პირველ მატჩში 38 ქულით წაგებისა და პირადსაკლუბო ანტირეკორდების დამყარების შემდეგ დალასელებმა სამაგალითოდ იბრძოლეს
პირველ მატჩში 38 ქულით წაგებისა და პირადსაკლუბო ანტირეკორდების დამყარების შემდეგ დალასელებმა სამაგალითოდ იბრძოლეს, ბობოქარ "სანდერს" მისსავე გულშემატკივრებით სავსე ტრიბუნების წინ არაფერი დაუთმეს და ოკლაჰომა სიტიდან გამარჯვება წამოიღეს.

დრამატულ, დაძაბულ მატჩში ზაზა ფაჩულიას გუნდმა საამაყო გამარჯვება მოიპოვა. ამ მოგებამ დალასელებს მოედნის უპირატესობა მოუტანა. სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 1:1 და მომდევნო 2 შეხვედრა დალასში - 22 და 24 აპრილს გაიმართება.

მატჩი ძალიან დაძაბული იყო, რომლის ფინალური წუთებიც დრამატიზმით სავსე გამოდგა.

შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე მასპინძლები 78:71 იგებდნენ, თუმცა ტეხასელები არ დანებდნენ და ვესლი მეთიუზის, სალაჰ მეჯრის და რეიმონდ ფელტონის ქულებით 79:78 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ შეხვედრა ქულა-ქულაში გაგრძელდა და საფინალო სირენამდე 14 წამით ადრე მეთიუზის ორქულიანით დალასელები 85:81 გალიდერდნენ.

დასრულებამდე 9 წამით ადრე კევინ დურანტი სამქულიანით მინიმუმამდე ამცირებს ჩამორჩენას, ფელტონი კი საპასუხო შეტევაში ორივე საჯარიმოს აცილებს და ოკლაჰომელებს 7 წამი რჩებათ.

სწრაფ შეტევაში ჯერ დურანს უფარებს დალასელი ჯასტინ ანდერსონი, თუმცა ბურთს რასელ ვესტბრუკი ეუფლება და ისიც აცილებს. მესამე ცდა, რომელიც სტივ ადამსმა შეასრულა, წარმატებული აღმოჩნდა და საფინალო სირენის შემდეგ ოკლაჰომელები გამარჯვებას ზეიმობენ. ზეიმი ხანმოკლე აღმოჩნდა, ვიდეოგადახვევამ აჩვენა, რომ სტივ ადამსს ბურთი ჯერაც ხელში უჭირავს, საფინალო სირენა რომ გაისმის. საბოლოოდ "დალასმა" 85:84 მოიგო.

იხილეთ ვიდეო

ქართველმა ლეგიონერმა გამარჯვებაში საკუთარი წილი დაიდო. ზაზა ფაჩულია ძირითადად დაცვითი კუთხით გამოირჩეოდა და მეტოქე ცენტრებს ზღუდავდა. ის სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 20 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით, 6 მოხსნით და 1 ჩაჭრით დაასრულა.

დალასელთა მეორე ცენტრი, ტუნისელი სალაჰ მეჯრი მოედანზე 28 წუთი იმყოფებოდა და თავი 12 ქულას მოუყარა. ყველაზე შედეგიანი ფელტონი გახლდათ 21 ქულა-11 მოხსნით, დირკ ნოვიცკის ანგარიშზე კი 17 ქულა დაგროვდა.

რეგულარულ ჩემპიონატში გალაღებულმა ოკლაჰომას ლიდერებმა დიდი ვერაფერი შედეგიანობა აჩვენეს. დურანტმა 21 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, რასელ ვესტბრუკმა კი 19 ქულას 14 მოხსნა მოაყოლა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ბმბ
ეს დალასის მწვრთნელი გვარდიოლას მახსენებს (ბავარიულს), რაღაც ექსპერიმენტებს რომ ატარებს მუდმივად, რით ვერ გაიგეს, რომ ზაზა დაცვაში შეუდარებელია და ამავე დროს ძალიან ჭკვიანი იგროკია, სტატისტიკა ტველაფერზე მეტყველებს, ზაზა სასტარტოში და სკამზე შეადარონ- რამდენი მოიგეს და რამდენი წააგეს, ძალიან მარტივია
ბორია
დააა. ძალიან ცოტაა ზაზამ ბოლოს მოუკლო არადა კარგი სეზონი ჰქონდა
ბორია
რატომ მოუკლო ზაზამ სეზონის ფინიშზე? ალბათ გადაიღალა
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ