კარლო ანჩელოტი ამბობს, რომ მისი გუნდი, „ჩელსი“, პრემიერლიგის ტიტულის შენარჩუნებას შეძლებს

კარლო ანჩელოტი ამბობს, რომ მისი გუნდი, „ჩელსი“, პრემიერლიგის ტიტულის შენარჩუნებას შეძლებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯო კოულიც გაუშვა და, როგორც ეტყობა, „ლივერპულისგან“ არც ფერნანდო ტორესის ყიდვას აპირებს. და კიდევ, ინგლისის ჩემპიონთა იტალიელმა მწვრთნელმა ირიბად „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ გაჰკრა კბილი — ახალ სეზონში ყველაზე დიდი კონკურენტი შესაძლოა „მანჩესტერ სიტი“ იყოსო.

ისე, საინტერესოა: მიმდინარე სატრანსფერო სეზონზე „ლურჯებმა“ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დაიმატეს — „ლივერპულისგან“ ისრაელის ნაკრების ნახევარმცველი იოსი ბენაიუნი იყიდეს და ამ საქმეში მხოლოდ და მხოლოდ 5 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. ამბობდნენ, რომ ლონდონელებმა მერსისაიდელებს ფერნანდო ტორესზეც ჩამოუგდეს სიტყვა, მაგრამ ესპანელს „ლივერპული“ 50 მილიონ ფუნტად (59,14 მილიონ ევროდ) აფასებს და არ არის გამორიცხული ვაჭრობა შეწყდეს. ანჩელოტიმ თქვა:

„ჩვენ მეტი თავდამსხმელი არ გვჭირდება, მოგება ახლანდელი შემადგენლობითაც შეგვიძლია. ჩვენ შეგვწევს ძალა დავიცვათ ინგლისის ჩემპიონის ტიტული. ჩვენ ვალდებულნიც კი ვართ ეს ტიტული დავიცვათ. ყველა ღონეს ვიხმართ, რათა ყველა შეჯიბრებაში წარმატებას მივაღწიოთ“.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, იტალიელმა ისტლენდერები შეაქო:

„ეს გუნდი გასულ სეზონთან შედარებით გაცილებით ძლიერად ითამაშებს. „მანჩესტერ სიტიში“ ფანტასტიკური ფეხბურთელები თამაშობენ და ჩვენ ტიტულისთვის ბრძოლაში უდიდეს წინააღმდეგობას გაგვიწევენ“.

გასულ შაბათს „ჩელსიმ“ „კრისტალ პალასთან“ ითამაშა და 1:0 მოიგო. ამ შეხვედრაში ახალმა შენაძენმა იოსი ბენაიუნმა ვერ ითამაშა — საზარდული აწუხებს, თუმცა ლონდონელთათვის სასიხარულო იყო, რომ გამოჯანმრთელდა განელი ნახევარმცველი მიკაელ ესიენი, რომელმაც შვიდთვიანი მკურნალობის შემდეგ მოედანზე დაბრუნება შეძლო და „კრისტალ პალასს“ გაუტანა კიდეც ის ერთადერთი გოლი. ესიენი ძალიან აკლდა თავისი ქვეყნის გვარიანად ძლიერ ნაკრებს ცოტა ხნის წინ დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც განელებმა მეოთხედფინალში გააღწიეს. სამაგიეროდ, „ჩელსის“ მუნდიალის მონაწილე სხვადასხვა ნაკრებში ჰყავდა თავისი ფეხბურთელები მივლინებული, რომელთაც ანჩელოტი ჯეროვნად დასვენებას უპირებს:

„იმ მოთამაშეებს, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა, ისე დავასვენებ, რომ სეზონის დაწყებას აღდგენილი ძალებით შეხვდნენ — თქვა იტალიელმა მწვრთნელმა და დასძინა — ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ჩემპიონთა ლიგასი კარგად გამოსვლაა. გასულ სეზონში შეჯიბრებიდან ძალიან ადრე გავვარდით“.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან, „ჩელსი“, მეოთხედფინალში, მომავალმა გამარჯვებულმა „ინტერმა“ გამოაგდო.

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...