საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური
ძველი მეტოქეების პაექრობა დაძაბული რომ გამოდგებოდა, ამის ვარაუდი იოლად შეიძლებოდა. თან წინა ტურში ორივე გუნდმა ხმაურიან მოგებას გამოჰკრა ხელი, რაც ინტრიგას კიდევ უფრო ზრდიდა...

თუმცა, თქმაც არ უნდა, რომ მეტად მოტივირებული "გურია" იყო, მით უფრო, წინა დღეს მისმა ორმა კონკურენტმა ("ლოკომოტივი" და "მერანი") ერთმანეთში ფრედ ითამაშა და გურულთათვის კარგი ცნობები მოდიოდა კონკურენტების კიდევ ერთი ურთიერთშეხვედრიდან ("საპოვნელა"-"ზუგდიდიც" საბოლოოდ ფრედ დასრულდა). მოკლედ, ზედიზედ მეორე მოგებით ლანჩხუთელები სახიფათო ზონას გვარიანად დაშორდებოდნენ...

მათთვის კარგი ფეხი დაურჩა გურიის გუბერნატორ გია სალუქვაძეს, რომელიც "გურიის" თამაშს პირველად დაესწრო და წელს პირველი საშინაო გოლისა და მოგების სიხარულიც გაიზიარა, თუმცა მანამდე გვარიანად ინერვიულეს მანაც და ლანჩხუთის პირველმა პირებმაც.

ამათგან ერთს, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძეს, მე-20 წუთზე პროგნოზი აუხდა - როცა ჯარიმისას ბურთთან სხვები იდგნენ, ჩაილაპარაკა - მოროზენკოს დაარტყმევინონ და გაიტანსო. მართლაც, მისია უკრაინელ ლეგიონერს მიანდეს, რომელმაც საჯარიმო უზადოდ შეასრულა - 1:0.

თუმცა გურულთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა - გიორგი კუხიანიძემ მახვილგონივრული პასი გაუკეთა თამაშგარის ზღვარზე მოთამაშე გიორგი კაპანაძეს, რომელმაც მეტსახელი ("ელვა") გაამართლა და კარისკენ მართლაც ელვისებურად გაჭრილმა წინგამოსულ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. მასპინძლებმა გოლი გააპროტესტეს და ამ ეპიზოდში თითქოს თავად კაპანაძეც დაეჭვდა...

საყაიმო ანგარიში განსაკუთრებით "გურიას" არ აწყობდა, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში რამდენჯერმე მწვავედ შეუტიეს ქუთათურებმა, ხოლო 61-ე წუთზე გურულების მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა - შეცვლაზე შესული შოთა ბაბუნაშვილის მიერ ჩაწოდებულ კუთხურზე "გურიის" დაცვა მეორედ ჩავარდა - შეტევაში ჩართულ გურამ ადამაძეს გურულთაგან ხელი ვერავინ შეუშალა და მისი ზუსტი თავურით "ტორპედო" წინ გავიდა - 2:1.

იგრძნეს რა საფრთხე, გურულები თავს გადაახტნენ - მასპინძლებს გასათანაბრებლად 4 წუთიც ეყოთ. მაქსიმე ქვილითაიამ დამაგვირგვინებელი დარტყმა არცთუ დამაჯერებლად მოიგერია, რამაც ევგენი მოროზენკოს დუბლის შესრულების შესაძლებლობა მისცა.

ამისთვის უკრაინელი დამატებით 500-ლარიან პრემიას მიიღებს, რომელსაც დუბლის ავტორს პირადად გადასცემს ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე, ვინც, ამავდროულად, კლუბის პრეზიდენტიცაა.

მისი ჯილდო უკვე მიიღო პანამელმა კარლოს სმოლმა (წინა ტურში, ბათუმის "დინამოს" ორჯერ რომ გაუტანა), რომელმაც ამჯერად გადამწყვეტი გოლი შეაგდო...

ეს 71-ე წუთზე მოხდა და მერე იყო მასპინძელთათვის ნერვების მწყვეტი 20 წუთი, თუმცა გურულებმა ბოლომდე გაძლეს და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური

17.04. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"

გურია-ტორპედო 3:2

გოლები: 1:0 მოროზენკო (20), 1:1 კაპანაძე (28. კუხიანიძის პასით), 2:1 ადამაძე (61. ბაბუნაშვილის პასით), 2:2 მოროზენკო (65), 3:2 სმოლი (71. ალავერდაშვილის პასით)

გურია: იოვანოვიჩი, პატერსონი, ზოზულია, მორალესი, ნოზაძე, ზ. გელაშვილი (33. ალავერდაშვილი), კილაძე (62. ბენეტი), კახელიშვილი (75. გამყრელიძე), მოროზენკო, კვეკვესკირი, სმოლი.

სათადარიგოები: იმერლიშვილი, ჟუნიორი, შტანდერი, გუჯაბიძე

მწვრთნელი: გია გოგუა

ტორპედო: ქვილითაია, ტაბატაძე, ადამაძე, ჭიჭინაძე, მამასახლისი (46. ბაბუნაშვილი), კაპანაძე, კუხიანიძე, შინდაგორიძე (77. კვერნაძე), კლიმიაშვილი, ქიმაძე, ტუღუში (70. ბრეგვაძე)

სათადარიგოები: კვასხვაძე, საღრიშვილი, ვ. კვარაცხელია, ნერგაძე

მწვრთნელები: გიორგი სუხიაშვილი, მიხეილ აშვეთია

გაფრთხილება: ზოზულია (82), პატერსონი (90)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ბომბარდირები

გ. ქვილითაია (დინამო თბ) 19

ო. მარცვალაძე (დილა) 15

ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 15

ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13

ნ. კაჭარავა (ცხინვალი/როსტოვი, რუს.) 13

XXVI ტური

23 აპრილი, შაბათი

დილა-საპოვნელა

დინამო (ბთ)-შუქურა

ზუგდიდი-ლოკომოტივი

მერანი-საბურთალო

ცხინვალი-გურია

24 აპრილი, კვირა

კოლხეთი-დინამო (თბ)

ჩიხურა-სამტრედია

ტორპედო-სიონი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

GURO
ამ სტადიონზე ფეხბურთი როგორუნდა ითამაშო საერთოდ, ბოსტანია სტადიონი კიარაა...
guga
მოროზენკოს დაარტყმევინეთ არაა, ხალხს ნუ აბოლებთ რაა, გენძეხაძე რო შეძვრა ამ გუნდში და თამაშებს იგებთ ვითომ, ხმას რატო არ იღებთ, სირცხვილია
baggio
რა არის ეს ტორპედო იმენა ბაზრის გუნდათ აქციეს თავმოყვარეობა მაინც არა გაქვთ 200 ათასიანი ქალაქის კლუბი მისი ერთი ქუჩის მოსახლის ოდენა სოფლის გუნდებთან პანტი პუნტათ აგებს ყველა გასვლებს და შინაც არ იხევს უკან გასაყრელია კლუბში დასაქმებულთა ფეხბურთელებიანად 80 პროცენტი ბევრს არ გავაგრძელებ საქართველოს უკატასტროფულეს ჩემპიონატში რო 2,5 მილიონიან ბიუჯეტით ასეთ სამარცხვინო ფეხბურთს რომ აჩაღებს სხვა რამეზე ლაპარაკი უბრალოდ ზედმეტია მიტომ დაცინიან ტორპედოს მისი მოშურნეები და მტრები საბაბს იმდენ აძლევთ უკვე აღარ ვიცი რა ეს კლუბი უკვე დიდი ხანია ქცეული არის იოლად გასამარჯვებელ ეზოს გუნდათ სამწუხაროდ.
hj
ლელო ძალიან მაგრები ხართ,ჩემთვის N1 სპორტული პრესა ხართ საქართველოში, მაგრამ ძალიან გთხოვთ დაწეროთ რამდენი მაყურებელი დაესწრო თამაშს,მითუმეტეს რომ გუშინ ლანჩხუთში(როგორც შირად ხდება ხოლმე) თითქმის ბოლომდე შეივსო ტრიბუნები და ამ გამარჯვებაში თავისი არც თუ მცირე წვლილი მაყურებელმაც შეიტანა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე