მარტვილის "მერანი" და თბილისის "ლოკომოტივი" უმაღლესი ლიგის 25-ე ტურში მომხდარ ინციდენტს ეხმაურებიან
მარტვილის "მერანი" გუშინ, 16 აპრილს, სოციალურ ქსელში ბოლო ოფიციალურ თამაშში განვითარებულს მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ლოკომოტივის" მწვრთნელის ქმედებას არანაირი გამართლება არ აქვს.

- "ლოკომოტივი"-"მერანის" მატჩის დროს გაწევ-გამოწევა გვირაბში გაგრძელდა [VIDEO]

გთავაზობთ "მერანის" განცხადების ნაწილს, რომელიც ინციდენტს შეეხება:

"მატჩი თითქოს "მშვიდობიანად" დასრულდა, მაგრამ თამაშის შემდეგ მეტოქე გუნდის მწვრთნელი ჟერარდ სარაგოსა მოექცა ყურადღების ცენტრში, რომელიც ბოლო წუთებზე გაშვებულმა გოლმა აშკარად გამოიყვანა მწყობრიდან და ჩვენი ფეხბურთელების მისამართით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფით გამოირჩა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა და საბოლოოდ სამართალდამცავი ორგანოები რომ არ ჩარეულიყვნენ, ძნელად სავარაუდოა როგორ განვითარდებოდა მოვლენები.

საქართველოს ჩემპიონატში ვინც ჩახედულია და ვინც იცნობს აკაკი წყაროზიას, ყველამ იცის თუ როგორი გამორჩეულია ფეხბურთელი მოედანზე და მოედნის მიღმა წესიერებით. ფეხბურთელი, რომელიც ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს და მისგან შორსაა ინციდენტები, გაკვირვებული უყურებდა მისკენ ხელის დასარტყმელად წამოსულ ესპანელ მწვრთნელს. ჯერ უცნობია როგორ შეაფასებს შესაბამისი ორგანო სარაგოსას ქცევას, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, "ლოკომოტივის" მწვრთნელის ქმედებას არანაირი გამართლება არა აქვს!", - წერს "მერანის" "ფეისბუქის" გვერდი.

დღეს, 17 აპრილს, მარტვილელთა ამ განხცადებას "ლოკომოტივი" გამოეხმაურა.

გთავაზობთ წერილს უცვლელად:

"ამ წერილის გავრცელების მიზეზი მარტვილის "მერანის" წინააღმდეგ, ბოლო ოფიციალურ თამაშში განვითარებული მოვლენები გახდა. რა თქმა უნდა ჩვენ, მთელი კლუბი ვიღებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას და დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარი ფაქტის გამო.

დღესდღეისობით ქართულ ფეხბურთი ნამდვილად არ არის ის იმ მოცემულომაში, რომ ასეთი ინცინდენტებით დავამახსოვროთ თავი, როგორც სტადიონზე დამსწრე, ასევე მის გარეთ მყოფ გულშემატკივარს. უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩვენი ყველა ქმედება პირდაპირ პროპორციულად მოქმედებს, დადებითად თუ უარყოფითად იმ ახალ თაობაზე, რომელსაც ეს ყველასთვის საყვარელი სფერო აქვს ამორჩეული. ასე რომ კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ ჩვენ ვაანალიზილებთ მომხდარი ფაქტის მნიშვნელობას და ვგრძნობთ უდიდეს პასუხისმგებლობას.

"ლოკომოტივი" თავისი ისტორიიდან გამომდიდენარე ყოველთვის ცდილობდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მიეცა კარგი მაგალითი, რათა მათ გასჩენოდათ სწორი შეგრძნებები ამ სპორტის სახეობის მიმართ. ახლაც ვადასტურებთ, რომ სამომავლოდაც ეფექტურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას.

ჩვენი კლუბი გაეცნო, მარტვილის "მერანის" მიერ გამოქვეყნებული მიმართვას, რომელიც გავრცელდა FACEBOOK-ით ინტერნეტ სივრცეში. ისინი აღნიშნავენ, რომ ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა, ჟერარდ სარაგოსამ ფიზიკური შეურაცმხყოფა მიაყენა "მერანის" ფეხბურთელებს. "ლოკომოტივის" ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მსგავს ფაქტს მთავარი მწვრთნელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

სარაგოსა ემოციური, ფიცხი მწვრთნელია და ეს გადაჭარბებული ემოცია, რომელიც მან თამაშზე გამოხატა აუციელებლად იქნება განხილული შესაბამისი სტრუქტურის, კერძოდ სადისციპლინო კომიტეტის მიერ. ჩვენი კლუბი კი, ბუნებრივია, ემორჩილება აღნიშნულ წესდებას და მზად არის მიიღოს ყველანაირი რეკომენდაცია ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან.

რაც შეეხება მარტივილის "მერანის" ხელმძღვანელობას და ზოგადად გუნდს: ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ჩვენი ურთიერთობის არა ცუდი, არამედ დადებითი პროცესის დასაწყისი და ვფიქრობთ რომ გუნდს, რომელსაც ამდენი გულშემატკივარი ქალაქიდან ქალაქში დაყვება, განსაკუთრებულად დასაფასებელია და კარგი იქნება თუ მსგავსი ტენდენცია სხვაგანაც დაინერგება.

ასე, რომ რა გითხრათ?! ეს ფეხბურთია და რაც ახლა თქვენ ამ წერილში წაიკითხეთ გვერწმუნეთ, ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია!", - ნათქვამია თბილისური გუნდის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს, უმაღლესი ლიგის 25-ე ტურის შეხვედრას, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის "ლოკომოტივსა" და მარტვილის "მერანს" (1:1) შორის გაიმართა, ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. მატჩის 84-ე წუთისთვის და მერე უკვე მატცის დასრულების შემდეგ გუნდების სამწვრთნელო შტაბს შორის დაპირისპირება მოყვა.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

პატივისცემით, საფეხბურთო კლუბ თბილისის ლოკომოტივის ადმინისტრაცია"

chipo
აი მწვრთნელი გიჟი ყოფილა ეს სარაგოსა კარგი მაგალითია ახალგაზრდებისათვის
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
ბათუმის "დინამომ" 17 წლის მცველი დაიმატა
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ბერძნული პოლიციის ვერსიით, "იუვენტუსის" ყოფილ ფეხბურთელს პროფესიონალებმა ესროლეს
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]
"ოლიმპიაკოსის" ფანებმა "ბაიერნის" ქომაგებს პირდაპირ მატჩის დროს სცემეს [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
მესიმ და ფელიშმა ლამის იჩხუბეს, თუმცა ყვითელი სუარესს მისცეს [VIDEO]
ქალმა მოკრივემ მეტოქეს აკოცა და საპასუხოდ სილა მიიღო [VIDEO]
ფეარ-პლეის წესის დარღვევის გამო ფეხბურთელს ლამის მთელი გუნდი გაეკიდა [VIDEO]
მეტოქეს სახეზე ხელით შეეხო - საქართველოს ძიუდოისტთა ჩემპიონატის დროს ინციდენტი მოხდა [VIDEO]
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]