ქართველი კალათბურთელის გუნდმა სოლტ ლეიკ სიტიში "იუტას" ანგარიშით 101:92 სძლია
რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა მატჩი "დალას მავერიკსმა" სოლტ ლეიკ სიტიში "იუტას" მოუგო და პლეი ოფის საგზური მოიპოვა. ზაზა ფაჩულიას გუნდმა დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილი გაინაღდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დალასელები პლეი ოფის პირველ წრეში ლიგის ერთ-ერთ ლიდერ "სან ანტონიოს" შეხვდებიან.

იუტაში გამართული მატჩი ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობის იყო. იუტელთათვის საერთოდ ყოფნა-არყოფნის თამაში გახლდათ, რადგანაც წაგების შემთხვევაში პლეი ოფის საგზურს, ფაქტობრივად, კარგავდნენ. ასეთ შემთხვევაში "ჯაზმენები" საკუთარ თავზე აღარ იქნებოდნენ დამოკიდებულნი, რადგან კონკურენტმა "ჰიუსტონმა" მინესოტაში იმარჯვა და რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში "საკრამენტოს" ძლევა ჰიუსტონელებს პლეი ოფში გასასვლელ ბოლო საგზურს უნაღდებდა. დალასელებს რომ წაეგოთ, ბოლო მატჩში "სან ანტონიოს" ხვდებოდნენ და ასეთ მონსტრთან გამარჯვების მოპოვება ურთულესი საქმე იქნებოდა.

ერთი სიტყვით, შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და ქართველი გულშემატკივრების გასახარად, რომლებიც დალასელებს ფაჩულიას ხათრით ქომაგობენ, "მავერიკსმა" 101:92 იმარჯვა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა. 4-დან 3 მეოთხედი დალასელებმა 2-2 ქულით მოიგეს, ხოლო ერთში მეტოქეს 3 ქულით აჯობეს.

დალასელებს გამარჯვებისკენ დირკ ნოვიცკი გაუძღვა. ვეტერანმა გერმანელმა კალათბურთელმა 22 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 23 ქულა მიაშველა ტეხასელებს ექსიუტელმა დერონ უილიამსმა, ხოლო ვესლი მეთიუზმა შეხვედრა 20 ქულით დაასრულა.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა საკმაოდ ნაყოფიერად ითამაშა და თავი 5 ქულას, 9 მოხსნას და 3 პასს მოუყარა. ზაზამ 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. სათადარიგო ცენტრმა სალაჰ მეჯრიმ 16 წუთში 7 ქულა დააგროვა.

"იუტაში" 26 ქულით ბომბარდირი გორდან ჰეივარდი გახდა, თუმც მას მიზანი აერია და 9-დან მხოლოდ 1 სამქულიანი ჩააგდო.

"დალასს" 42 გამარჯვების წილ 39 მარცხი აქვს და როგორც ვთქვით, დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა.

რეგულარული ჩემპიონატის ბოლო, სატურნირო თვალსაზრისით არაფრის მომცემ მატჩში ფაჩულიას გუნდი "სან ანტონიოს" უმასპინძლებს. შეხვედრას უფრო დაზვერვითი ხასიათი ექნება, რადგან სწორედ ეს გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს პლეი ოფის პირველ წრეში.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

giorgi
დღეს დილით მემფისმა წააგო და დალასი უკვე მე-6 ადგილზეა.. ასე რომ სან ანტონიოს ასცდება ფლეი ოფში..
თენგიზი
ზაზა ძალიან მაგარი ქართველი გვყავს, სხვებმაც მას უნდა მიბაძონ შრომისმოყვარეობით დ შემართებით
ბმბ
ბოლო ბოლო მიხვდნენ ეს იდიოტები, რომ ზაზა შეუცვლელია დალასისათვის, ვინც უყურებთ მავერიქსის თამაშებს, ხედავთ ალბათ, რა ჭკვიანი მოთამაშეა ზაზა, როგორ მოძრაობს, როგორ ბლოკავს შემტევებს, პასებსაც ოსტატურად აკეთებს, ასხლეტილ ბურთებზე როგორ იბრძვის და რა მუხტი აქვს ზოგადად.
gizog
ზაზა გილოცავ და გისურვებ მალე აღგედგინოს შეთვის ჩვეული ფორმა. გაიხარეეეე!
Gia
მემფისს გაუსწრებს თანაბარი მოგება-წაგებების შემთხვევაში, მემფისს აქვს სტუმრად კლიპერსთან და გოლდენ სტეიტთან
Giorgi
ასე რომ ფლეი-ოფში დალასი შეიძლება ოკლაჰომა სიტის შეხვდეს და არა სან ანტონიოს
Giorgi
სტატიასჰი ერთი უხეში შეცდომაა.. დალასი მაგალი ალბათობით მე-6 ადგილზე გავა რადგან მემფისს დაეწია მოგებებით, ამათან მემფისს 2 მძიმე გასვლა აქვს გოლდენ სტატთან და სან ანტონიოსთან.. ტოლი ქულების სჰემტხვევაში მე-6 ადგილზე დალასი გადის რადგან ამ სეზონში 3 ჯერ მოუგო მემფისს
ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
ჯეიმსის ისტორიული მატჩი - "ლეიკერსმა" "იუტა" დაამარცხა [VIDEO]
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ლუკას 43 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა, "კლიპერსს" ლეონარდმა ულიდერა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"კლიპერსმა" "დალასი" რის ვაი-ვაგლახით დაამარცხა
27-ქულიანი ქამბექი და გამარჯვება - "ლეიკერსმა" "დალასი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]
ლუკას ისტორიული მაჩვენებელი და გამარჯვება "გოლდენ სტეიტთან" [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ლუკას საოცარი მატჩი - 50 ქულა და 10 ასისტი [VIDEO]