ესპანელისთვის "რეალში" დაბრუნება რეალურია
ალვარო მორატა მადრიდის "რეალში" და ალვარო მორატა "იუვენტუსში" ორი სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია.

მას შემდეგ, რაც 23 წლის ესპანელი ფორვარდი იტალიაში გადაბარგდა, მკვეთრად მოუმატა და გაცილებით უკეთ ათამაშდა. მორატასთან ინტერვიუ ესპანურმა გამოცემა "მარკამ" გამოაქვეყნა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

- მას შემდეგ, რაც "იუვენტუსში" გადახვედით, მკვეთრად მოუმატეთ. რას უნდა მივაწეროთ ეს?

- ვცდილობ, რომ დრო უქმად არ დავკარგო და ძალიან დიდ დროს ვატარებ საწვრთნელ ბაზაზე. ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა და მსურს, რომ ეს პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენო. იყო დრო, როდესაც მთელ მოედანზე სირბილი მიჭირდა, დღეს კი დაცვას აქტიურად ვეხმარება. ყველაფერი თავდაუზოგავი შრომის შედეგია.

- მეორე მხრივ, სერია A-ში ცოტა გოლი გაგაქვთ. მიმდინარე სეზონში, თქვენს ანგარიშზე მხოლოდ 6 შედეგიანი დარტყმაა...

- იტალიაში გოლების გატანა გაცილებით რთულია, ვიდრე ესპანეთში და ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გოლი ვერ გამაქვს, მთლიანობაში, ურიგოდ არ ვთამაშობ და ვცდილობ, რომ გუნდს დიდი სარგებელი მოვუტანო.

- ცნობილია, რომ იტალიაში თავდამსხმელისთვის რთულია თავის გამოჩენა. რით ხსნით ამას?

- რთული ასახსნელია, მაგრამ ფაქტია, რომ ფორვარდებს იტალიაში ძალიან უჭირთ. მეტოქის საჯარიმოში ყოველთვის სიმჭიდროვეა და ბურთის მისაღებად ხშირად ცენტრთან გიწევს ასვლა. არ ვიყავი მიჩვეული თამაშში 14 კილომეტრის რბენას, მაგრამ სერია A-ში ამ რეალობის წინაშე დავდექი. ყველაფერთან ერთად, იტალიაში თავდამსხმელი ბევრ რამეს სწავლობს და გამონაკლისი არც მე ვარ.

- ჯერ კიდევ გახსოვთ მიუნხენური მატჩი?

- ხშირად მახსენდება და ყოველთვის მიფუჭდება ხასიათი. მიუნხენში კარგად ვითამაშეთ და მატჩის დიდი ნაწილი ვჯობდით მეტოქეს, მაგრამ სახლში მაინც ხელმოცარულნი დავბრუნდით. არადა, დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან ტოლსწორად შეგვიძლია თამაში და გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა არ იყო შემთხვევითი.

- არ გაგიკვირდათ, რომ ადურისი ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს?

- ნამდვილად არ გამკვირვებია, რადგან შესანიშნავად თამაშობს, გოლებიც ბლომად გააქვს და ვფიქრობ, იმსახურებს კიდეც ნაკრებში ყოფნას. იმედია, ადურისი ევროპის ჩემპიონატზეც გაიტანს და დაეხმარება ესპანეთს ტურნირის მოგებაში.

- დიეგო კოშტაზე რას იტყვით?

- კარგის მეტ არაფერს, რადგან ბრწყინვალე ფორვარდი და კარგი ადამიანია. კოშტასგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება და იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ერთად ვითამაშებთ.

- რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებას?

- ეს იქნება დასტური იმისა, რომ ტყუილად არ ვცხოვრობ.

- იტალიაში რას ელოდებიან თავიანთი გუნდისგან ევროპის ჩემპიონატზე?

- იგივეს, რასაც ჩვენ. იტალიას ტაქტიკურად გამართული გუნდი ჰყავს, რომლისთვის გოლის გატანა ურთულესი იქნება. "აძურას" ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და იქ თითოეულ რგოლში დიდი კონკურენციაა.

- სად უფრო იოლია თამაში, "იუვენტუსში" თუ ესპანეთის ნაკრებში?

- ნაკრებში, რადგან ესპანეთი შემტევ ფეხბურთს თამაშობს და თავდამსხმელს ნაკლებად უწევს სირბვილი."იუვენტუსში" ხშირად ვარ მარტო სამი ცენტრალური მცველის წინ, ასე კი გოლის შეგდება ურთულესი საქმეა.

- ელოდით ასეთ მძაფრ კონკურენციას მარიო მანჯუკიჩისგან და პაულო დიბალასგან?

- კი, რადგან ძალიან ძლიერი თავდამსხმელები არიან და გუნდისთვის დიდი სარგებელი მოაქვთ. ჩემი სურვილია, რომ ყოველთვის მოედანზე ვიყო, მაგრამ კონკურენციის გამო, ეს შეუძლებელია. თუ "იუვენტუსის" კალიბრის გუნდში გსურს თამაში, ამას უნდა შეეგუო.

- მომდევნო სეზონს "იუვენტუსში" გაატარებთ?

- ტურინში თავს ბედნიერად ვგრძნობ და აქ ყველაფერი მომწონს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. ჩემი მომავალი სეზონის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

- მანჯუკიჩი და დიბალა "იუვეს" სრულფასოვანი წევრები არიან და მათი გამოსყიდვის უპირატესი უფლებით არავინ სარგებლობს. იქნებ ამის გამო ხართ ხშირად სათადარიგოთა სკამზე...

- ამაზე არასდროს მიფიქრია, რადგან როდესაც "იუვენტუსის" მაისურს ვიცვამ, თავს სრულფასოვან "იუვენტინოდ" ვგრძნობ. მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები, დანარჩენი კი მწვრთნელის გადასაწყვეტია.

- ინგლისის პრემიერლიგაში არ გსურთ ძალების მოსინჯვა?

- ინგლისური ფეხბურთი მიზიდავს, რადგან იქ ნაკლები ყურადღება ეთმობა ტაქტიკურ ასპექტებს და თავდამსხმელიც უფრო თავისუფლად გრძნობს თავს. შესაძლოა, ოდესმე პრემიერლიგაშიც მოვსინჯო ძალები. თუმცა, ამ ეტაპზე, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში.

- და რას იტყვით მადრიდის "რეალში" დაბრუნებაზე?

- როდესაც კარგად ვთამაშობ და გოლი გამაქვს, მყისვე იწყება საუბრები ჩემი მადრიდში დაბრუნების შესახებ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ტურინში თავს შესანიშნავად ვგრძნობ, მაგრამ მადრიდში დაბრუნება რეალურია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
კვლავ იტალიაში - მორატა სერია A-ს დაუბრუნდა
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
მორატას ისევ სერია A-ში უხმობენ - ალვარომ შესაძლოა, მესამე იტალიური გუნდის მაისური მოირგოს
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
"ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი, უფრო მომთმენი უნდა იყოს" - ფაბრეგასმა მორატა გააკრიტიკა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
უკან სამშობლოში - ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
უკვე მეორედ - მორატა ცოლს გაშორდა და მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო