სლოვაკი სპეციალისტის დასკვნა: გვაკლია აგრესია, გვჭირდება გაძლიერება
ბოლო უქმეებზე თბილისის "დინამომ" საჩხერის "ჩიხურასთან" 0:1 წააგო და უშუალო მდევარ "სამტრედიას" სხვაობის შემცირების შანსი მისცა. თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელ იურაი იარაბეკს ინტერვიუ ამ მატჩის შემდეგ ჩამოვართვით...

- ჩიხურა-დინამო (თბ) 1:0 - დაუვიწყარი 16 აპრილი [VIDEO]

სლოვაკ სპეციალისტს ჯერ იმაზე ვკითხეთ, თუ რით იყო გამოწვეული მის გუნდში რამდენიმე წამყვანი მოთამაშის არყოფნა. სხვათა შორის, ამან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და ცხადია, იარაბეკის არგუმენტები საინტერესოა..

- დიახ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე ვითამაშეთ, რადგან 20 აპრილს იმავე "ჩიხურასთან" სათასო მატჩი გველის. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი თამაშია და ამის გამო გუნდის ლიდერები - ამისულაშვილი და იაშვილი დავასვენეთ.

- გელაშვილისა და პარუნაშვილის არყოფნა რაღამ გამოიწვია?

- ორივეს მცირე ტრავმა აწუხებდა და ზედმეტ რისკს მოვერიდეთ. იმავეს ვიტყვი ცინცაძესთან დაკავშირებითაც, რომელმაც სრული დატვირთვით ვარჯიში ახლახან განაახლა. ამ სეზონში თბილისის "დინამოს" მიზანი დუბლის შესრულებაა - ჩემპიონობასთან ერთად, თასის მოპოვებაც გვსურს და არ მესმის, რა არის იმაში გასაკვირი, რომ რამდენიმე ფეხბურთელი დავასვენეთ, რამდენიმეს კი - გავუფრთხილდით? რთულ სეზონში ძალების გადანაწილება ჩვეულებრივი მოვლენაა. წინ ნახევარფინალია და ამისთვის სათანადოდ უნდა მოვემზადოთ.

- თქვენი აზრით, "ჩიხურასთან" წაგების თავიდან აცილება შეგეძლოთ?

- შეგვეძლო, საგოლე მომენტების ნაწილი მაინც რომ გამოგვეყენებინა. პირველ ტაიმში ჩემი გუნდი მომეწონა, აქტიურები ვიყავით და კარგადაც ვუტევდით. რამდენიმე საგოლე შანსი მეორე ნახევარშიც გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ.

გაიხსენეთ, ჭანტურიშვილმა ბურთი ძელს რომ მოარტყა, ხელსაყრელი მომენტები ჰქონდათ კიტეიშვილსა და კაკაბაძესაც, მეორე ტაიმში კი - ქვილითაიას, ჯიღაურს... გარდა ამისა, საჩხერელებთან 3-5-2 ტაქტიკური სქემა გამოვცადეთ და ის ფეხბურთელები დავტვირთეთ, ვისაც ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდა. ესეც მიღებული პრაქტიკაა.

- "ტორპედოსთან" მატჩის შემდეგ თქვით, რომ ქუთაისური გუნდი პირველი მეტოქე იყო, რომელმაც თბილისში, ასე ვთქვათ, ფეხბურთი ითამაშა. "ჩიხურაზე" რას იტყვით?

- უნდა ვაღიაროთ, რომ საჩხერელებმაც კარგად ითამაშეს და გვაჯობეს კიდეც. მეორე ნახევარში მეტოქემ საკმაოდ აგრესიული ფეხბურთი შემოგვთავაზა, ჩვენ კი მოედნის ცენტრში უპირატესობა დავკარგეთ, რასაც ბოლო წუთზე დაცვაში უხეში შეცდომა დაემატა და ასე გავუშვით გოლი...

მაგრამ ვიმეორებ - მომენტებით რომ გვესარგებლა, საქმე აქამდე არ მივიდოდა. სამწუხაროდ, ასეთია ფეხბურთის წესი - ვერ გაიტან? დაისჯები!

- საერთოდ, "დინამო" მეორე ტაიმში კონცენტრაციას კარგავს ხოლმე. საჩხერეშიც, თითქოს კარგად გამოიყურებოდით, მაგრამ ბოლო მომენტში გუნდს იგივე დაემართა...

- კონცენტრაციასა და მომენტების რეალიზებაზე მართლაც მეტი გვაქვს სამუშაო. ჩვენ უფრო მეტოქის გოლის შემდეგ ვთამაშობთ მონდომებით, მაგრამ ამჯერად, "ჩიხურამ" 87-ე წუთზე გაგვიტანა და თამაშის შემოსატრიალებლად საკმარისი დრო აღარ დაგვრჩა. ბიჭები კარგად თამაშობენ, მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა აგრესიული თამაშის დეფიციტია.

- ამ შეხვედრაში და, საერთოდ, მეორე წრის მსვლელობისას გამოჩნდა, რომ გუნდს ჰაერივით სჭირდება გაძლიერება - ასეთი თამაშით გუნდი ევროთასებზე შორს ვერ წავა. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- ვეთანხმები. გაძლიერება მართლაც გვჭირდება. ჩემპიონთა ლიგაში მაღალი სტანდარტია და უკეთესი ფეხბურთი მოგვეთხოვება.

- მოთამაშეთა მიწვევასა და გაძლიერებას აპირებთ?

- დიახ, ასეთი ჩანაფიქრი ნამდვილად გვაქვს.

- ყველაზე პრობლემატურად რომელ რგოლს მიიჩნევთ?

- ახლა ამაზე ლაპარაკს მოვერიდები, ყველაფერი სეზონის შემდეგ გახდება ცნობილი.

- "დინამოში" ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე მიხვედით. თქვენს მოთხოვნებზე მოსარგებად გუნდს, ალბათ, მეტი დრო სჭირდება...

- რა თქმა უნდა, საამისოდ მინიმალური დრო მქონდა, მაგრამ ჩვენს მოთხოვნებს ფეხბურთელები ნელ-ნელა ეგუებიან და ითვისებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ika
ზოგადად რა დონის ჩემპიონატიც გვაქვს იმ დონის არის ნაკრებიც :D
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა