იბრა დაიღალა

“მილანის” გულშემატკირებისთვის ერთი კარგი, ერთი ცუდი და ერთიც ისეთი ამბავი გვაქვს, არც კარგი რომ ეთქმის და არც ცუდი. თავდაპირველად სწორედ ამ უკანასკნელის შესახებ ვთქვათ. თურმე, ამ ზამთარს მარკ ვან ბომელს ინგლისურ “ტოტენჰემთან” ჰქონია მოლაპარაკებები და დიდი იყო შანსი, ჰოლანდიელი ლონდონურ გუნდში გადაბარგებული. ეს ისტორია კი იმად გახლავთ საინტერესო, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ტოტენჰემი” ვან ბომელის ამჟამინდელი გუნდის, “მილანის” მეტოქეა – ამ საკითხზე ჰოლანდიელი საინტერესოდ საუბრობს:

“ინგლისელები უფრო ადრე შემეხმიანენ ვიდრე იტალიელები და მოლაპარაკებებიც დავიწყეთ. სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი სურვილი მქონდა ამ გუნდში გადაბარგების და რაც ჩემზე იყო დამოკიდებული, ყველაფერი გავაკეთე. მოლაპარაკებებში რაფაელ ვან დერ ვაარტიც იყო ჩართული, რომელმაც მისი კლუბი და იქ არსებული ატმოსფერო ძალიან კარგად დამიხასიათა. რაფა ჩემი ახლო მეგობარია და მართლაც მომინდა, რომ “ტოტენჰემში” გადავსულიყავი. მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში იყო შესული, როდესაც მიუნხენის “ბაიერნის” მესვეურებს შეთავაზებული თანხა ეცოტავათ და პროცესი ჩიხში შევიდა. ამ ყველაფერმა ძალიან დამწყვიტა გული, მაგრამ ბედს შევეგუე. სულ მალე “მილანის” მესვეურები შემოგვეხმიანენ და ახალ გუნდში ამოვყავი თავი. იტალიაში თავს შესანინავად ვგრძნობ და აქ ყველაფერი მაკმაყოფილებს. საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ტოტენჰემთან” მომიწევს თამაში – არადა, დიდი იყო შანსი პირიქით, ინგლისური გუნდის შემადგენლობაში “მილანის” წინააღმდეგ მეასპარეზა”.

ცუდ ამბავზე დიდ ხანს აღარ განერვიულებთ და გეტყვით, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი გადატვირთულმა კალენდარმა ძალიან გადაღალა – ამის შესახებ პრესასთან ვრცლად ისაუბრა: “დასამალი არაფერია, თავს ცუდად ვგრძნობ, გადაღლილი ვარ და ბოლო ორ შეხვედრაში საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოვავლინე. დასვენება ნამდვილად არ მაწყენდა და ამის შესახებ მასიმილიანო ალეგრის აუცილებლად დაველაპარაკები. არ იფიქროთ რომელიმე მატჩის გამოტოვება მსურდეს, პირიქით, მინდა, რომ აბსოლუტურად ყველა შეხვედრაში მივიღო მონაწილეობა და თანაც, საუკეთესო კუთხით წარმოვჩინდე. იქნებ გარკვეული პერიოდით ვარჯიშების შემსუბუქება იყოს საჭირო, ამაზე მსურს მწვრთნელთან ლაპარაკი და ვნახოთ, რას მეტყვის. ალეგრის უდიდეს პატივს ვცემ და ნებისმიერ შემთხვევაში, მის აზრს გავითვალისწინებ”.

იბრაჰიმოვიჩი “მილანისთვის” უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და მისი ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ძალიან ცუდი ამბავია. მით უმეტეს, კარს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის ბატალიებია მომდგარი და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, “როსონერის” “ტოტენჰემთან” მოუწევს ჭიდილი. სამაგიეროდ, ალესანდრო ნესტა ადგას გამოჯანმრთელების გზას და ესეც კარგი ამბავი. “გაძეტა დელო სპორტის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 34 წლის მცველმა მსუბუქად დაიწყო ვარჯიში და სულ მალე, გუნდსაც შეუერთდება. არ არის გამორიცხული, სერია A-ს მომდევნო პაექრობაში ცოტა ხნით მაინც გავიდეს მოედანზე, აი მომდევნო კვირიდან კი აუცილებლად ითამაშებს. შესაბამისად, ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში გუნდთან ერთად იქნება. თავად ფეხბურთელი შესანიშნავ ხასიათზეა და ერთი სული აქვს როდის დაუბრუნდება მოედანს:

“სამწუხაროდ, ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს, რომ ყველა შეხვედრაში მივიღო მონაწილეობა. ამ სეზონში 23 მატჩი მაქვს ნათამაშები და სიმართლე გითხრათ, ამითაც კმაყოფილი ვარ. თუმცა, ამით დაკმაყოფილებას არ ვაპირებ, მალე გამოვჯანმრთელდები და კიდევ ერთხელ მოვირგებ “მილანის” მაისურს. მთავარი ბრძოლები წინ გველის როგორც სერია A-ში, ისე ჩემპიონთა ლიგასა და იტალიის თასზე”.

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად