გიორგის აზრით, ევრობასკეტზე ჩვენ გუნდს მაქსიმალური მობილიზება რუსეთის ნაკრებთან მართებს
გიორგი ცინცაძემ ესტონურ "ტარტუ როკში" დაბრუნების წინ "ლელოსთან" ინტერვიუში თქვა - ბალტიისპირეთში იმიტომ მივდივარ, რომ საქართველოს ნაკრებისთვის მოვემზადოო.

მართლაც, მას 2009-10 წლების სეზონი ჩაუვარდა, რაც ნაკრებში მის გამოსვლასაც დაეტყო. ჰოდა, გიორგი ძველ ნაცნობებში ტარტუელებში დაბრუნდა, რათა სათამაშო პრაქტიკა საკმარისი ჰქონოდა, და ლიდერობა გაეხსენებინა.

მიმდინარე სეზონის დასაწყისში ცინცაძეს მწვრთნელი ძველებურად ვერ ენდობოდა, თუმცა ბოლო დროს მდგომარეობა გაუმჯობესდა და გიორგიც ძველ პოზიციებს იბრუნებს.

კალათბურთის ფედერაციის საიტზე გამოქვეყნდა ინტერვიუ ცინცაძესთან, რომელიც ჩვენი გაზეთის მკითხველსაც დააინტერესებს.

- გიორგი, ,,როკში" ხელმეორედ დაბრუნებულს რა სიტუაცია დაგხვდა?

- კლუბში ახალი მოთამაშეები არიან. სიტუაციაც შეცვლილია. მწვრთნელს სხვანაირი ხედვა და ტაქტიკა აქვს. ზაფხულიდან ტრავმა გამომყვა, შემდეგ მეორე ფეხიც ვიტკინე, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ნელ-ნელა მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება.

- რამდენად დიდი სხვაობაა მაშინდელსა და ახლანდელ ,,როკს" შორის?

- დიდი სხვაობაა. ადრე სხვა გუნდი იყო, გამოცდილი კალათბურთელები თამაშობდნენ, ახლა მეტი ახალგაზრდაა, რომლებიც უფრო ემოციურები არიან.

- ფორმაში ნელ-ნელა შედიხარ და თამაშს უმატებ. კმაყოფილი ხარ პროგრესით?

- ოპტიმალურ ფორმაში არ ვარ, მაგრამ ტრავმა თამაშში ხელს მიშლიდა, ახლა ფეხი ნაკლებად მაწუხებს, რაც უკეთესად თამაშის შესაძლებლობას მაძლევს. ზაფხულისთვის სასურველ ფორმაში ჩავდგები.

- ახლახან, ბალტიის ლიგაზე ,,რუდუპისის'' წინააღმდეგ 22 წუთში 18 ქულით "ტარტუ როკის" ბომბარდირი გახდი, ხოლო "ლიეპაიასთან" 7 პასი შეასრულე...

- ,,რუდუპისის" წინააღმდეგ შეტევაზე ვიყავი კონცენტრირებული, ხოლო "ლიეპაიასთან" პასებზე მქონდა აქცენტი გადატანილი... ვფიქრობ, გუნდის გამარჯვებაში გარკვეული წვლილი შევიტანე და რაც მთავარია, ორივე მატჩი მოვიგეთ.

- ბალტიის თასზე "როკს" რა მიზნები აქვს?

- პლეი ოფში გასვლის დიდი შანსი გვაქვს და ვნახოთ, რა გამოგვივა. მთავარია, რომელ ადგილს დავიკავებთ, სასურველია მესამე ადგილს არ ჩამოვცდეთ, ანუ შევინარჩუნოთ პოზიცია, რომელზეც ახლა ვიმყოფებით. ერთი თამაში გასვლაზე გველის, ერთი - შინ. სტუმრად მოგება, ალბათ, გაგვიჭირდება, მაგრამ ამ ორივე მატჩში გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

- ესტონეთის ჩემპიონატზე რას იტყვი?

- ერთ-ერთია იმ ძალის, რომელთანაც დაძაბული თამაშები გავქვს, დანარჩენებთან თუ გაგვიჭირდა, ეს უკვე ჩვენი პრობლემაა და იმას არ ნიშნავს, რომ ისინი გვჯობიან. წესით, ფინალში უნდა ვითამაშოთ.

- ,,როკის" მწვრთნელს ინდრიკ ვესპაანუს როგორ დაახასიათებდი. როგორი დამოკიდებულება აქვს შენს მიმართ?

- მწვრთნელთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა მაქვს. ინდრიკს ახლა განსხვავებული შეხედულება აქვს კალათბურთზე, ვიდრე ადრე. ახალგაზრდებზე, სწრაფ შეტევებზე და ღია თამაშზე აკეთებს აქცენტს. შესაძლოა იმიტომ, რომ თვითონაც ახალგაზრდაა (30 წლისაა).

- ნაკრების თემაზე გადავიდეთ: 30 იანვარს ჩატარდა ევროპის ჩემპიონატის წილისყრა. რას იტყვი ჩვენს ჯგუფზე და რა აზრისა ხარ მეტოქეებზე?

- სასურველ ჯგუფში მოვხვდით. ჩემი აზრით, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს, მაგრამ, ალბათ, სხვებიც ჩემნაირად ფიქრობენ და რთული ბრძოლები გველის. მოშვების უფლება არც ერთ გუნდთან გვაქვს, ყველასთან 100 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ, განსაკუთრებით რუსეთთან. ამ ნაკრებთან მატჩს მხოლოდ სპორტული მნიშვნელობა არ აქვს და თუკი გავიმარჯვებთ, მთელ საქართველოს ძალიან გავახარებთ. მთავარია, ჯანმრთელად ვიყოთ, ტრავმებმა ხელი არ შეგვიშალოს და ვფიქრობ, ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით.

- რა არის საქართველოს ნაკრების მთავარი მიზანი ევრობასკეტზე?

- ჯგუფიდან გასვლა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე კი ერთი თამაშის მოგებაც დიდი შედეგი იქნება. მთავარია, პირველი ეტაპი დავძლიოთ. დებიუტისთვის ესეც მიღწევად ჩაითვლება.

- ამ თემაზე ნაკრების სხვა წევრებს თუ ესაუბრე?

- ტელეფონით ველაპარაკე ვიქტორ სანიკიძეს და ზაზა ფაჩულიას. ისინი გახარებულები იყვნენ. ვფიქრობთ, გაგვიმართლა, კენჭისყრამ თავისი საქმე გააკეთა, ახლა ჯერი ჩვენზეა.

- ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ ტორინ გრინზე რას ფიქრობ, როგორ მოერგო ის გუნდს და უნდა ველოდეთ თუ არა მისგან ბევრად უკეთეს თამაშს?

- გრინი გასულ შესარჩევზე ჩვენი ნაკრების დებიუტანტი იყო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, კარგად ითამაშა და ძალიან დაგვეხმარა. მომავალ წელს, ალბათ, უკეთესად, თავისუფლად ითამაშებს, და უცხოდაც არ იგრძნობს თავს. ვფიქრობ, ევრობასკეტზე უფრო შედეგიანი იქნება.

- კენჭისყრას ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. სააგენტო სპორტ.რუ-მ ნაკრებზე ვრცელი სტატიაც გამოაქვეყნა, სადაც შენს მინუსებსა და პლუსებზეც გამახვილდა ყურადღება. თუ გაეცანი ამ მასალას და იზიარებ თუ არა რუსი ჟურნალისტის შეხედულებებს?

- როგორ ჩანს, სტატიის ავტორს ჩვენი შარშანდელი თამაშები ჰქონდა ნანახი, სადაც მე აშკარად არ ვიყავი ფორმაში. 5 თვე გუნდიდან გუნდში მოგზაურობას მოვანდომე. ამასთან ტრავმა მაწუხებდა და ჩემი შესაძლებლობების მეოთხედსაც ვერ ვავლენდი. რაც შეეხება, იმას, რომ მოედნის ხედვა არ მაქვს, ამაში ვერ დავეთანხმები. ჩემი პლუსი სწორედ მოედნის ხედვაა. ასევე ვერ გავიზიარებ იმ აზრს (და არა მარტო მე), რომ სანიკიძეს ტექნიკა აკლია, ან მსროლელი არ გვყავს. მანუჩარ მარკოიშვილის დონის მსროლელი რუსებს ნამდვილად არ ჰყავთ.

- საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე რას ფიქრობ?

- საკალათბურთო სუპერლიგას ყოველთვის ვადევნებ თვალყურს. ყველა ტურის შემდეგ ვეცნობი მატჩების ანგარიშებსა და სტატისტიკას. სასიხარულოა, რომ ჩემპიონატში 11 გუნდი მონაწილეობს. მისასალმებელია, რომ მოთამაშეებს ხელფასები ურიგდებათ. როდესაც არ ფიქრობ საარსებო წყაროზე და ხელფასს თავის დროზე იღებ, მაშინ მთლიანად თამაშზე ხარ კონცენტრირებული და მაქსიმალურად იხარჯები. ამას წინათ საქართევლოს თასის ფინალს ვუყურე, რომელიც ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. მესიამოვნა, ამდენი ხალხი რომ ესწრება თამაშებს. იმედია, ერთ დროს მეც დავბრუნდები.

- შენს მომავალ გეგმებზე გვიამბე...

- სეზონის ბოლომდე ტარტუში ვარ. თურქეთიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ვერ წავედი. ევროპის ჩემპიონატზე თუ კარგად ვიასპარეზებთ, ნაკრების წევრებს, ალბათ, კარგი შემოთავაზებები გვექნება.

- გიორგი, შენი ესტონური სკანდალიც უნდა ვახსენოთ, ავტოავარიას ვგულისმობ.

- სერიოზული არაფერი მომხდარა. ეს ყველაფერი ჟურნალისტებმა გააბუქეს.

- იმ ქვეყნებს შორის, სადაც გითამაშია, რომელ ქვეყანას ანიჭებ უპირატესობას?

- ესტონეთი მომწონს, მართალია, აქ ძალიან ცივა, მაგრამ კარგი ქვეყანაა. საქართველოში ემოციური ხალხი ცხოვრობს, აქ - მშვიდი და ცხოვრებაც წყნარად მიედინება. ადრე სხვანაირად ვფიქრობდი, მაგრამ ახლა, ვთვლი, რომ თბილისი ყველაზე მაგარი ქალაქია და მის გარდა ვერსად ვიცხოვრებდი.

- რომელია შენი საოცნებო კლუბი, რომელ ქვეყანაში გსურს თამაში?

- "ბარსელონა". ქალაქიც ძალიან მიყვარს, ფეხბურთშიც და კალათბურთშიც მთელი ოჯახით ამ გუნდს ვგულშემატკივრობ. "ბარსაში" თამაში ჩემი ოცნებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
საქართველოს ნაკრებმა დახურული ტიპის, სავარჯიშო ხასიათის მატჩში ლიბანი დაამარცხა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა