სექსისტების რეაბილიტაცია და უკმაყოფილება ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაში

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილმა შეფმა ლორდმა ტრისმენმა ყველას გასაოცად თავის ყოფილ სამსახურსა და კოლეგებს, უპირველეს ყოვლისა კი პრემიერლიგას და მის თავმჯდომარე დეივ რიჩარდსს შეუტია. კერძოდ, ტრისმენმა სამთავრობო-საგამოძიებო კომისიის წინაშე თქვა:

„ბატონმა მინისტრმა მკითხა კარგი სისტემა გვაქვს თუ არა. ჩემი პასუხი ასეთია: ფეხბურთის ასოციაციაში საშინლად მორყეული სისტემაა“.

შემდეგ, ლორდმა ბრძანა, რომ პრემიერლიგის შეფებმა ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებაზე, არც მეტი არც ნაკლები, ხელი აიღეს. პირადად რიჩარდსი ფეხბურთის ასოციაციას ბევრჯერ ენითაუწერელი ცვლილებებითაც კი დაემუქრა. მან ერთხელ ისიც კი გამოაცხადა, რომ პრემიერლიგის გუნდებს ფეხბურთის ასოციაციის თასიდან გაყვანას უპირებდა. ასოციაციის დირექტორატი შიდა დაპირისპირებების გამო დაიხლიჩა და არაქმედითუნარიანი გხდა. ორგანიზაცია, რომელსაც წესით მთელი ინგლისური ფეხბურთის მართვა ევალება პრემიერლიგასა და ფეხბურთის ლიგასთან ვეღარ თანამშრომლობს.

„იმის ზუსტად აღწერა თუ რამხელა განსხვავებებია ჩამოთვლილი ორგანიზაციების ინტერესებსა და მიდგომებში, შეუძლებელია, - თქვა ტრისმენმა და დასძინა - რიჩარდსი სხვათა გასაგონად, კომისიის წინაშე თავაზიანად ლაპარაკობს, მაგრამ ცალკე ის აგრესიულია“.

სექსისტების რეაბილიტაცია

ტელეკომპანია Sky Sport-ის ყოფილმა წამყვანებმა ენდი გრეიმ და რიჩარდ კეისმა talksPORT-ში დაიწყეს მუშაობა. გეხსომებათ, რომ ამ ორ გავლენიან საფეხბურთო მიმომხილველს პრობლემები მას მერე შეექმნათ, რაც შემთხვევით ეთერში გაისმა მათი ლაპარაკი თანამსაჯი ქალის სიან მესის შესახებ - ჟურნალისტები ამტკიცებდნენ, რომ მესის, როგორც ყველა ქალს ოფსაიდის წესი არ ესმის.

ამის შემდეგ ერთიმეორის მიყოლებით გადაიცა ჩანაწერები, გრეი და კეისი, ერთად თუ ცალ-ცალკე ამა თუ იმ ქალზე არაკორექტულად ხუმრობდნენ ან რამეს ამბობდნენ. ეს გახლდათ კერძო საუბრები, რომლებიც იმიტომ აღმოჩნდა ჩაწერილი, რომ ამბავი ტელევიზიაში მოხდა, სადაც კამერა ხშირად ჩართულია და, ბუნებრივია, ყველაფერს იწერს. საბოლოოდ აგორდა სექსიზმის სკანდალი, რამაც გრეის შკყ შპორტ-დან გაგდება გამოიწვია, კეისი კი თავად მიჰყვა კოლეგას.

მაგრამ ახლა წყვილი კვლავ სტუდიაში დაბრუნდა. ისინი სხვა კომერციულმა არხმა დაიქირავა და ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დღეში სამსაათიანი ტოკშოუ მისცა.

„ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერად ვგრძნობ თავს - თქვა 55 წლის გრეიმ - მე და რიჩარდს კვლავ გვეძლევა საშუალება გავაკეთოთ ის, რაც ყველაზე მეტად გვეხერხება - სპორტზე ვილაპარაკოთ“.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა