"ელ ნინიოსთვის" „ლივერპული“ „ჩელსიზე“ დიდი კლუბია, მაგრამ არც იმას მალავს, რომ „ენფილდ როუდზე“ ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა

თამამი განცხადებაა, „ლივერპულიდან“ უფრო პატარა კლუბში გადავედიო - „ჩელსიზეა“ ლაპარაკი. ალბათ მიხვდით, ფერნანდო ტორესის თემას ვაგრძელებთ. დიახ, ესპანელი თავდამსხმელისთვის ფაქტი ფაქტად რჩება: „ლივერპული“ „ჩელსიზე“ დიდი კლუბია, მაგრამ ალალად მთქმელი ვარსკვლავი არც იმას მალავს, რომ „ენფილდ როუდზე“ კრიტიკოსებმა ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს და ბოლოს უკვე ერთი სული ჰქონდა როდის გამოიქცეოდა იქიდან. 26 წლის „ელ ნინიო“ ამბობს:

ჩემთვის „ლივერპული“ ყოველთვის განსაკუთრებულ გუნდად დარჩება. ბრწყინვალე ისტორიის გამო ის „ჩელსიზე“ დიდ კლუბად რჩება, მაგრამ ამჟამად რთული პერიოდი უდგას. იქ, ზაფხულის არდადეგებიდან ახალი შემართებით დაბრუნებული უცბათ მივხვდი, რომ სინამდვილე და ჩემი სურვილი ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. თურმე მიზანი არასწორად იყო დასახული, გუნდს რეალურად არ შეუძლია ის, რაც ჩვენ გვსურს.

„ლივერპულში“ სამი დიდებული წელიწადი გავატარე, მაგრამ ბოლო ექვსი თვე განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. ამ ნახევარმა წელიწადმა დამაკარგინა სიხარული, ენთუზიაზმი და გოლების გატანის სურვილი“.

არადა ტორესი მერსისაიდელთა კერპი იყო, მაგრამ როგორც კი შეიტყვეს, რომ მან „ლივერპულის“ ბოსებს „ჩელსიში“ გადასვლა სთხოვა, შეიძულეს. როგორც ჩანს თავმოყვარე ლივერპულელებზე, დამატებით, ესპანელი თავდამსხმელის იმ ინტერვიუმ იმოქმედა, სადაც მან თქვა, რომ მსოფლიოში „ჩელსის“ მეტი გულშემატკივარი ჰყავს, ვიდრე „ლივერპულს“. მოგეხსენებათ, მერსისაიდელები დაჩვეულნი არიან, რომ მათ გუნდზე ყველა მხოლოდ აღმატებით ხარისხში ლაპარაკობს. სამაგიეროდ ამ სიტყვებმა აღაფრთოვანა „ჩელსის“ ქომაგები, რომელთაც „წითლების“ ფანებისგან დღენიადაგ ნიშნისმოგებით ესმოდათ, რომ მათ კლუბს ღარიბი ისტორია აქვს.

ტორესმა თქვა, რომ „ლივერპულში“ დარჩენას განსაკუთრებით ორი ადამიანი სთხოვდა. ესენი გახლდნენ მწვრთნელები სემი ლი და სტივ კლარკი, თავადაც „ჩელსის“ ყოფილი ვარსკვლავი. თავდამსხმელმა განაგრძო:

„როდესაც პირველად გავიგე, რომ „ჩელსის“ ჩემი ყიდვა უნდოდა, ვარჯიშზე ვიყავი. მაშინვე მივაშურე კლუბის სპორტულ დირექტორსა და მწვრთნელს, რათა ეს ამბავი მეთქვა და ჩემი მდგომარეობა ამეხსნა. მეორე და მესამე მწვრთნელები, ლი და კლარკი ახალგაზრდობაში თავადაც ფეხბურთელები იყვნენ, ამიტომ მათ გამიგეს, მაგრამ ძალიან მთხოვეს დავრჩენილიყავი. ისინი მიმტკიცებდნენ, რომ ახლა გადასვლისთვის შესაფერისი მომენტი არ იყო, მაგრამ მე მომენტის შერჩევა აღარ დავიწყე. გარშემო ყველაფერი მუქად მეჩვენებოდა, ცუდი სეზონი უარესისკენ მიექანებოდა. წარმოიდგინეთ: არც პირად და არც გუნდის დონეზე კარგი არაფერი იკვეთებოდა, ჩემპიონატის დასრულებამდე კი რჩებოდა ექვსი თვე რომლის გაძლება ნამდვილი ტანჯვა იქნებოდა. ასეთ დროს, როდესაც ფეხბურთელი ხედავ, რომ შენს წინაშე ისეთი კლუბის კარი გაიღო, როგორიც „ჩელსია“, რასაკვირველია, შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ გინდა. ჩემი მხრიდან „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლა ყველაზე რაციონალური ვარიანტი გახლდათ“.

თავდამსხმელი, რომელსაც ლივერპულში, თუმცა რაღა ლივერპულში, მთელ მსოფლიოში, უამრავი ადამიანი ეთაყვანებოდა და ეთაყვანება კიდეც, საკუთრივ ტრანსფერის ფორმით გახლავთ უკმაყოფილო. იგი ამბობს, რომ გიჟურმა ერთმა თუ ორმა კვირამ გული ატკინა.

იმ დღეებში ინგლისურ პრესას მოედო ფოტოები, როგორ წვავენ მერსისაიდელი ფანები ტორესის მაისურებს. ერთი ასეთი ფოტო „ლელოს“ მკითხველებსაც შევთავაზეთ. „ლივერპულის“ ქომაგთა რისხვის ამსახველი ჩანაწერები მთელ დედამიწას მოედო და რაა გასაკვირი, რომ ესპანელ თავდამსხმელს რეპუტაციის დაცვის სურვილი გაუჩნდა.

როგორი რეაქცია ჰქონდა ტორესის წასვლაზე „ლივერპულის“ მწვრთნელ კენი დალგლიშს? „კოპის მეფე კენი“ აშკარად გაღიზიანებული იყო და ინტერვიუებში „ელ ნინიოს“ მიმართ აგრესიას გამოხატავდა, მაგრამ ფეხბურთელმა მდგომარეობის ჩაცხრობა გადაწყვიტა:

„ფანებზე იმას ვიტყვი, რომ მათ ჩართული კამერები რომ არ დაენახათ ჩემს მაისურებს არ დაწვავდნენ. ეს საჩვენებელი აქცია იყო. რაც შეეხება მწვრთნელს, მას, ისე როგორც ნებისმიერ ადამიანს დედამიწაზე, აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლება აქვს.

ლივერპულელებს მიაჩნიათ, რომ ჩემი სხვა გუნდში გადასვლა მათ მიმართ უსამართლო საქციელი იყო. მეტიც, ამ ხალხს ჩემი პირიდან სიმართლის მოსმენა არ უნდოდათ, მაგრამ ფეხბურთი ფეხბურთია და აქ, არავინ იცის როდის რა მოხდება. ჯერჯერობით, მერსისაიდელმა ფანებმა მათთვის მოსახერხებელი მითი შექმნეს და დაიჯერეს, თითქოს მე „ჩელსის“ ფეხბურთელობა მინდოდა. მაგრამ, ეს ტყუილია.

მე სინდისი სუფთა მაქვს. „ლივერპულში“ ყველას პატიოსნად მოვექეცი. ამიტომაც მტკენს გულს ის ინფორმაცია, რომელიც გაზეთებში იწერება. სამწუხაროა. ყველაფერი ხომ შეიძლებოდა სულ სხვანაირად გაგრძელებულიყო“.

ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
პარაგვაიში მბაპეს შეურაცხყოფა დაგმეს და ბოდიში მოიხადეს
"პარიზს", სადაც ახლახან ანდრია კვირიკაძე გადავიდა, სათავეში ლიამ როსენიორი ჩაუდგა
მამარდაშვილი გამოირიცხა - "ბეშიქთაშს" ახალი მეკარე ჰყავს
ესპანეთთან წაგების შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი გადადგა
პარაგვაელი სენატორი: მბაპე მახინჯი კამერუნელია - წერაც ვერ ისწავლა
ჩაკვეტაძე იტალიურ გუნდში გადავიდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის
"ტორპედომ" ბულგარელი მცველი დაიმატა
კარლო და ბრაზილია არ შედგა - დიდების სურვილი მუნდიალზე, ხასიათის სიმტკიცე და მოსალოდნელი კრახი(?!)
ნუთუ, კვლავ მესი? - "ოქროს ბურთის" მფლობელი შესაძლოა, კვლავ ლეგენდარული არგენტინელი გახდეს
ბალოგუნის ეფექტი - ფრანგებს ოლისესთვის მიღებული ყვითელი ბარათის გაუქმება სურთ
ხორვატიაში ახალი ერა დაიწყება - 9 წლის შემდეგ ზლატკო დალიჩი ნაკრებიდან წავიდა
სადებიუტო მუნდიალზე რეკორდმენს გაუთანაბრდა - ჰოლანს მუნდიალზე ვერ აჩერებენ
ლუკაკუს თურქეთში უხმობენ - "ნაპოლიმ" სატრანსფერო ფასი დაასახელა
"დიდი უსამართლობა გამოასწორეთ" - ტრამპმა ინფანტინოს ბალოგუნის დისკვალიფიკაციის მოხსნისთვის მადლობა გადაუხადა
რა მოხდა რეალურად და ვის გულისხმობს საზონოვი პრობლემაში? - ქართველი "ტორინოს" ხმაურიანი პოსტით დაემშვიდობა
[PHOTO] კვარაცხელია ბრაზილიის მუნდიალიდან გავარდნასა და ნეიმარის სანაკრებო კარიერის დასრულებას გამოეხმაურა
იჯარა და შემდეგ გამოსყიდვა - ქოჩორაშვილს საბერძნეთში უხმობენ, მაგრამ ქართველს სხვა გეგმები აქვს
“ეს დასასრულია” - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებიდან წავიდა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე დრამატული მატჩი - 10-კაციანმა ინგლისმა მექსიკა დაამარცხა