

საუნგრეთო სია ადრევე ჩამოიწერა, თუმცა მოგვიანებით მასში ტრავმებმა და ავადმყოფობამ გარკვეული კორექტივები შეიტანა. კერძოდ, წინასწარ განაცხადში თბილისის მსოფლიოს თასის გამარჯვებული ამბაკო ავალიანიც (73) იყო, მაგრამ ნეკნი სტკივა და ზაიზენბახერმა ამიტომ ამოაგდო გუნდიდან. თვითონ ავალიანს ძალიან კი სურს უნგრეთში ჭიდაობა, მაგრამ მწვრთნელი ურჩევს, ტრავმა ბოლომდე მოირჩინოს და არ გარისკოს. ავადმყოფობის გამო არ გვეყოლება მონაწილე 100-ში - იქ დავით ლორიაშვილს უნდა ეჭიდავა, მაგრამ შეუძლოდ გახდა და ვერ მიდის.

მთავარ სიახლედ გუნდში რეხვიაშვილის დაბრუნება მიგვაჩნია, რომელიც საქართველოს პირველობაზე პრიზიორებში ვერ მოხვდა. თუმცა მაშინ ეს დიდწილად, მსაჯების შეცდომამაც განაპირობა, თუმცა არა მგონია, ავსტრიელზე ამას ემოქმედა. სავარაუდოდ, მან რეხვიაშვილს შანსი მისი ნიჭიერების გამო მისცა. საერთოდ, ზაიზენბახერი ამ შეჯიბრებაზე შანსს ახალგაზრდებს აძლევს.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა