მესის მშრალი სერია, რონალდოს მიღწევა, ტორესის გამოღვიძება
* "ბარსელონამ" ზედიზედ მესამე ტურში ვერ მოიგო (ვილიარეალი, რეალი, რეალ სოსიედადი). ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით ეს გუნდს აქამდე არ მოსვლია.

* ლიონელ მესის "ბარსელონაში" 362 წუთია, არ გაუტანია. ასეთი მშრალი სერია არგენტინელს 2011 წლის (417 წ.) მერე არ ჰქონია.

* 25 წლის ანტუან გრიზმანი "ატლეტიკოს" პირველი ფეხბურთელია 2009 წლის შემდეგ, რომელმაც ზედიზედ 7 ტურში გაიტანა. ბოლოს ეს დიეგო ფორლანმა შეძლო.

* მადრიდის "რეალმა" ლა ლიგაში ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო.

* კრიშტიანო რონალდო პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ტოპ-5 ლიგაში ზედიზედ ექვსი სეზონის განმავლობაში შეძლო სულ მცირე, 30 გოლის გატანა.

* "ვალენსიამ" 4-ტურიანი წაგებების სერია "სევილიას" დამარცხებით დაასრულა.

"ანოეტაზე" პრიმერას თითქმის დაკარგული ინტრიგა საბოლოოდ დაუბრუნდა - ლა ლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე "ბარსელონა" მხოლოდ სამი ქულით უსწრებს "ატლეტიკოს" და ოთხით "რეალს". ვერ ვიტყვით, რომ საჩემპიონო რბოლა თავიდან იწყება, მაგრამ ლუის ენრიკეს გუნდის თავზე რომ შავმა ღრუბლებმა მოიყარეს თავი, ცხადზე უცხადესია.

იმედგაცრუების დერბი

რა მოსაწყენად დაიწყო ტური - არადა, "გრანადას" და "მალაგას" ანდალუსიური დერბი უნდა ეთამაშათ, მასპინძლებს კი ქულები ჰაერივით სჭირდებათ. გუნდებს ენთუზიაზმი ზუსტად სამი წუთი გაჰყვათ, თამაშის თითქმის ყველა სახიფათო მომენტი ამ სამ წუთში შეიქმნა, შემდეგ კი მოედანზე არაფერი ხდებოდა - 0:0.

ასეთი თამაშით "გრანადას" ლა ლიგაში არაფერი ესაქმება, "მალაგას" კი სატურნირო მდგომარეობა არ აწუხებს და თავი არ მოუკლავს. ერთი ეგაა, "გრანადა" უკვე 4 ტურია, დაუმარცხებელია, ხოლო "მალაგა" - 5. ხოსე გონსალესის "გრანადამ" ზედიზედ მეოთხე მატჩი ითამაშა ფრედ.

რელაქსაცია "მგლებამდე"

ენერგიაგამოცლილი "ეიბარი" რომ ვერ გამოდგებოდა სავოლფსბურგო რეპეტიციად, პირველ რიგში, ზინედინ ზიდანმა იცოდა, ბასკებთან ექსპერიმენტული შემადგენლობა გამოიყვანა და უკვე პირველ ტაიმში გაუტანა ოთხი გოლი.

მეხუთე წუთზე ხამეს როდრიგესმა დიდებული საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში. მატჩის მთავარი გმირი კი კრიშტიანო რონალდო იყო, რომელმაც ერთი გაიტანა და ორი თანაგუნდელებს გაატანინა - 4:0. "მარკამ" 7-7 ბალით ნაჩო, ხამესი, რონალდო, ხესე და ლუკას ვასკესი გამოარჩია.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, ასეთი მატჩის მერე კი "ვოლფსბურგთან" შეხვედრას დიდი ენთუზიაზმით ველი. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ფანები მოვიდნენ და გუნდს მხარი დაუჭირონ. ორგოლიანი დეფიციტი გვაქვს აღმოსაფხვრელი, მაგრამ "სანტიაგო ბერნაბეუს" ყველაფერი შეუძლია. დანილოს ტრიბუნებიდან უსტვენდნენ? ის პროფესიონალია და კარგად იცის, რომ ჩვენ ის ძალიან გვიყვარს".

იხილეთ ვიდეო

ძველი ელ ნინიოს დაბრუნება

ძველი ფერნანდო ტორესი დაბრუნდა! ისევ ისე შემართული და მეტოქის კარზე დაგეშილი და რაოდენ სამწუხაროა "ატლეტიკოსთვის", რომ ის "ბარსელონასთან" საპასუხო მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. დიეგო სიმეონეს გუნდმა ბარსელონაში თამაში "ელ ნინიოს" და კოკეს წყალობით შემოაბრუნა. ბუნებრივია, აქ ანტუან გრიზმანიც უნდა ვახსენოთ.

"ესპანიოლი" პაპე დიოპის თავურით კი დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ტორესმა და გრიზმანმა გაიტანეს, ბოლოს კი "ელ ნინიომ" კოკეს გაატანინა - 1:3. კოკემ "ატლეტიკოს" სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა. "მარკამ" 8-8 ბალით ტორესი და კოკე გამოარჩია.

იხილეთ ვიდეო

დაცემა სან სებასტიანში

ალვარო არბელოამ ირონიულად იხუმრა, როგორ უჭირს "ბარსას", როცა მეტოქეს კაცს არ უგდებენო. ალბათ, "რეალის" მცველის ეს მინიშნება ახლა არაფერ შუაშია, უბრალოდ, ბოლო წლებია, "რეალ სოსიედადი" "ბარსელონასთვის" ძალზე უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა "ანოეტაზე".

"რეალ სოსიედადმა" რომ 1:0 იმარჯვა, ეს განსაკუთრებით ორი ფეხბურთელის დამსახურებაა - 23 წლის არგენტინელმა მეკარემ, ხერონიმო რულიმ რამდენჯერმე აშკარა გოლისგან იხსნა "ჩურიურდინი", ხოლო მე-5 წუთზე კაპიტან ჩაბი პრიეტოს ჩაწოდებას თავით 18 წლის მიკელ ოიარზაბალი გამოეხმაურა და გამარჯვების გოლი გაიტანა. "სოსიედადის" მეკარე "მარკამ" 9 ბალით გამოარჩია.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ჩვენთვის თამაში ყველაზე ცუდი სცენარით დაიწყო. პირველ ტაიმში, უბრალოდ, ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ვმოქმედებდით გულით და არა თავით. თამაშის მიმდინარეობა უკეთ უნდა გვეკონტროლებინა. მეორე ტაიმს არა უშავდა და ალბათ, არც წაგებას ვიმსახურებდით. თუმცა ჩვენ ისევ ვლიდერობთ ჩემპიონატში და კიდევ დაგვრჩა შანსი, დავამტკიცოთ, რომ მსოფლიოში საუკეთესოები ვართ".

იხილეთ ვიდეო

რომ არა კასტრო

შაბათის ბოლო მატჩში ვეტერანმა რუბენ კასტრომ შეხვედრის ბოლოს "ბეტისს" "ლევანტეზე" 1:0 მოაგებინა და ამით ერთმა გუნდმა თითქმის, გაინაღდა ლა ლიგაში დარჩენა, მეორე კი თითქმის, გაიწირა. რომ არა რუბენ კასტრო, არც ეს სამი ქულა იქნებოდა (რადგან თამაშით აუტსაიდერს ვერ სჯობდა) და "ბეტისიც" ალბათ, "ლევანტეს" მეზობელი იქნებოდა სატურნირო ცხრილში - კასტრომ "ბეტისის" 29 გოლიდან 17 გაიტანა.

კვირის მატჩები

ხიხონში ნოლიტომ შესანიშნავი გოლით ვიგოს "სელტას" 1:0 მოაგებინა. მანამდე "სპორტინგის" ფეხბურთელები გალისიელთა კარში სამართლიანად ითხოვდნენ პენალტს. "ვალენსიამ" "სევილიას" 2:1 მოუგო.

გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე ალვარო ნეგრედომ გაიტანა, "სევილიას" ექსფეხბურთელმა. სავარაუდოდ, "ღამურებს" გავარდნის საფრთხე აღარ უნდა დაემუქროს. სხვები იბრძვიან, "ვილიარეალი" კი მშვიდად მიდის მიზნისკენ - "წყალქვეშა ნავმა" "ელ მადრიგალზე" მორიგი სამი ქულა ჩაიწერა "ხეტაფეს" დამარცხებით და მყარად არის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომტან მე-4 ადგილზე.

XXXII ტური

8 აპრილი

გრანადა-მალაგა 0:0

გრანადა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - მ. ლოპეში, ბაბენი, რ. კოშტა, ბირაგი - რ. პერესი, დუკურე - კუენკა (66. ბარალი), როჩინა (79. იბანიესი), საქსესი - ელ-არაბი

მალაგა (4-4-2): ოჩოა - როსალესი, ალბენტოსა, ველიგტონი, რიკა (56. მ. ტორესი) - ხუანპი (82. ფორნალსი), რესიო, ნაჩო კამაჩო, გ. კასტრო - სანტა კრუსი, ჩოპი (68. ატსუ)

გაფრთხილება: საქსესი - ალბენტოსა, რიკა, როსალესი

კუთხური: 5-5; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 9-9 (1-2); ბურთის ფლობა: 49%-51%.

მაყურებელი: 18 979

9 აპრილი

რეალი-ეიბარი 4:0

გოლები: 1:0 ხ. როდრიგესი (5), 2:0 ლ. ვასკესი (18), 3:0 რონალდო (20), 4:0 ხესე (39)

რეალი (4-3-3): კასილია - კარვახალი (63. დანილო), პეპე, ნაჩო, არბელოა - ისკო, კაზემირო (54. კოვაჩიჩი), ხ. როდრიგესი - ლ. ვასკესი, ხესე (76. მაიორალი), რონალდო

ეიბარი (4-2-3-1): რიესგო - კაპა, პანტიჩი, რამისი, ლუნა - ესკალანტე, დ. გარსია - კეკო (72. ჰაიროვიჩი), ადრიანი (46. ბასტონი), ხოტა (46. ჟუნკა) - ენრიჩი

გაფრთხილება: დანილო - გარსია, ესკალანტე, რამისი

კუთხური: 6-7; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 13-9 (6-2); ბურთის ფლობა: 62%-38%.

მაყურებელი: 70 689

ესპანიოლი-ატლეტიკო 1:3

გოლები: 1:0 დიოპი (28), 1:1 ფ. ტორესი (35), 1:2 გრიზმანი (58), 1:3 კოკე (88)

ესპანიოლი (5-3-2): პაუ ლოპესი - ხ. ლოპესი (74. სილა), ა. გონსალესი, როკო, ო. დუარტე, რ. დუარტე (64. კაისედო) - ვ. სანჩესი (83. ბურგუი), დიოპი, აბრაამი - ასენსიო, მორენო

ატლეტიკო (4-3-3): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში - გაბი, ა. ფერნანდესი (86. ს. ნიგესი), კოკე - გრიზმანი (61. თომასი), ფ. ტორესი, ფერეირა-კარასკო (61. ა. კორეა)

გაფრთხილება: სანჩესი, დიოპი - ლუიში, კორეა

კუთხური: 3-5; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 10-14 (3-5); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 26 338

სოსიედადი-ბარსელონა 1:0

გოლი: 1:0 ოიარზაბალი (5)

რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ა. ელუსტონდო (76. ზალდუა), მ. გონსალესი, დ. რეიესი, დე ლა ბელია - ილიარამენდი, გრანერო, ზურუტუზა (80. პარდო) - ჩაბი პრიეტო, ველა, ოიარზაბალი (88. ლიტრი)

ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დ. ალვეში, პიკე, მასკერანო, ს. რობერტო (70. რაკიტიჩი) - არდა თურანი (59. ალბა), ბუსკეტსი, რაფინია (46. ინიესტა) - მესი, ელ ჰადადი, ნეიმარი

გაფრთხილება: ილიარამენდი - თურანი, მასკერანო, პიკე

კუთხური: 5-9; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 5-13 (1-6); ბურთის ფლობა: 27%-73%.

მაყურებელი: 27 895

ბეტისი-ლევანტე 1:0

გოლი: 1:0 რ. კასტრო (81)

ბეტისი (4-4-2): ადანი - მოლინერო (69. სეხუდო), პეცელა, ბრუნო, მონტოია - ხოაკინი (79. პორტილიო), სებალიოსი, ნ'დიაი, მუსონდა - რ. კასტრო, მოლინა (58. ვან ვოლფსვინკელი)

ლევანტე (4-4-2): მარინიო - პ. ლოპესი, დ. ნავარო, მედჯანი, ხუანფრანი - ლერმა (78. მორალესი), სიმაო (85. დეივერსონი), კამარასა (76. ხოსე მარი), ვერდუ - ვ. კასადესუსი, ჯ. როსი

გაფრთხილება: ნ'დიაი, მუსონდა, ბრუნო, სეხუდო - ლოპესი, ხუანფრანი, მარი

კუთხური: 4-3; ჯარიმა: 13-18; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 7-12 (2-3); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 37 091

10 აპრილი

სპორტინგი-სელტა 0:1

გოლი: 0:1 ნოლიტო (64)

სპორტინგი ხ. (4-2-3-1): კუელიარი - ვრანიეში, ლ. ერნანდესი, მერე, ი. ლოპესი - ს. ალვარესი, ნ. კასესი - კარმონა (60. კ. კასტრო), პ. პერესი (69. ჰალილოვიჩი), ხონი (77. დანი ნდი) - სანაბრია

სელტა (4-3-3): რ. ბლანკო - ხონი, კაბრალი, ს. გომესი, პლანასი - ვასი, რადოია, ორელიანა (91. მალიო) - ასპასი (63. პ. ერნანდესი), გუიდეტი (83. ბოვიუ), ნოლიტო

გაფრთხილება: ვრანიეში, კასესი - ხონი, ორელიანა, ვასი, გუიდეტი, ბლანკო

კუთხური: 7-7; ჯარიმა: 8-11; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 9-17 (2-5); ბურთის ფლობა: 41%-59%.

მაყურებელი: 24 163

ვალენსია-სევილია 2:1

გოლები: 1:0 პარეხო (41), 1:1 გამეირო (86), 2:1 ნეგრედო (91)

ვალენსია (4-3-3): დ. ალვეში - ბარაგანი, მუსტაფი, აბდენური, სიკეირა - პარეხო, ფუეგო, ანდრე გომეში - მინა (77. ფეგული), პ. ალკასერი (86. ნეგრედო), როდრიგო (65. ე. პერესი)

სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - კოკე, რამი, ფასიო, ესკუდერო - კრიხოვიაკი, კრისტოფორო (60. გამეირო) - ხ. მუნიოსი (46. ვიტოლო), ბანეგა, კრონ-დელი - ფ. ლორენტე (70. კონოპლიანკა)

გაფრთხილება: მუსტაფი, პერესი - ლორენტე, რამი

კუთხური: 10-3; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 23-7 (9-4); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 41 569

ვილიარეალი-ხეტაფე 2:0

გოლები: 1:0 დ. სუარესი (15), 2:0 ბაკამბუ (85)

ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო გასპარი, ბაილი, რუისი, რუკავინა - კასტილიეხო (84. ტრიგეროსი), პინა, ბრუნო სორიანო, დ. სუარესი (78. ჯონათან დოს სანტოსი) - ლეო ბაპტიშტაო, ა. ლოპესი (74. ა. ლოპესი)

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - დ. სუარესი, ხ. როდრიგესი, კალა, ა. პერეირა - მედრანი (83. ვანდერსონი), ლასენი - პედრო ლეონი (78. ვ. როდრიგესი), სარაბია, ე. ბუენდია (73. ა. ვასკესი) - გოიტომი

გაფრთხილება: რუკავინა, ბრუნო - კალა, მედრანი

კუთხური: 8-5; ჯარიმა: 9-12; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 13-17 (3-3); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 17 570

ბილბაო-ვალეკანო 1:0

გოლი: 1:0 ვილიამსი (61)

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ბოვედა, ეჩეიტა, ლეკუე - მ. რიკო (53. ბენიატი), იტურასპე - სუსაეტა (52. ადურისი), რაულ გარსია, მუნიაინი - ვილიამსი (64. სან ხოსე)

რაიო ვალეკანო (4-4-2): ხუან კარლოსი - ქუინი, ზე კაშტრო, კრესპო, ნაჩო (64. ემბარბა) - პ. ერნანდესი, ტრაშორასი, ბაენა, ბებე - მიკუ (80. მანუჩო), გერა

გაფრთხილება: გარსია - ნაჩო, ბაენა, ზე კაშტრო

კუთხური: 0-5; ჯარიმა: 7-14; თამაშგარე: 2-7; კარში დარტყმა: 14-11 (7-4); ბურთის ფლობა: 44%-56%.

მაყურებელი: 37 597

11 აპრილი

დეპორტივო-ლას პალმასი 22:30

ბომბარდირები: 30 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 26 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 22 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 21 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ნეიმარი (ბარსელონა); 20 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 17 - არიც ადურისი (ბილბაო), ბორხა ბასტონი (ეიბარი), რუბენ კასტრო (ბეტისი).

მომდევნო ტური

15 აპრილი:

ლევანტე-ესპანიოლი

16 აპრილი:

ხეტაფე-რეალი, ლას პალმასი-სპორტინგი, ეიბარი-რეალ სოსიედადი, სელტა-ბეტისი

17 აპრილი:

მალაგა-ბილბაო, სევილია-დეპორტივო, რაიო ვალეკანო-ვილიარეალი, ატლეტიკო-გრანადა, ბარსელონა-ვალენსია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"სირცხვილია. ოქროს ბურთის" მსგავსი ჯილდოების ამიტომ არ მჯერა" - "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა რაფინიაზე ისაუბრა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" "ელჩეს" ვერ მოუგო
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა
[VIDEO] მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტები ქოჩორაშვილს და 3:3 გიჟურ მატჩში
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
"როგორც ჯვარედინი იოგების ტრავმის ყოფილი პაციენტი, ასე ვფიქრობ" - ცნობილი რუსი კომენტატორი კვარაცხელიას ტრავმას ეხმაურება
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა
ტერზიჩი "ატლეტიკს" გაწვრთნის
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
ქოჩორაშვილის ახალმა გუნდმა ბილბაოში გაიმარჯვა და გალიდერდა
ქოჩორაშვილის "რეალთან" თამაში პრაქტიკულად გამოირიცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"