"სკა-ენერგიას" ოფიციალური საიტი გუნდის ქართველი ლეგიონერის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ფეხბურთელი სხვადასხვა საკითხზე საუბრობს
"სკა-ენერგიას" ოფიციალური საიტი გუნდის ქართველი ლეგიონერის, გიორგი ნავალოვსკის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ფეხბურთელი სხვადასხვა საკითხზე საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ ამ წლის იანვარში გიორგი ნავალოვსკი გორის "დილადან" წავიდა და ყოფილ გუნდს, ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" დაუბრუნდა.

გთავაზობთ ინტერვიუს ნაწილს:

- მოდი, მოგვიყევი, როგორ გაჩნდა შენი აქ დაბრუნების შესაძლებლობა მას მერე, რაც 2 წლის წინ გუნდი "ტოსნოში" გადასვლით დატოვე?

- სერგეი ფელდმანი იმყოფებოდა საქართველოში და სწორედ მან მომიწვია ისევ გუნდში. იმ პერიოდში სახლში ვიმყოფებოდი და საერთოდ, საქართველოში დარჩენას ვგეგმავდი. ევროპიდანაც კი მომივიდა შემოთავაზება, მაგრამ მათ დალოდება მთხოვეს, თუმცა ფელდმანისთვის უკვე მქონდა პირობა მიცემული. ამიტომ ჩემი სიტყვა შევასრულე.

უნდა ვთქვა, რომ აქ თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობ - როგორც ცხოვრებით, ისე თამაშითაც. სწორედ ამიტომ დავთანხმდი შემოთავაზებას.

- როგორ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება ოჯახის წევრებმა?

- არ დავმალავ - ჩემ გადარწმუნებას ცდილობდნენ. ჩემი ცოლი დღემდე ვერ ისვენებს, რომ ასე შორს ვიმყოფები და სახლში პატარა 6 თვის ბავშვთან დავტოვე. ორი შვილი მყავს და არანაირი შესაძლებლობა არ მაქვს, თან წამოვიყვანო. მისი მესმის, მაგრამ კაცი ვარ და ოჯახში გადაწყვეტილებას მე ვიღებ. ეს გადაწყვეტილებაც მე მივიღე.

- "სკა-ენერგიაში" როგორ დაგხვდნენ?

- შესანიშნავად. შემიძლია განვმეორდე - აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში, საქართველოში. გულწრფელად გეუბნებით ამას. ძალიან კარგი ურთიერთობებია გუნდში, ყველაფერი ახლო და ნაცნობია ქალაქში - თავს კომფორტულად ვგრძნობ.

- გვსურს წარმატებები გისურვოთ სამომავლოდ. ახლა კი, ტრადიციულად, საუბრის ბოლოს, რამდენიმე სიტყვა ჩვენს გულშემატკივარს...

- მადლობა. ვსარგებლობ შემთხვევით და მსურს ჩვენს გულშემატკივარს მივმართო... თქვენს მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ. ვიცი, რომ მთელი გულით გვგულშემატკივრობთ და ჩვენზე ნერვიულობთ. არაერთი თქვენგანი მიცნობს და იცის, რაზეც ვსაუბრობ.

უთქვენოდ ჩვენი თამაში აზრს კარგავს, ფეხბურთი ხომ პირველ რიგში გულშემატკივრისთვისაა. გვესმის, რომ ჩვენი ორი მარცხის შემდეგ დამწუხრებულნი ხართ და თქვენ ამის უფლება გაქვთ, მაგრამ ვიცი, რომ რთულ პერიოდშიც გვერდში დაგვიდექით. დაივიწყეთ წყენა, მოდით სტადიონზე, მხარი დაგვიჭირეთ - უთქვენოდ ძალიან გაგვიჭირდება.

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს