ფილიპინელ მოკრივეს მენი პაკიაოს 69.9-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს.

ფილიპინელ მოკრივეს მენი პაკიაოს 69.9-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო გუშინ მსოფლიოს საკრივო საბჭოს დირექტორთა საბჭომ. ასე რომ, ახლა აზიელ მოკრივეს მხოლოდ 66.7 კილოგრამში WBO-ის საჩემპიონო ქამარი ამშვენებს.

WBO-ის ტიტულს "პაკმენი" 2009 წლის ნოემბრიდან ფლობს, როცა ქულების დაამარცხა პუერტორიკოელი მიგელ ანხელ კოტო. 2010 წლის ნოემბერში ფილიპინელმა ერთი კატეგორიით ზემოთ აინაცვლა და 69.9 კოლოგრამში WBC-ის ვაკანტური ტიტულისთვის მექსიკელ ანტონიო მარგარიტოს მოუგო.

WBC-ის წესების თანახმად, ორ წონით კატეგორიაში ქამრის მფლობელმა მოკრივემ 15 დღის განმავლობაში ერთ-ერთს უნდა მიანიჭოს უპირატესობა. პაკიაომ თავად თქვა უარი WBC-ის ტიტულზე - მან განაცხადა, რომ აღარ სურს 69.9 კილოგრმაში ჩხუბი. ამის შემდეგ WBC-მა ოფიციალურად ჩამოართვა ჩემპიონობა მენის.

ახლა WBC-ის ეს ტიტული ვაკანტური გახდა. მის მოსაპოვებლად საჩემპიონო ბრძოლა გაიმართება, რომლის ერთი მონაწილე უკვე ცნობილია. ეს არის 20 წლის მექსიკელი პრეტენდენტი საულ ალვერასი. მისი მეტოქის ვინაობა უახლოეს ხანში გამოცხადდება.

რაც შეეხება პაკიაოს, თავის მომდევნო ბრძოლას ის 7 მაისს ამერიკელი შეინ მოზლის წინააღმდეგ გამართავს. ამ ბრძოლაში პაკმენი სწორედ WBO-ის ტიტულს დაიცავს 66.7-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს