"დალასმა" დასავლეთ კონფერენციაში საბოლოოდ მე-6 ადგილი დაიკავა და პლეი ოფში "ოკლაჰომა სიტის" შეხვდება
საქართველოს ნაკრების კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას გუნდმა "დალას მავერიკმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატი შინ "სან ანტონიოსთან" მარცხით დაასრულა, თუმცა ამ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა თითქმის არ ჰქონდა.

დალასელები დასავლეთ კონფერენციაში წაგების შემთხვევაშიც მე-6 ადგილს იკავებდნენ, რადგან ამ ადგილის კონკურენტი "მემფისი" ოკლენდში თამაშობდა, სადაც "გოლდენ სტეიტს" სეზონის სარეკორდო, 73-ე გამარჯვების მოპოვებას ეშურებოდა და ეს ასეც მოხდა.

რეგულარულის ბოლო მატჩში ფაჩულიამ 8 ქულა, 12 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 30 წუთში 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

დალასელებმა ბოლო წუთებზე წააგეს, თუმცა სათქმელია, რომ "სან ანტონიოს" აკლდა წამყვანი მოთამაშეები - კავაი ლეონარდი, ტიმ დანკანი, ლამარკუს ოლდრიჯი, ტონი პარკერი, დავიდ ვესტი... რომლებიც მწვრთნელმა დაასვენა.

მატჩის საბოლოო ანგარიშია 91:96, რაშიც ლომის წილი "სფურსის" სერბმა გოლიათმა ბობან მარიანოვიჩმა დაიდო 22 ქულა - 12 მოხსნით. დალასელთაგან 22 ქულით რეიმონდ ფელტონი გამოირჩა, დირკ ნოვიცკიმ 19 დააგროვა, დერონ უილიამსის ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა.

"დალასმა" სეზონი 42 მოგებითა და 40 მარცხით დაასრულა. პლეი ოფში ტეხასელები "ოკლაჰომა სიტი სანდერს" შეხვდებიან. მომდევნო წრეში ის გუნდი გავა, რომელიც სერიაში 4 გამარჯვებას მოიპოვებს. მოედნის უპირატესობა ოკლაჰომელებს აქვთ, რომლებმაც რეგულარული ჩემპიონატი 55 მოგებითა და 27 მარცხით, დასავლეთ კონფერენციის მე-3 საფეხურზე დაასრულეს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

bs
ანუ გადაურჩებიან პირველ წრეში გოლდენ-სტეიტთან და სან-ანტონიოსთან შეხვედრას, არადა 6-ზე რომ არ გასულიყვნენ 7 და 8 ზე გასვლას აზრიც არ ქონდა, მაინც პირველივე წრეში გამოაგდებდნენ. ახლა კი უკვე საინტერესოა!მარა მაინც ვერ მივხვდი როგორ მოახერხეს 6-ზე გასვლა ტან ბოლოთამაში წააგეს, მით უმეტეს რომ 2 ტურის წინ საერთოს 8-ზე გასვლაც საპრობლემო ქონდათ.
ჯონი
ვულოცავ ზაზას, წარმატებებს ვუსურვებ. ბედნიერი იყოს ის ოჯახით და სრულიად საქართველო....
alexandre
სტატიაში თავიდან ეწერა 42 და 30, ამიტომაც გამოვიდა 72. მერე შეასწორეს.
zaza
ZZZ-ს. მათემატიკასთან ცოტა მწყრალად ხომ არ ხარ? 42-ს რომ 40 მიუმატოთ 72-ა? ჩემი გამოთვლით 82 გამოვიდა. ანუ დალასმა არა 72, არამედ 82 თმაში ჩაატარა. ეს ისე მხიარულებისათვის...
1
42+40=55+27... არა???;)
giorgi
ისე მართლა ცოტა ყურადღებით წერეთ ეს სტატიები უხერხულია ამდენი შეცდომები..
ZZZ
ესეიგი დალასმა 72 მატჩი ჩაატარა და ოკლაჰომამ 82 და წინა (9 აპრილის) სტატიაში გადაწყვეტილი გქონდათ, რომ ოკლაჰომას კი არა სან ანტონიოს ხვდებოდნენ პლეიოფში!!!
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ჯეიმსის ისტორიული მატჩი - "ლეიკერსმა" "იუტა" დაამარცხა [VIDEO]
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ლუკას 43 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა, "კლიპერსს" ლეონარდმა ულიდერა [VIDEO]
"კლიპერსმა" "დალასი" რის ვაი-ვაგლახით დაამარცხა
27-ქულიანი ქამბექი და გამარჯვება - "ლეიკერსმა" "დალასი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]
ლუკას ისტორიული მაჩვენებელი და გამარჯვება "გოლდენ სტეიტთან" [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ლუკას საოცარი მატჩი - 50 ქულა და 10 ასისტი [VIDEO]