ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი

"სან ხოსე შარქსმა" გადალახა კრიზისი და "ვაშინგტონთან" შეხვედრას სამმატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა. სწორედ ეს მატჩი იყო გუშინდელ სათამაშო დღეს ცენტრალური. დედაქალაქელებს წამყვანი მცველი მაიკ გრინი დააკლდათ, რომელმაც წინა მატჩში "პიტსბურგთან"

ტრავმა მიიღო. ამის გამო "კეპიტალზს" სასწრაფოდ მოუწია ფარმკლუბიდან ტაილერ სლოუნის გამოძახება.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ ორ პერიოდში გოლი არ გასულა, თამაში ძალიან საინტერესოდ ვითარდებოდა. "ზვიგენებმა" კარგად ჩაკეტეს მასპინძლების ლიდერი ალექსანდრ ოვეჩკინი, რის გამოც "ვაშინგტონს" იშვიათად ჰქონდა საგლე მომენტები. ერთ-ერთი ასპროცენტიანი იყო - მეორე პერიოდის ბოლოსკენ დევიდ შტეკელი გავიდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ "შარქსისთვის" საბედნიეროდ, ფორვარდმა შანსი ვერ გამოიყენა.

"სან ხოსეს" უფრო ადრე შეეძლო გადაეწყვიტა მატჩის ბედი, მაგრამ ბრწყინვალედ თამაშობდა "კეპიტალზის" ჩეხი მეკარე მიხალ ნოივირტი. სტუმრები იოლად შედიოდნენ მეტოქის ზონაში, იქ კომბინაციებს ათამაშებდნენ, მაგრამ ბოლო ბარიერს ვერ გადიოდნენ. ერთ მომენტში ნოვირტმა ზედიზედ სამი დარტყმა მოიგერია. მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა - 30-ზე მეტი დარტყმის მოგერიების შემდეგ ჩეხმა სწრაფად გაუშვა ორი შაიბა. ჯერ ლოგან კუტური შევარდა "ვაშინგტონის" ზონაში და ფეხებს შუა გაუძვრინა შაიბა ნოივირტს, შემდეგ კი დენ ბოილმა ახლო მანძილიდან გაიტანა. "კეპიტალზი" ბოლოსკენ გააქტიურდა, მაგრამ ანტი ნიემიმ დაამტკიცა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში

უსაქმურობას მისი ყურადღება არ მოუდუნებია. ფინელმა მეკარემ მშვიდად მიითვალა "შათაუტი".

"ვაშინგტონის" გასახარად, წააგო დივიზიონში მისმა მთავარ კონკურენტმა. "ტამპა ბეი" თითქოს დამაჯერებლად აკონტროლებდა "ბაფალოსთან" მატჩს და ორი პერიოდის შემდეგ წინ იყო, მაგრამ მესამეში "ლაითნინგის" თამაში მთლიანად მოიშალა, რამაც ამ გუნდის კარში ხუთი შაიბა მოიტანა! კარგი მატჩი ჩაატარა ფორვარდმა დრიუ სტეფორდმა. ბაფალოელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და დღის პირველი ვარსკვლავის სტატუსი მოიპოვა.

პლეი ოფის ზონასთან მიახლოებას ცდილობს "ტორონტო". კანადურმა კლუბმა ბოლო ორ დღეში მეორე გამარჯვება მოიპოვა - მან ნიუ იორკში "აილენდერსი" დაამარცხა. მასპინძლებისთვის საინტერესო მომენტი იყო 22 წლის ფინელი მეკარის მიკო კოსკინენის დებიუტი, რომელიც პირველ გუნდში რიკ დიპიეტროს ტრავმის შემდეგ გამოიძახეს. კოსკინენი ამ მატჩში დუბლიორი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოთელვაზე ტრავმა მიიღო კევინ პოულინმა, ამიტომაც ფინელს მოედანზე გასვლა მოუწია. დებიუტი საუკეთესო ვერ გამოვიდა, რადგან 26 დარტყმიდან მიკომ ხუთი შაიბა გაუშვა და მისმა გუნდმა 2:5 წააგო. "ტორონტოდან" უნდა გამოვყოთ კოლბი არმსტრონგი და დერილ ბოისი - მათ სამ-სამი ქულა მოიპოვეს.

მოულოდნელად წააგო "პიტსბურგმა", რომელიც "კოლამბუსს" მასპინძლობდა. "პიტსბურგის" პრობლემების შესახებ საყოველთაოდ არის ცნობილი, მაგრამ სტუმრების გამარჯვებას (4:1) მაინც არავინ პროგნოზირებდა. აღსანიშნავია "კოლამბუსის" მეკარის სტივ მეისონის კარგი თამაში, რომელმაც 32 დარტყმა მოიგერია და თავის გუნდს ცხრილში "კოლორადოს" გასწრების საშუალება მისცა.

სულ ცოტა ხნის წინ გულშემატკივრები იმაზე ბჭობდნენ - დააღწევდა თუ არა თავს "ნიუ ჯერსი" აღმოსავლეთის ბოლო ადგილს. ახლა კი

ფანები "დევილზის" პლეი ოფში მოხვედრის შანსებს ითვლიან. რა თქმა უნდა, გუნდს ძალიან წაადგა მწვრთნელ ჟაკ ლემერის დაბრუნება, რომელმაც დაალაგა სიტუაცია და ახლა "ნიუ ჯერსი" თამაშს თამაშზე იგებს. ამჯერად მან ოვერტაიმში მოუგო "კაროლინას" - 3:2, მატჩის გმირი კი ახალგაზრდა შვედი მატიას ტედენბი გახდა, რომელმაც ორი შაიბა გაიტანა, მათ შორის - გამარჯვების. "ეშმაკების" პროგრესის მიუხედავად, ისინი ჯერ შორს არიან პლეი ოფის ზონისგან - უახლოეს კონკურენტს "ტორონტოს" ჩამორჩებიან შვიდი ქულით.

ნიუ ჯერსი-კაროლინა 3:2 (ო)

0:0, 1:1, 1:1, 1:0

გოლები: 0:1 სკინერი-19 (კორვო-20, პიტკანენი-21), 1:1 ტედენბი-6 (არნოტი-11, კ. უაიტი-4), 1:2 სკინერი-20 (ე. სტაალი-28, ი. უაიტი-13), 2:2 პალმიერი-5 (კოვალჩუკი-18, კ. უაიტი-5), 3:2 ტედენბი-7 (ზაიაცი-23, ჰედბერგი-1).

აილენდერსი-ტორონტო 3:5

1:2, 1:0, 1:3

გოლები: 0:1 კ. არმსტრონგი-7 (ბოისი-4, ტ. კაბერლე-33), 0:2 როუზილი-1 (შენი-11), 1:2 მოულსონი-19 (ტავარესი-22, პარენტო-20), 2:2 გრაბნერი-17 (მარტინეკი-6, ოკსოპო-3), 2:3 ტ. კაბერლე-3 (კ. არმსტრონგი-11, ბოისი-5), 2:4 კულემინი-20 (კესელი-16), 2:5 სიოსტრიომი-2 (კ. არმსტრონგი-12, ბოისი-6), 3:5 შრემპი-10 (იურჩინა-7, მარტინი-4).

პიტსბურგი-კოლამბუსი 1:4

0:1, 0:2, 1:1

გოლები: 0:1 ნეში-24 (ბრასარი-23, ვორაჩეკი-24), 0:2 პალსონი-5 (უმბერგერი-20, ჰეიდა-10), 0:3 ვორაჩეკი-10 (ნეში-22, ბრასარი-24), 1:3 ტაილერ კენედი-10 (რუპი-5, მარტინი-17), 1:4 ვერმეტი-13 (ჰუსელიუსი-8, უმბერგერი-21).

ვაშინგტონი-სან ხოსე 0:2

0:0, 0:0, 0:2

გოლები: 0:1 კუტური-24 (იგერი-9, ჰასკინსი-6), 0:2 დ. ბოილი-6 (ჰიტლი-27, სეტოგუჩი-9).

ფლორიდა-სტ. ლუისი 1:2

1:0, 0:1, 0:1

გოლები: 1:0 ვიდემანი-8 (უეისი-22, ფროლიკი-21), 1:1 ბეკსი-18 (ენდი მაკდონალდი-11, ბოიესი-23), 1:2 დ'აგოსტინი-12 (სობოტკა-17, ჯეკმენი-9).

ტამპა ბეი-ბაფალო 4:7

1:1, 2:1, 1:5

გოლები: 1:0 ბერგენჰაიმი-9 (ლეკავალიე-17, ბ. კლარკი-14), 1:1 სტეფორდი-18 (ლეოპოლდი-19), 2:1 ლეკავალიე-10 (ჰედმანი-19), 3:1 ბერგენჰაიმი-10 (მელოუნი-23), 3:2 ვანეკი-20 (მ. უებერი-5), 3:3 ლეოპოლდი-11 (ენისი-17), 3:4 ტიმ კონოლი-8 (ენისი-18), 3:5 ვანეკი-21 (მაკორმიკი-8), 3:6 სტეფორდი-19 (შ. მორისონი-3, მ. უებერი-6), 3:7 სტეფორდი-20 (ლეოპოლდი-20, ვანეკი-26), 4:7 ლეკავალიე-11 (სენტ ლუისი-45, სტემკოსი-33).

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა