კახაბრიშვილი "მილდრონატის სკანდალის" შესახებ საუბრობს
"მილდრონატის სკანდალი" ჰეფი-ენდით გრძელდება - საქმეს ისეთი პირი უჩანს, ამ პრეპარატის მოხმარებისთვის დასჯილთა უმეტესობას ამნისტია შეეხება.

ყოველ შემთხვევაში, ჩვენს მოჭიდავეებს რეაბილიტაცია უკვე შეეხოთ და ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებენ სპორტულ კარიერას.

ამ დღეებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სერბეთიდან დაგვიკავშირდა ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი, რომელიც იქ ნორვეგიიდან ჩაფრინდა, სადაც ძალოსანთა ევროპის პირველობას ესწრებოდა. იქვე მან მორიგ საერთაშორისო აღიარებას მიაღწია - აირჩიეს ძალოსნობის ევროპის ფედერაციის სამედიცინო კომიტეტის წევრად.

- რატომ დადგა დღის წესრიგში ამ თემის გადახედვა და როგორ შეიძლება მოვლენათა განვითარება?

- თავიდანვე ვამბობდი, ეს პრეპარატი არ უნდა იყოს დოპინგში-მეთქი. ამას გარდა, გარკვეული მიზეზების გამო მილდრონატი სტიმულატორებიდან გადაიყვანეს ჰორმონების ჯგუფში, რადგან თურმე მალავს ზრდის ჰორმონს.

მოგეხსენებათ, ის მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან აიკრძალა, 7-8 იანვრიდან კი, როცა მასიურად დაიწყო ეროვნული პირველობები არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, მასობრივად გამოვლინდა მისი გამოყენების შემთხვევები. ბოლო მონაცემებით, 225 სპორტსმენი იყო ჩავარდნილი მხოლოდ ამ პრეპარატზე.

ამის შემდეგ ჩაირთო მთელი მექანიზმი. დღეს ისე ჩანს, თითქოს ეს ამბავი იოლად მოგვარდა, მაგრამ ამას წინ უძღოდა მთელი პერიპეტიები იმავე ვადასთან და სპორტის ცალკეული სახეობების მსოფლიოს ფედერაციებთან ერთად.

მარტში, როცა სამხრეთ ამერიკაში ვიყავი ბექა ღვინიაშვილთან ერთად, დამირეკა რუსული ტელევიზია "მატჩ ტვ"-დან იური ბესპალოვმა და მკითხა, შემეძლო თუ არა მარია შარაპოვას დაცვა.

ვკითხე, ამაზე მე რატომ მირეკავთ-მეთქი და აღმოჩნდა, რომ თურმე მსოფლიოში მხოლოდ მე მქონდა მილდრონატი აღწერილი. სხვათა შორის, ეს საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელ პალიკო კასრაძეს და გენერალურ მდივან თემურ უკლებასაც უთხრეს ლოზანაში ვიზიტისას.

ველოდი, რომ ადრე თუ გვიან ამ წამალსაც შეიტანდნენ აკრძალულთა სიაში და ამიტომ დავინტერესდი მისით.

თუმცა მაშინაც ვაფიქსირებდი, რომ ეს არ იყო ძლიერი დოპინგი. უბრალოდ, ოქსიგენაციას ცოტათი უწყობს ხელს და ამიტომ ჩავატარეთ მცირე ექსპერიმენტი, რაც მოვუყევი იმ ტელევიზიას.

ამის შემდეგ, ცოტა არ იყოს, პოლიტიკური ბრალდებები წამოვიდა, რუსებს რატომ იცავო.

ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსებს კი არ ვიცავდი, არამედ ჩვენს სპორტსმენებს, რადგან იმათ ჩვენზე ბევრად მეტი ფინანსური რესურსი აქვთ, ადვოკატების დაქირავებაც უფრო შეუძლიათ და ერთობლივად ვამტკიცებდით, რომ მილდრონატი არ უნდა შედიოდეს დოპინგში.

იცით, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციაშიც ვარ დოპინგის კომისიაში, რომელსაც ერიკ გალეა ხელმძღვანელობს. ახლახან ანალოგიურ კომისიაში ძალოსნებმაც შემიყვანეს კახი კახიაშვილის რეკომენდაციით.

სხვა ფედერაციებმაც მხარი აგვიბეს და ასე თანდათან გაერთიანდა სპორტის სამყარო ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჯერ არაა პრეცედენტი, როცა მილდრონატი ზრდის ჰორმონში "გამოეჭიროთ". აი, როცა ამას იპოვიან, კი ბატონო. ხოლო აკრძალეს იმიტომ, რომ ძალიან ბევრი იყენებდა. თუმცა არ შეიძლება, ვიღაცამ ნოემბერში მიიღო და იანვარში ეძებდე მის კვალს, რადგან მაშინ ჯერ კიდევ არ იყო აკრძალული.

საბედნიეროდ, ვადა-შიც მიხვდნენ, ზედ ოლიმპიადის წინ არ ღირდა ამხელა სკანდალის ატეხა ისეთი პრეპარატის გამო, რომელიც არ გადის ძლიერი დოპინგის ჯგუფში და ამნისტირება საჭირო იყო.

მე თუ იანვარში მივიღე, მაშინ ჩემი ბრალია, მაგრამ თუ ნოემბერში მივიღე, როცა ჯერ კიდევ არ იყო აკრძალული, იანვარში რატომ უნდა დავისაჯო? ამიტომ მართლა კარგი გამოსავალი ნახეს, როცა ასეთი დიფერენცირება შემოიღეს და 5 გრამზე ნაკლები დოზა დასაშვებად მიიჩნიეს.

ამიტომ კიდევ ერთხელ გადამოწმდა ყველა სინჯი და სადაც 2 გრამზე ნაკლები იყო, ყველას ამნისტია შეეხო.

საბედნიეროდ, მათ შორის ჩვენი მოჭიდავეებიც არიან და მე ბედნიერი ვარ ამით. მათ მართლაც ღირსეულად მოიპოვეს ყველა წარმატება და სპორტის სამინისტროში, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში მივა წერილები, სადაც აღუდგებათ ტიტულებიც, ხელფასებიც და ყველაფერი, რაც ჩამორთმეული ჰქონდათ.

- თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ რუსებთან - ძალოსან ალექსეი ლოვჩევთან, მოჭიდავე ევგენი სალეევთან, ძიუდოისტებთან - დენის იარცევთან და მიხაილ პულიაევთან დაკავშირებით, მათაც ეხებათ ამნისტია?

- ახლა მიდის კვლევა იმის დასადგენად, როდის მიიღეს მათ ეს წამალი - 1-ელ იანვრამდე თუ მის შემდეგ. 1-ლი მარტი პირობითად განსაზღვრეს ამნისტიის დღედ - თუ 1-ელ იანვრამდე მხოლოდ მილდრონატია მიღებული და ანალიზმა აჩვენა დასაშვები დოზა, მაშინ პრობლემაც მოხსნილია, დისკვალიფიკაცია აღარ გემუქრება. თუმცა ლოვჩევთან დაკავშირებით ცოტა სხვა მდგომარეობაა. ამ დღეებში გალეამ მომწერა მეილზე, რომ კონკრეტული კვლევა მიდის იმ სპორტსმენებზე, ვისაც ოლიმპიადაზე მოხვედრა შეუძლიათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
საიბარის კარგი პერიოდი აქვს - ბრაზილიას გაუტანა და ახლა "ბაიერნში" გადავიდა
დემიკელისი ბუნდესლიგაში მიდის - მისი ახალი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს
"რონალდო ისტორიაში საუკეთესოა, მესი თავის ქვეყანაშიც კი არაა საუკეთესო" - ბრიტანელი ჟურნალისტი
ახალი რეკორდი პრემიერ ლიგაში - "სიტიმ" ელიოტ ანდერსონი შეიძინა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 4 მედლით დაბრუნდა
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
"ზურა ექიმო, პირობა შესრულებულია!" - კახაბრიშვილის ცრემლები
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: დღეს ჯანაშვილი და შავდათუაშვილი იჭიდავებენ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: კორეელები ქართველობენ
[ირაკლი თავაძე ბუდაპეშტიდან] 6 ნემსი და გმირობის დასანანი დასასრული [VIDEO]