ზაზა ფაჩულიას გუნდმა წუხელ ლოს ანჯელესში "კლიპერსთან" 91:98 წააგო
"დალას მავერიკსს" პლეი ოფში გასვლა გადაედო. ზაზა ფაჩულიას გუნდმა წუხელ ლოს ანჯელესში "კლიპერსთან" 91:98 წააგო და ამის მიუხედავად, დასავლეთ კონფერენციის რვა გუნდში შესვლა შეეძლო, თუმცა კონკურენტმა "ჰიუსტონმა" იმარჯვა და პლეი ოფში შესასვლელად ბრძოლას აგრძელებს.

დალასს 41 მოგება და 39 წაგება აქვს, ჰიუსტონს კი - პირიქით, რაც ამ უკანასკნელს შანსს უტოვებს, დარჩენილი 2 შეხვედრა მოიგოს და დალასელთა წაგების იმედზე იყოს.

ბრძოლაშია მესამე გუნდიც - "იუტა ჯაზმა" დღეს დენვერში იმარჯვა და 40 მოგების წილ 39 მარცხი გააჩნია. მომდევნო ტურში ერთმანეთს სწორედ "იუტა" და "დალასი" - სოლტ ლეიკ სიტიში ხვდებიან.

გამარჯვების შემთხვევაში "დალასი" პლეი ოფში გავა, თუ არა და ბოლო ტურში "სან ანტონიოს" დამარცხების ან კონკურენტი "ჰიუსტონის" წაგების იმედზე უნდა იყოს.

რაც შეეხება გასულ მატჩს, დალასელებს ლოს ანჯელესში შანსი, ფაქტობრივად, არ ჰქონიათ. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლებმა მძლავრი მესამე პერიოდი ჩაატარეს, რომელიც 27:12 მოიგეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 17 ქულით დაწინაურდნენ. კლიპერსს დაუბრუნდა ბლეიკ გრიფინი, რომელმაც ტრავმების გამო 4 თვე გამოტოვა. გრიფინმა 17 ქულასთან ერთად 11 მოხსნა მიითვალა, ბომბარდირი კი 20 ქულით ჯეი-ჯეი რედიკი გახდა.

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 17 წუთში 5 ქულა, 4 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. დალასელებს ტრავმის შემდეგ დაუბრუნდათ დერონ უილიამსი, რომელმაც 15 ქულა მოაგროვა. საუკეთესო შედეგი რეიმონდ ფელტონმა 21 ქულით დააფიქსირა.

იხილეთ ვიდეო

დალასელებს უპირატესობა კი აქვთ, მაგრამ კალენდარი არ უწყობთ ხელს. ფაჩულიას გუნდი ბოლო 2 მატჩში "იუტას" და "სან ანტონიოს" ხვდება, კონკურენტი "ჰიუსტონი" კი - "მინესოტასა" და "საკრამენტოს". იმედს ვიტოვებთ, დალასი 1 მატჩს მოიგებს, ანაც "ჰიუსტონი" 1-ს წააგებს, რითაც ფაჩულიას გუნდი პლეი ოფში შევა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ