მადრიდული გამარჯვებები "ბარსას" ძილის ფონზე
* მადრიდის "რეალმა" ზედიზედ მეშვიდე ტურში იმარჯვა. "სამეფო კლუბს" სტუმრად 8 ტურია, არ წაუგია.

* "ეიბარმა" 14 თებერვლის მერე პირველად იმარჯვა.

* "სევილიამ" სამმატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა.

* ქარიმ ბენზემამ პირადი რეკორდი დაამყარა - აქამდე ერთ სეზონში 22 გოლი არ ჰქონდა გატანილი.

* ანტუან გრიზმანმა ზედიზედ მერვე ტურში ვეღარ გაიტანა, ფერნანდო ტორესმა კი ზედიზედ მეოთხე ტურში გამოიჩინა თავი.

* "ბარსელონამ" ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მატჩი წააგო!

ლეო მესიმ 515 წუთი "იშიმშილა" და, როგორც იქნა, კარიერაში მე-500 გოლი გაიტანა. ეს არგენტინელმა "ვალენსიასთან" გააკეთა. მესიმ კი გამოიღვიძა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა ლუის ენრიკეს გუნდისთვის, რომელიც "ღამურებთან" შინ სენსაციურად დამარცხდა - 1:2. ახლა "ბარსა" მხოლოდ ურთიერთშეხვედრების ხარჯზე უსწრებს "ატლეტიკოს", "რეალს" კი - ერთადერთი ქულით.

იხილეთ ვიდეო

გრანოტა ცოცხალია

ვალენსიაში "ლევანტემ" კიდევ ერთხელ გაიბრძოლა, "ესპანიოლი" ჯუზეპე როსისა და კარლ მედჯანის წყალობით დაამარცხა (2:1) და ამით განაცხადა, რომ ელიტაში ადგილს იოლად არ დათმობს. თანაც, "გრანოტამ" თამაში შემოტრიალა, რითაც ხშირად ვერ დაიტრაბახებს.

იტალიელმა როსიმ სეზონში მე-5 გოლი გაიტანა და იქნებ ეროვნულ ნაკრებშიც დაიბრუნოს ადგილი. როსის და მედჯანის გარდა, "მარკამ" 7-7 ბალით ვალენსიელები, მარინიო და ხუანფრანიც გამოარჩია, სტუმართაგან კი - მხოლოდ გოლის ავტორი ერნან პერესი.

გასეირნება გარეუბანში

მადრიდული დერბი "რეალისთვის" კარგი ვარჯიში გამოდგა, "სამეფო კლუბმა" გავარდნის პირას მყოფი "ხეტაფე" 5:1 გაანადგურა. BBC-ის სამივე წევრმა გაიტანა, თუმცა მაინც ქარიმ ბენზემას გამოვყოფდით, რომელმაც გოლს ორი საგოლე პასი დაუმატა, ერთ-ერთი სწორედ გარეთ ბეილის მიმართ. კრიშტიანო რონალდოს სეზონში 31-ე გოლი კი შეცვლაზე შესული ხესეს საჩუქარი იყო, რომელმაც პორტუგალიელს, ფაქტობრივად, ცარიელ კარში გაატანინა.

ზინედინ ზიდანმა სასტარტოში ხამეს როდრიგესიც დააყენა და ისკოც და ორივემ გაამართლა, მათ თითო გოლი გაიტანეს. მოკლედ, "რეალისთვის" იდეალური კვირა იყო. "მარკამ" 7,5 ბალით შეტევის სამეული და ხამესი გამოჰყო, ისკომ კი ნახევარი ქულით ნაკლები დაიმსახურა, ისევე, როგორც წაგებულმა პაბლო სარაბიამ, ვინც კეილორ ნავასს იშვიათი სილამაზის გოლი გაუტანა. ასეთი წარუმატებელი გამოდგა ხუან ესნაიდერის დებიუტი "ხეტაფეს" თავკაცის პოსტზე.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "დიახ, "რეალი" ორ ფრონტზე იბრძვის, მაგრამ პრიორიტეტს ვერ გამოვყოფ, გუნდს არც ერთის მოგება აქვს გარანტირებული და არც მეორის. ორივე ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ლა ლიგაში გამარჯვება შეგვიძლია.

დღეს "რეალმა", უბრალოდ, ფანტასტიკური მატჩი ითამაშა. ახლა უკვე შემდეგ თამაშზე ვიფიქრებთ, ჯერ ხომ ჩვენ არაფერი მოგვიგია. ისკოს და ხამესის გამო მოხარული ვარ, მათ შანსი მიეცათ და ეს შანსი ბრწყინვალედ გამოიყენეს. მომავალში შანსი კოვაჩიჩსაც მიეცემა".

იხილეთ ვიდეო

ბასკური დერბი და სხვა

კანარის კუნძულებზე ელიტაში დარჩენისთვის მებრძოლებმა ფრედ ითამაშეს, რაც უფრო მასპინძელ "ლას პალმასს" აწყობდა, რომელმაც პრიმერაში დარჩენა თითქმის გაინაღდა. აი, ხიხონის "სპორტინგი" კი რჩება გასავარდნ ზონაში. მასპინძელი ბიგასის გოლს სტუმარმა ხონიმ უპასუხა, "მარკამ" კი მასპინძელი როკე მესა და სტუმარი ალან ჰალილოვიჩი გამოარჩია 7-7 ბალით.

ბასკურ დერბიში "ეიბარმა" "რეალ სოსიედადთან" მატჩი შემოატრიალა, 2:1 გაიმარჯვა და პრიმერაში ადგილი შეინარჩუნა. არადა, დავიდ ზურუტუზას ფანტასტიკური გოლით სტუმრები იგებდნენ, მაგრამ შემდეგ აშკარა მომენტების ხელიდან გაშვება დაიწყეს და დაისაჯნენ, სერხი ენრიჩმა და არგენტინელმა გონსალო ესკალანტემ იპურუელებს დიდი ხნის ნანატრი გამარჯვება მოუტანეს.

გალისიაში "სელტა" წაგებას შეცვლაზე შესულმა პაბლო ერნანდესმა გადაარჩინა "ბეტისთან" მატჩში - 1:1.

რაულ გარსიას გოლით

"სელტას" წაფორხილებით "ბილბაომ" ისარგებლა, ანდალუსიაში 1:0 დაამარცხა "მალაგა" და მეხუთე ადგილზე გადავიდა. ბასკებმა ხასიათი ოდნავ გამოიკეთეს, მას მერე, რაც ანდალუსიაშივე ევროპალიგის მეოთხედფინალში "სევილიასთან" პენალტების სერიაში დათმეს. გამარჯვების გოლი ანდერ იტურასპეს პასით რაულ გარსიამ გაიტანა. "მარკამ" 8-8 ბალით მასპინძელი ხუანპი და სტუმართა მეკარე გორკა ირაისოსი დაასახელა.

"ბილბაოს" დამმარცხებელი "სევილია" "სანჩეს პისხუანზე" "დეპორტივოს" დაუზავდა - 1:1. "სევილია" იბორას გოლით იგებდა, მაგრამ მატჩის მიწურულს შეცვლაზე შესულმა ორიოლ რიერამ გალისიელებს ქულა გადაურჩინა. "მარკამ" მატჩში საუკეთესოდ იბორა დაასახელა - 8 ბალი.

პაკო ხემესის გუნდმა დიდი ნაბიჯი გადადგა გადარჩენისკენ - "ელვებმა" "ყვითელ წყალქვეშა ნავთან" შემოატრიალეს თამაში და 2:1 მოიგეს.

ცალი ფეხით

"ატლეტიკომ" დიდი ვნებათაღელვის გარეშე დაამარცხა "გრანადა" - 3:0. კვლავ დიდებულად ითამაშა კოკემ, ვის ანგარიშზეც გოლი და საგოლე პასია.

მეორე ტაიმში მისი პასით ფერნანდო ტორესმა იხეირა, ბოლოს კი ანხელ კორეამ გამოიჩინა თავი, თუმცა ასისტენტად უკვე საულ ნიგესი მოგვევლინა. "ელ ნინიომაც" გოლს პლუს პასით გამოიჩინა თავი.

იხილეთ ვიდეო

XXXIII ტური

15 აპრილი

ლევანტე-ესპანიოლი 2:1

გოლები: 0:1 ე. პერესი (7), 1:1 ჯ. როსი (23), 2:1 მედჯანი (66)

ლევანტე (4-4-2): მარინიო - პ. ლოპესი (61. კუერო), მედჯანი, დ. ნავარო, ხუანფრანი - ვერდუ, ვერსა, ლერმა, მორალესი (90. კამარასა) - ჯ. როსი (73. სიმაო), დეივერსონი

ესპანიოლი (4-3-3): პაუ ლოპესი - ხ. ლოპესი, ა. გონსალესი, ო. დუარტე, რ. დუარტე - ვ. სანჩესი, დიოპი, აბრაამი (83. როკო) - ე. პერესი, კაისედო (71. მორენო), ასენსიო (70. ბურგუი)

გაფრთხილება: დეივერსონი, ლერმა, ხუანფრანი, ვერსა, კუერო -

კუთხური: 4-6; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 12-10 (4-2); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 16 192

16 აპრილი

ხეტაფე-რეალი 1:5

გოლები: 0:1 ბენზემა (29), 0:2 ისკო (40), 0:3 ბეილი (50), 1:3 სარაბია (84), 1:4 ხ. როდრიგესი (88), 1:5 რონალდო (90)

ხეტაფე (4-4-2): გუაიტა - დ. სუარესი, ვიგარაი, ვერხინი, ა. პერეირა (9. იოდა) - პედრო ლეონი, ლასენი (52. ე. ბუენდია), ხ. როდრიგესი, სარაბია - შჩეპოვიჩი, ა. ვასკესი (62. მ. გომესი)

რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი (52. ნაჩო), პეპე, ვარანი, მარსელო - ისკო, კროოსი, ხ. როდრიგესი - ბეილი (58. ლ. ვასკესი), ბენზემა (67. ხესე), რონალდო

გაფრთხილება: სუარესი, ვასკესი, გომესი - ნაჩო

კუთხური: 5-6; ჯარიმა: 10-10; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 12-21 (5-11); ბურთის ფლობა: 37%-63%.

მაყურებელი: 11 401

ლას პალმასი-სპორტინგი 1:1

გოლები: 1:0 ბიგასი (3), 1:1 ხონი (48)

ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი - დ. გარსია, ლემოსი, ბიგასი, დ. კასტელიანო - როკე, ვისენტე (80. მონტორო) - ელ ჟარი (68. მომო), ტანა, ვიერა - არაუხო (64. ვილიან ჟოზე)

სპორტინგი ხ. (4-4-2): კუელიარი - ლორა (64. ვრანიეში), ლ. ერნანდესი, მერე, ი. ლოპესი - პ. ლოპესი (46. ჰალილოვიჩი), ს. ალვარესი, მასკარელი, ხონი - გერერო (73. კ. კასტრო), სანაბრია

გაფრთხილება: ლემოსი, ვიერა - პერესი, მასკარელი, ხონი, მერე, ლოპესი

კუთხური: 3-10; ჯარიმა: 11-21; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 10-12 (4-2); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 25 052

ეიბარი-სოსიედადი 2:1

გოლები: 0:1 ზურუტუზა (7), 1:1 ენრიჩი (32), 2:1 ესკალანტე (58)

ეიბარი (4-4-2): რიესგო - კაპა, ანსოტეგი, რამისი, ლუნა - კეკო, დ. გარსია, ესკალანტე, ინუი (68. ჟუნკა) - ენრიჩი (78. ადრიანი), ბასტონი (87. ხოტა)

რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ელუსტონდო, დ. რეიესი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ბერგარა (84. გრანერო), ილიარამენდი - ოიარზაბალი, ჩაბი პრიეტო (65. ჟონათასი), ზურუტუზა (76. ბრუმა) - ველა

გაფრთხილება: ესკალანტე, ჟუნკა, რამისი - გრანერო, მარტინესი

კუთხური: 2-0; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 9-7 (4-4); ბურთის ფლობა: 43%-57%.

მაყურებელი: 5 801

სელტა-ბეტისი 1:1

გოლები: 0:1 ნ'დიაი (24), 1:1 პ. ერნანდესი (78)

სელტა (4-2-3-1): რ. ბლანკო - ხონი, ს. გომესი, კაბრალი, პლანასი - რადოია (75. პ. ერნადესი), ვასი (41. მ. დიასი) - ბოვიუ (44. ასპასი), ორელიანა, ნოლიტო - გუიდეტი

ბეტისი (4-2-3-1): ადანი - მოლინერო, პეცელა, ბრუნო, მონტოია - პეტროში, ნ'დიაი - ხოაკინი (75. ხ. ტორესი), სებალიოსი (65. სეხუდო), მუსონდა (92. პორტილიო) - რ. კასტრო

გაფრთხილება: კაბრალი, ხონი, ერნანდესი, ორელიანა - კასტრო, სებალიოსი, სეხუდო

კუთხური: 12-4; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 18-9 (5-4); ბურთის ფლობა: 66%-34%.

მაყურებელი: 14 934

17 აპრილი

მალაგა-ბილბაო 0:1

გოლი: 0:1 რაულ გარსია (53)

მალაგა (4-4-2): ოჩოა - მ. ტორესი, ალბენტოსა, ველიგტონი (70. ატსუ), რიკა - ხუანპი, რესიო (61. ფორნალსი), ნაჩო კამაჩო, გ. კასტრო - ჩოპი (79. სანტა კრუსი), შარლესი

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ბოვედა, გურპეგი, სან ხოსე, ბალენზიაგა - იტურასპე, მ. რიკო - მუნიაინი (69. ბენიატი), რაულ გარსია (80. ეჩეიტა), ლეკუე (76. დე მარკოსი) - ვიგერა

გაფრთხილება: რესიო, ტორესი, ველიგტონი - მუნიაინი, ბოვედა, გურპეგი, გარსია, რიკო

კუთხური: 8-2; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 17-6 (8-3); ბურთის ფლობა: 47%-53%.

მაყურებელი: 25 052

სევილია-დეპორტივო 1:1

გოლები: 1:0 იბორა (21), 1:1 რიერა (81)

სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - კოკე, კარიშო, კოლოძეიჩაკი, ესკუდერო - კრისტოფორო, იბორა (74. ნ'ზონზი) - ხ. რეიესი (60. კურო), ბანეგა, კონოპლიანკა - ფ. ლორენტე (65. ხ. მუნიოსი)

დეპორტივო (5-3-2): მანუ - ხუანფრანი, ლოპო, სიდნეი, ფ. ნავარო (76. გუტიერესი), ლუიზინიო (46. კანი) - ფახრი, ბორხესი, მოსკერა - ლ. პერესი, ლუის ალბერტო (52. რიერა)

გაფრთხილება: კარიშო, კურო - ლოპო, რიერა

კუთხური: 10-0; ჯარიმა: 15-8; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 12-5 (3-4); ბურთის ფლობა: 58%-42%.

მაყურებელი: 30 390

ვალეკანო-ვილიარეალი 2:1

გოლები: 1:0 გერა (7), 1:1 ა. ლოპესი (20), 2:1 მიკუ (81)

რაიო ვალეკანო (4-4-2): ხუან კარლოსი - ქუინი, ზე კაშტრო (68. ხოსაბედი), კრესპო (48. ამაია), ტიტო - პ. ერნანდესი, დ. ლორენტე, ტრაშორასი, ბებე (81. მანუჩო) - მიკუ, გერა

ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - მარიო გასპარი, ბაილი, რუისი, მარინი - დ. სუარესი (72. რ. ერნანდესი), ტრიგეროსი, ჯონათან დოს სანტოსი, ალფონსო (61. ნ. ლეივა) - ლეო ბაპტიშტაო, ა. ლოპესი (68. ბაკამბუ)

გაფრთხილება: გერა, ამაია - რუისი, მარინი, მარიო, ლეივა

კუთხური: 4-3; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 14-6 (6-2); ბურთის ფლობა: 63%-37%.

მაყურებელი: 12 628

ატლეტიკო-გრანადა 3:0

გოლები: 1:0 კოკე (15), 2:0 ფ. ტორესი (59), 3:0 ა. კორეა (83)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ლ. ერნანდესი - კოკე (75. ო. ტორესი), გაბი, ს. ნიგესი, ფერეირა-კარასკო (55. ა. ფერნანდესი) - გრიზმანი (63. ა. კორეა), ფ. ტორესი

გრანადა (4-3-3): ა. ფერნანდესი - მ. ლოპეში (46. ფულკიე (71. ფ. რიკო)), ბაბენი, რ. კოშტა, ბირაგი - რ. პერესი, კრჰინი (63. ბარალი), დუკურე - როჩინა, პენიარანდა, კუენკა

გაფრთხილება: გაბი, ფერნანდესი, ო. ტორესი - დუკურე, პენიარანდა, ბირაგი, ბარალი, როჩინა

კუთხური: 4-2; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 8-11 (3-0); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 51 136

ბარსელონა-ვალენსია 1:2

გოლები: 0:1 რაკიტიჩი (27 ს. კ.), 0:2 მინა (45), 1:2 მესი (64)

ბარსელონა (4-3-3): ბრავო - ს. რობერტო, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი

ვალენსია (4-5-1): დ. ალვეში - ბარაგანი, მუსტაფი, აბდენური, სიკეირა - როდრიგო (88. გაია), პარეხო, ფუეგო, ე. პერესი (74. კანსელო), ანდრე გომეში - მინა (60. პ. ალკასერი)

გაფრთხილება: პიკე, სუარესი, ნეიმარი - ბარაგანი, პარეხო, გომეში

კუთხური: 7-2; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 7-5; კარში დარტყმა: 22-8 (7-3); ბურთის ფლობა: 69%-31%.

მაყურებელი: 88 667

ბომბარდირები: 31 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 26 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 23 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 22 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 21 - ნეიმარი (ბარსელონა); 20 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო),

მომდევნო ტური

19 აპრილი:

ესპანიოლი-სელტა, ბეტისი-ლას პალმასი

20 აპრილი:

დეპორტივო-ბარსელონა, ვალენსია-ეიბარი, სპორტინგი ხ-სევილია, ბილბაო-ატლეტიკო, მალაგა-რაიო ვალეკანო, რეალი-ვილიარეალი.

21 აპრილი:

რეალ სოსიედადი-ხეტაფე, გრანადა-ლევანტე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
"ოქროს ბურთი" ამ ფეხბურთელს უნდა გადასცენ" - კურტუამ თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალი" სახლში "დეპორტივოსთან" დამარცხდა
"სირცხვილია. ოქროს ბურთის" მსგავსი ჯილდოების ამიტომ არ მჯერა" - "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა რაფინიაზე ისაუბრა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
[VIDEO] იამალის დუბლი და ლამაზი გოლები - "ბარსელონამ" "მესტალიაზე" გაილაღა
[VIDEO] ამას რა უნდა სკამზე - მიქაუტაძე შევიდა და გაიტანა
[VIDEO] ქოჩორაშვილი თავის დაზღვევის მიზნით შეცვალეს - კაცნაკლულმა "სევილიამ" "ესპანიოლთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
[VIDEO] ვინისიუსის ამ დარტყმის შემდეგ, თანაგუნდელებმა სიცილი ვერ შეიკავეს
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა
მიქაუტაძესა და მის თანაგუნდელებს, ჯოჯოხეთურ Signal Iduna Park-ზე "დორტმუნდთან" შებმა, პრაქტიკულად საკუთარი გულშემატკივრის გარეშე მოუწევს
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
უარი უკრაინას - ქოჩორაშვილის თანაგუნდელმა შოტლანდიის ნაკრებში თამაში არჩია
"იმედი გამიცრუვდება, მე რომ ვერ მოვიგო" - კილიან მბაპე "ოქროს ბურთზე"
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"მოპარული მანქანასავითაა" - რიოლომ მბაპე მიწასთან გაასწორა
ტერზიჩი "ატლეტიკს" გაწვრთნის
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
31 წლის ლორენტემ სანაკრებო კარიერა დაასრულა
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
"რატომ კილიან მბაპე?" - პსჟ-მ France Football-ს პრეტენზიები წაუყენა
[VIDEO] ალისონის კარგი მატჩი და "ლივერპულის" გამარჯვება - "ბაიერნმაც" მოიგო და "ბარსელონამაც"
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
ქოჩორაშვილის ახალმა გუნდმა ბილბაოში გაიმარჯვა და გალიდერდა
[VIDEO] მიქაუტაძეს რომ ის ბურთი გაეტანა - "ვილიარეალმა" "ატლეტიკს" მაინც მოუგო
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"