საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი არ ნანობს, კიევის "დინამოში" რომ არ გადავიდა

დავით თარგამაძე არ ნანობს, კიევის "დინამოში" რომ არ გადავიდა და დარწმუნებულია, ახლა მისთვის "ალექსანდრიაში" თამაში უკეთესია.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი "ფრაიბურგში" სამი წელი ირიცხებოდა, დუბლებიდან ძირითადშიც გადაიყვანეს, მაგრამ გასული წელი ჩაუვარდა, საერთოდ არ უთამაშია და ზაფხულში მოულოდნელად უკრაინის პირველი ლიგის "ალექსანდრიაში" ამოჰყო თავი.

თუმცა ამ მოულოდნელობას ბევრისთვის უცნობი მიზეზი ჰქონდა: სეზონისთვის მზადებისას თარგამაძეს მამა გარდაეცვალა, თბილისში ჩამოვიდა, გერმანიაში კარგა ხანს ვერ გაემგზავრა, ვერც ივარჯიშა და, ცხადია, ფორმიდან ამოვარდა. შარშანდელი წლის ოქტომბერში "ალექსანდრიას" წინადადებას ამიტომაც დათანხმდა.

არც უნანია: ის "ალექსანდრიას" უცებ შეეწყო, პირველივე შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, პირველი წრის დასრულების შემდეგ კი კლუბის პრეზიდენტმა ნიკოლაი ლავრენკომ დაიტრაბახა, იშვიათად წარმატებული ტრანსფერი განვახორციელეთო.

დათო ახლა კლუბთან ერთად მეორე წრისთვის ემზადება. "ალექსანდრია" პირველ ადგილზეა, დამაჯერებლად ლიდერობს და უკრაინის "ვიშა ლიგაში" გადასვლა რეალურია. თავად დათოს მიმართ კი ინტერესი კიევის "დინამომ" გამოიჩინა. თარგამაძეს გუშინ დავუკავშირდით.

- რამდენად მართალია, თითქოს კიევის "დინამო" გიწვევდა?

- დიახ, მიწვევდა და, როგორც მითხრეს, სერიოზული დაინტერესება იყო, მაგრამ "ალექსანდრიაში" ვრჩები.

- ეს ვინ გითხრა, თავად კიეველებმა, თუ კლუბის ხელმძღვანელობამ და რამდენად სანდო ამბავია?

- "ალექსანდრიას" მენეჯერმა და პრეზიდენტმა ნიკოლაი ლავრენკომ მითხრეს და, ცხადია, სანდო ინფორმაციაა.

- კიევში წასვლა შენ არ გინდა თუ კლუბმა არ გაგიშვა?

- ჯერჯერობით მე არ მინდა და კლუბში სეზონის ბოლომდე ვრჩები.

- რა არის ამ უცნაური გადაწყვეტილების მიზეზი?

- წასვლას იმიტომ არ ვაპირებ, რომ სათამაში პრაქტიკა ჰაერივით მჭირდება, რაშიც "ალექსანდრია" ძალიან მეხმარება, მწვრთნელიც მენდობა და პრეზიდენტიც. ამ ყველაფრის შემდეგ არ გამოვა, ფეხი დავკრა და გუნდი უკანმოუხედავად მივატოვო. ზაფხულიდან კი ვნახოთ, იმედია უმაღლეს ლიგაში გადავალთ.

- ისე, კიევის "დინამო" შენი სტილის გუნდიც არ არის.

- ეს უარის ერთ-ერთი მიზეზია. კიევის "დინამო" რომ "ალექსანდრიას" სჯობს, სადავო არ არის, მაგრამ ყველაფერი გასათვალისწინებელია. რად მინდა, გადავიდე და სათადარიგოებში დავჯდე, მეეჭვება, კიევში პირდაპირ "დინამოს" ძირითადში მათამაშონ.

- როგორც ვიცი, უკრაინაში შენი წასვლა ოჯახურ ტრაგედიას უკავშირდება.

- ასეც არის. მერე გერმანიაში უნდა ჩავსულიყავი, ვარიანტებს ველოდი, მაგრამ ბოლოს არაფერი გამოვიდა, ყველაზე რეალური ვარიანტი "ალექსანდრია" იყო და უარი სისულელე იქნებოდა. მოუმზადებელი დაბალ ლიგაში ფორმის აღდგენასა და გუნდთან ერთად უმაღლეს ლიგაში გადასვლაზე ვფიქრობდი და, ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nukri
ა ჭკვიანი ბიჭი. გაგიმარჯოს ღმერთმა. წარმატებულ კარიერას გისურვებ და დარწმუნებული ვარ , ასეც იქნება. ჭკვიანურად რომ უდგები საქმეს.
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა