საქართველოს ნაკრების ფორვარდს ბელგია და ჰოლანდია შესთავაზეს, უარი თურქეთს...
მას შემდეგ, რაც დანიური "ორჰუსი" ახალმა მწვრთნელმა გლენ რიდერსჰოლმმა ჩაიბარა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 27 წლის ფორვარდი მათე ვაწაძე ძალიან იშვიათად თამაშობს ამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში.

არადა, ის ერთ დროს "ორჰუსის" ლიდერი იყო და უთამაშებლობის მიუხედავად, ჯერაც ინარჩუნებს მიმდინარე სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირობის შანსს.

რა ხდება ვაწაძის თავს? ამ და სხვა კითხვებით მათეს დანიაში შევეხმიანეთ...

"რა უნდა გითხრათ?.. არ არის ისეთი მდგომარეობა, როგორიც მე მინდა. ახალი მწვრთნელი მოვიდა, მოიყვანა თავისი ფეხბურთელები და შანსი აღარ მეძლევა. რა თქმა უნდა, მინდა გუნდიდან წასვლა და წავალ კიდეც, როგორც კი ვიპოვი კლუბს, რომელიც შემომთავაზებს შესაბამის პირობებს. ეგაა, "ორჰუსთან" კიდევ წელიწად-ნახევრით მაკავშირებს კონტრაქტი", - გვითხრა მათე ვაწაძემ.

მაინც, რატომ აითვალწუნა ის გუნდის ახალმა დამრიგებელმა? ამის თაობაზე ჩვენებურს ზუსტი პასუხი არ აქვს:

"არ ვიცი, ვერ ვიტყვი ზუსტად, რა ხდება. ფაქტია, არ ვთამაშობ და ჯერაც გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ვარ. თამაშებს რომ ვიგებდეთ და შედეგი გვქონდეს, კიდევ გავიგებდი, მაგრამ ვაგებთ და მაინც არ მეძლევა შანსი... ალბათ, საქმე მაინც მწვრთნელის გემოვნებაშია. როგორსაც ადრე ვთამაშობდით, ისეთ ფეხბურთს აღარ ვთამაშობთ. მწვრთნელი ითხოვს უბრალოდ წინ დარტყმას და მერე მიდის ბრძოლა "მეორე" ბურთზე", - გვეუბნება ნაკრების ფორვარდი.

როგორც ირკვევა, არის შანსი, რომ მან კონტრაქტის ამოწურვამდე დატოვოს "ორჰუსი", ახალი ვარიანტების დაკონკრეტებას კი ჯერჯერობით ერიდება:

"მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მთავარია, ჯერ მე დავინტერესდე ახალი გუნდით და მერე მათ შეძლონ თანხის გადახდა. გაშვებით, ალბათ, გამიშვებენ. შემომთავაზეს კიდეც ჰოლანდიური და ბელგიური კლუბების ვარიანტები. "ვიტესი"? არა, სხვა გუნდია".

სხვათა შორის, ვაწაძისთვის ერთ-ერთ თურქულ კლუბში განათხოვრებაც შეუთავაზებიათ, რაზეც მას თავი შორს დაუჭერია. მოგეხსენებათ, ჩვენს სამეზობლოში მთლად დალაგებული სიტუაცია ვერ არის და ჩანს, ეს უნდა იყოს სწორედ უარის მიზეზი.

"რა თქმა უნდა, სათადარიგო სკამზე ჯდომა არ მსიამოვნებს, მაგრამ ეს ფეხბურთია და რაღაცას უნდა გაუძლო, ახალი უნდა ეძებო... მე ძველებური მონდომებით ვვარჯიშობ და შანსს ველოდები. ალბათ, ზაფხულში მაინც წავალ".

დაბოლოს, ვაწაძეს საქართველოს ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელზეც ვკითხეთ:

"გულწრფელად ვამბობ, ვლადიმირ ვაისზე პირველი შთაბეჭდილება დადებითია. თუ რა ფეხბურთის მიმდევარია სლოვაკი სპეციალისტი, ამაზე ცოტა დრო რომ გავა, მერე უფრო ზუსტად გიპასუხებთ. ჯერჯერობით კი შემიძლია ეს გითხრათ - ვაისის ვარჯიშები და წვრთნის ინტენსივობა ძალიან მომეწონა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-3 დინამო (თბ). მათე ბიჭის ახალი სუნთქვა
"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე
ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია
მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა
თბილისის "დინამომ" "ლიეპაია" გაანადგურა - ლატვიელების რიგებში ვაწაძემ ითამაშა [VIDEO]
მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა