ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩი
ბევრი ელოდა, რომ "რეალი" "ვოლფსბურგს" თავიდანვე შეუტევდა და აქცენტს სწრაფ გოლზე გააკეთებდა, რაც "სამეფო გუნდს" საქმეს ერთი-ორად გაუადვილებდა.

მადრიდელებს ცხადია, სურდათ, რომ ანგარიში მალევე გაეხსნათ, მაგრამ ამაზე ითამაშესო ვერ ვიტყვით, პირიქით, თავდაჯერებულად და დინჯად თამაშობდნენ, მაგრამ თავისას მაინც მიაღწიეს, ამ მიდგომამ გაჭრა.

პირველ მატჩთან შედარებით სასტარტო შემადგენლობებში ერთადერთი ცვლილება იყო, "რეალის" ძირითადში მარჯვენა მცველად დანილოს ნაცვლად დანიელ კარვახალი გამოჩნდა, რომელიც გერმანიაშიც შევიდა შეცვლაზე ცუდად მოთამაშე ბრაზილიელის ნაცვლად.

ამან გაამართლა, რადგან კარვახალი ძალიან აქტიური გახლდათ და პირველი გოლი მან შექმნა, ცოტა გაუმართლა კიდეც - პირველი პასი დანიელს არ გამოუვიდა, მაგრამ ბურთი დაუბრუნდა, ხოლო მეორე გადაცემისას მცირე რიკოშეტიც იყო და ბურთი პირდაპირ რონალდოს მიუგორდა, რომელსაც ახლო მანძილიდან დიეგო ბენალიოს კარში გატანა აღარ გასჭირვებია.

წამებში მასვე ოდნავ დაასწრეს და ბურთი კუთხურზე გავიდა, რომლის ჩამოწოდების მერეც, მოსახდენი მაინც მოხდა - რონალდომ ტონი კროოსის ჩაკიდებულ ბურთს თავი შეაგება და "რეალმა", თანაც, დინჯად მოთამაშე "რეალმა", პირველივე ტაიმში აღმოფხვრა ჩამორჩენა.

გერმანელები ცხადია, შოკში ჩავარდნენ და არათუ ცივი, ყინულიანი შხაპი "მგლებს" მაშინ გადაესხათ, როდესაც მათი მთავარი შემოქმედი იულიან დრაქსლერი დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა.

მიუხედავად ამისა, საინტერესოა, რომ "რეალმა" სტილი არ შეცვალა და დინჯად თამაში გააგრძელა, პირველი ტაიმის ბოლო წამამდე, როცა ქარიმ ბენზემამ დროულად და კარგად ვერ დაარტყა, მასპინძლებს მომენტი აღარც ჰქონიათ.

აი, სტუმრებმა კი ერთი-ორი გამოსარჩევი რამ შემოგვთავაზეს და ყველაზე სახიფათო ის ეპიზოდი გახლდათ, როდესაც ბრუნო ენრიკემ დიდი დრო მოანდომა ბურთის დამუშავებას და ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა, დაუბლოკეს.

მეორე ტაიმში მატჩის სათამაშო ტემპი და სცენარი დიდად არ შეცვლილა. "რეალი" ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნა უჭირდა. ერთი სერხიო რამოსის თავური მოხვდა ძელს და ბურთმა კინაღამ ხაზიც გადაკვეთა, მადრიდელები გოლის დაფიქსირებას ითხოვდნენ.

ასე მშვიდად მიდიოდა საქმე დამატებით დრომდე, სანამ 77-ე წუთზე საჯარიმო დარტყმას არ დაინიშნა და მის შესასრულებლად "სამეფო გუნდის" 7-იანი არ მივიდა. რონალდოს დარტყმისას იქამდე ჩინეთის კედელივით მდგარი "ვოლფსბურგის" ცოცხალი კედელი ბერლინის კედელივით დაიშალა, რონალდომ კი ბურთი ნახევარფინალისკენ მიმავალ ღრიჭოში გააძვრინა და შემდეგი ეტაპის ფანჯარა გაჭრა.

პორტუგალიელი მატჩის გმირად იქცა, მისი ბენეფისი შედგა და იგი ზიდანის მოსვლის მერე თითქოს, ხელახლა იბადება და მეორე ახალგაზრდობა ეწყება. ისე, ეს რონალდოს მე-16 გოლი გახლდათ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში, საკუთარი რეკორდის გამეორება-გაუმჯობესებამდე.

დარჩენილ დროში ცოტა სანერვიულო მაინც იყო, გერმანელებს ერთი კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ კარში დროულად ვერავინ დაარტყა. "რეალს" დროზე ადრე დამთავრებაც შეეძლო, ბენალიომ ჯერ ბენზემას აუღო, მერე კი ქრიმის ნაცვლად გამოსულ ხესეს არ გაატანინა, ორივე კარგი "სეივი" იყო.

დიტერ ჰეკინგის გუნდი ვერ გავიდა, მაგრამ ბოლომდე იომა და მხოლოდ შექებას თუ იმსაუხრებს. "მგლებს" უბრალოდ ცოტათი არ გაუმართლათ. "რეალმა" კი წილისყრას და თავის მეტოქეს დაელოდება, რომლადაც მადრიდელები ალბათ სიამოვნებით ისურვებემ პარალელურ მატჩში გამარჯვებულ "სიტის".

იხილეთ ვიდეო

რეალი-ვოლფსბურგი 3:0 (0:2)

გოლები: 1:0 რონალდო (16), 2:0 რონალდო (17), 3:0 რონალდო (77)

რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო - მოდრიჩი (90+2. ვარანი), კაზემირო, კროოსი - ბეილი, რონალდო, ბენზემა (84. ხესე)

ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ვიეირინია, ნალდო, დანტე, რ. როდრიგესი - გილავოგი (80. დოსტი), ლუის გუსტავო - დრაქსლერი (32. კრუზე), არნოლდი, ბრუნო ენრიკე (72. კალიჯური) - შურლე

გაფრთხილება: რონალდო - არნოლდი, ლუის გუსტავი, დანტე, ვიეირინია

კუთხური: 12-4 ჯარიმა: 9-9 თამაშგარე: 5-3 კარში დარტყმა: 16(7)-9(3) ბურთის ფლობა: 56%-44%

მაყურებელი: 76 684

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

margo
რა დაუშავა ამ ხალხს რონალდუმ მართლა ვერ გავიგე. არასიმპატიური რომ იყოს ზოგიერთივით, ალბათ ამდენს არ აგინებენ.
666
germaniis ara chinetis kedeli dashala.volsburgs sezonshi visacarezareba yvelaugebs.saxlshi gsuvarda yarsulis topivit da egiyo sul.vincdarcha ligaze aimagattan rasizams reali vnaxot.ai sitim ki martla miagwia istoriul shedegs.
roma
ხალხო,რა დროს ენაზეა საუბარი,რა მნიშვნელობა აქვს,ვისი გვარი ,როგორ გამოითქმის,მთავარია,როგორი ფეხბურთელია და როგორ ეხმარება გუნდს,წერეთ რონალდუზე და აღნიშნეთ მისი ხარისხი,თქვით,რომ ის ფეხბურთის ღმერთია,რომ მას უმეტეს შემთხვევაში მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია,ასევე იამაყეთ,რომ ის საქართველოში იყო ჩამოსული აკადემიის გახსნაზე და საჭირო პატივი ვერ მივაგეთ,ფეხბურთზე წერეთ და რონალდუზე ისაუბრეთ,...
დათო
,,სეივი" არა ქლიავი წერეთ და ილაპარაკეთ ქართულად , ღმერთის მადლით ქართული მდიდარი ენაა. გაიგეთ ეს ბოლოს და ბოლოს ჟურნალისტებმაც და კომენტატორებმაც
ლევანი
მადრიდელთა ვარსკვლავი არის რონალდ-უ და არა რონალდ-ო. პორტუგალიურ ენაში, როცა სახელის ბოლოს არის ასო O, იგი გამოითქმის, როგორც "უ". დიდი პორტუგალიელი მწერლის სახელი და გვარია - José Saramago, მაგრამ ქართულად გამოითქმის, როგორც ჟოზე სარამაგუ(და არა სარამაგო, რასაც, სამწუხაროდ, არცთუ ისე იშვიათად წააწყდება ადამიანი). იგივე ვარიანტია რონალდუს შემთხვევაშიც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ!
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ადვოკატი - ბენზემაზე: ნუთუ ის ერთადერთია, რომელიც 1795 წელს დაწერილ სიმღერას ("მარსელიეზას") არ მღერის?
ბენზემამ "რეალი" დატოვა და საუდის არაბეთში გაემგზავრება
[VIDEO] ვინისიუსის ამ დარტყმის შემდეგ, თანაგუნდელებმა სიცილი ვერ შეიკავეს
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
პსჟ იულიან დრაქსლერს თავიდან იშორებს
"რეალმა" ბენზემას კონტრაქტი უკანასკნელად გაუგრძელა
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
დრაქსლერი ინგლისში? გერმანელით ერთ-ერთი გრანდი დაინტერესდა
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
დიტერ ჰეკინგი: მადრიდს სიამაყის გრძნობით ვტოვებთ
"ჩელსიმ" ბენზემას დამატება არ მოისურვა
ბენზემა ზღაპრული შეთავაზების სანაცვლოდ საუდის არაბეთში გადაბარგებას აპირებს
ოფიციალურად: საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დანიშნეს
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
რეალი-ვოლფსბურგის გამოხმაურება: ზიდანის საუკეთესო დღე
თავისი კადრები ეყოლება - ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში ბარტეზი მიყავს
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
რონალდო: ლეო, შენი მემკვიდრეობა საუკუნეების მანძილზე დარჩება - გეხვევი
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"ვოლფსბურგმა" დიტერ ჰეკინგი დაითხოვა - რა ხდება "მგლების" ბუნაგში
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
დრაქსლერს "ბარსელონას" უკავშირებენ
იულიან დრაქსლერს იტალიურ კლუბში უნდა გადასვლა
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
რეალი VS ვოლფსბურგი - დიდი მატჩი და ცივი გონება
ვოლფსბურგი-რეალის გამოხმაურება: ცუდი, ცუდი, ცუდი
ასრულებს თუ არა კარიერას - ერიქსენმა უკრაინასთან უგონოდ მოედანზე დაცემის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო
ევროპა. ტოპ-5 ლიგის ფაქტები და სტატისტიკა: ჟოზეს და პეპის დაცემები
"კარგად არ გამოიყურება" - ზიდანმა მბაპეს ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა
ზინედინ ზიდანმა საფრანგეთი არად ჩააგდო და მესის მიერ დამწუხრებული შვილის დამშვიდება მოუწია
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
საფრანგეთში ბენზემასთვის მოქალაქეობის და "ოქროს ბურთის" ჩამორთმევა მოითხოვეს
დრაქსლერმა კატარულ გუნდში გადასვლა გადაწყვიტა