ოლიმპიადა ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდება
16-17 აპრილს თბილისი საცეკვაო სპორტის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლებს.

ოლიმპიადა ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდება. ოლიმპიადის ფარგლებში, საქართველოს 8 ქვეყნის წარმომადგენლები (გერმანია, უკრაინა, ბელორუსი, აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, ირანი) ეწვევიან, ქვეყნის მასშტაბით კი 2 000-მდე მონაწილე მიიღებს მონაწილეობას.

საერთაშორისო ოლიმპიადის ფარგლებში ასევე ტარდება: საქართველოს ღია ჩემპიონატი ჩერლიდინგში, ტურნირი სასკოლო გუნდებსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის, ჩემპიონატები - Para Cheer და Para Dance, სადაც სხვა გამომსვლელებთან ერთად, აქტიურად ჩაერთვებიან ეტლით მოსარგებლე პირები, სმენა და მხედველობადაქვეითებული მოზარდები საერთაშორისო თასის თანამედროვე და საესტრადო ცეკვებში.

ოლიმპიადას სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული საერთაშორისო მსაჯები გაუძღვებიან. ჩერლიდინგი სპორტის სახეობაა, რომელიც მოიცავს შოუსა და სანახაობრივი სპორტის სახეობის ელემენტებს - ცეკვას, ტანვარჯიშისა და აკრობატიკის ელემენტებით. საქართველოს ჩერლიდინგის ეროვნული ფედერაცია კი შედის მსოფლიო და ევროპულ უმსხვილეს სპორტულ სტრუქტურებში: ICU-ს (International Cheer Union), რომელიც არის უმსხვილესი და ლიდერი ჩერლიდინგის სპორტული ფედერაცია მსოფლიოში, ასევე არის ECU-ს (European Cheer Union) და IDO-ს (International Dance Organization) წევრი.

ოლიმპიადის მიზანია ქვეყანაში კულტურისა და სპორტის განვითარება, ფიზიკური კულტურისა და სპორტის საშუალებით ჯანმრთელობის განმტკიცების ხელშეწყობა; ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი, სპორტული და კულტურული ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა. ასევე, ქალთა სპორტული ჯგუფების აქტიური ჩართულობა სპორტულ და კულტურულ ცხოვრებაში და ჩერლიდინგის, როგორც ერთ-ერთი აქტიური სპორტული მიმართულების განვითარება ქვეყანაში.

ჩერლიდინგი ამერიკასა და ევროპაში ძალზე პოპულარული და განვითარებული სპორტია. ოლიმპიადა საქართველოს ჩერლიდინგის ეროვნული ფედერაციის, თანამედროვე და საესტრადო ცეკვების ეროვნული ფედერაციისა და IDO-ს ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიება ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს კულტურის პალატის მხარდაჭერით ტარდება.

ოლიმპიადის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან ახალი ამბების სააგენტოები: "აიპრესი", "სითიკვირა", "ფრონტნიუსი", "Sportall.ge", "პირველიინფო" და გაზეთი "პრაიმთაიმი".

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა