მაიამის უმაღლესი კატეგორიის ტურნირის - Sony Ericsson Open-ის მონაწილე მამაკაცი და ქალი ჩოგბურთელების სია გაცხადდა

გუშინ ცნობილი გახდა მაიამის უმაღლესი კატეგორიის ტურნირის - Sony Ericsson Open-ის მონაწილე მამაკაცი და ქალი ჩოგბურთელების სია. კაცების ძირითად ბადეში ჯერჯერობით 77 მოთამაშეა, ქალებში - 74. ტურნირი 21 მარტს დაიწყება.

გარდა ამისა, ორივე ბადეში მოხვდება კვალიფიკაციის გამარჯვებული 12-12 ჩოგბურთელი. და კიდევ - ორგანიზატორები მამაკაცებს ხუთ, ქალებს კი რვა უაილდ-ქარდს შესთავაზებენ - წერია ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მთავარი სიახლე ის არის, რომ Sony Ericsson Open-ის მონაწილეთა შორისაა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი სერენა უილიამსი, რომელიც ფეხის ტრავმის გამო ზაფხულიდან ვერ ახერხებს კორტზე გასვლას. უფრო ადრე უმცროსმა უილიამსმა დაადასტურა კომპანია "ნაიკის" მიერ ორგანიზებულ საჩვენებელ ტურნირში მონაწილეობა. ეს შეჯიბრი 8 მარტს გაიმართება.

"გაზაფხულზე ისევ მხიარულება იქნება. იმედია, კორტზე დათქმულ ვადებში დავბრუნდები. ახლა ჩემი მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდება და მარტისთვის მზად ვიქნები დასაბრუნებლად. თუმცა, ნუ ვიჩქარებთ.

ჯერ კიდევ ბევრის მიღწევა მინდა ჩოგბურთში - ტიტულები მოპოვება ძალიან მომწონს. ყველაზე მეტად კი წყვილებში საკუთარ დასთან ერთად თამაში მხიბლავს. ვფიქრობ, გაზაფული დაბრუნებისთვის შესანიშნავი დროა", - განაცხადა სერენამ.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს